შაბათი, 04.05.2024, 02:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ორად გაყოფილი მაყურებელი - სპექტაკლისთვის.
14:51
ორად გაყოფილი მაყურებელი - სპექტაკლისთვის.


ორად გაყოფილი მაყურებელი - სპექტაკლისთვისთელ-ავივის კამერულ თეატრში სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა" დაიდგა, რომელშიც მაყურებლებიც მონაწილეობენ. იმისათვის, რომ მაყურებელი პროცესის უშუალო მონაწილე გამხდარიყო, რეჟისორმა ნოამ შმუელმა ისინი მცირე დარბაზში დასვა და ორ, ერთმანეთის მოწინააღმდეგე საგვარეულოდ დაყო. გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ დადგმა შექსპირის ტექსტს პირდაპირ არ მისდევს - სიუჟეტი თანამედროვეობაში ვითარდება და მონტეგები და კაპულეტები მაფიოზური კლანების წარმომადგენლები არიან.

რეჟისორმა მსახიობებს დარბაზში თამაში „აიძულა" და მოქმედების ნაწილი პლაზმურ ეკრანზე გადაიტანა. რამდენიმე სცენის მოსმენა მხოლოდ ყურთსასმენების საშუალებით არის შესაძლებელი. ხოლო იმისათის, რომ მოვლენებს ფეხდაფეხ მისდიოს, მაყურებელი იძულებულია, სკამზე იტრიალოს. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, რომეოს როლის შემსრულებელმა მსახიობმა მისი სცენების ინტერაქტიულობის მიზეზით ფეხიც კი მოიტეხა და ამჟამად იგი ხელჯოხით თამაშობს სპექტაკლში.

როგორც ცნობილია, თელ-ავივის კამერული თეატრი ისრაელში ყველაზე ტიტულოვანია. ქვეყნის უძველეს მოედანზე 2010 წლის 16 აგვისტოს, ისრაელის პრეზიდენტის 87 წლისთავზე, გაიმართა პრემიერა მიუზიკლისა, სადაც მთავარი გმირი სწორედ შიმონ პერესია. სპექტაკლში ასახულია ისრაელის პრეზიდენტის ცხოვრების ძირითადი ეტაპები, რომლის ისტორიაც პირდაპირ არის დაკავშირებული ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან. მუსიკალური ნაწარმოები კინოქრონიკის კადრებით არის გაჯერებული და მისი მთავარი სცენები შემდეგ მოვლენებზეა აგებული: შიმონ პერესის გაცნობა დევიდ ბენ-გირიონთან, დიმონში ბირთვული რეაქტორის შექმნაში მონაწილეობა და ნობელის პრემიის მიღება მშვიდობისთვის. გარდა ამისა, სპექტაკლის ერთ-ერთი ეპიზოდი დაკავშირებულია პერესის ბაბუასთან, რაბინ ცვი მელცერთან, რომელიც ნაცისტებმა მოკლეს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 925 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები