შაბათი, 04.05.2024, 06:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » MGM-მა 23-ე ბონდიანას გამოსვლის თარიღი დაასახელა.
14:51
MGM-მა 23-ე ბონდიანას გამოსვლის თარიღი დაასახელა.



MGM-მა 23-ე ბონდიანას გამოსვლის თარიღი დაასახელა„მეტრო გოლდუინ მეიერმა" ბონდიანას მორიგი ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა. მართალია, 2012 წლის 9 ნოემბრამდე ჯერ ძალიან დიდი დროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დღეს იან ფლემინგის მიერ შექმნილი პერსონაჟების თაყვანისმცემლები დიდი მოლოდინით ელიან, რადგან ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე სტუდიის წარმომადგენლებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ ფილმს ფინანსური პრობლემების გამო აღარ გადაიღებდნენ. ბონდიანას პროდიუსერების - მაიკლ უილსონისა და ბარბარა ბროკოლის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, 23-ე ბონდის გადაღება მიმდინარე წლის მიწურულს დაიწყება, რომელსაც ჯერჯერობით კონკრეტული სახელწოდება არ აქვს. თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი, ალბათ, ის არის, რომ ბონდის მრავაწლიანი ეპოპეა გრძელდება.

ახალ ფილმში აგენტ 007-ის როლს ისევ ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი ითამაშებს, რეჟისორი კი ასევე ინგლისელი სემ მენდესი იქნება, რომელსაც ექშენის ტიპის ფილმების გადაღების გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვს. „ამერიკული სილამაზისა" და „ცვლილებათა გზის" რეჟისორს „დაწყევლილი გზა" და „საზღვაო ქვედანაყოფიც" აქვს გადაღებული, თუმცა ისინი ფსიქოლოგიური დრამის კატეგორიაში უფრო ჯდება ვიდრე იმ ჟანრში, რომელშიც საიდუმლო აგენტი „მუშაობს". ამრიგად, საინტერესოა რას შემოგვთავაზებს მენდესი, იქნებ ისიც გავიგოთ, სინამდვილეში რა იმალება ჯეიმს ბონდის მოხდენილი სმოკინგისა და მომხიბლავი ღიმილის მიღმა.

23-ე ბონდის სცენარი, დიდი ხანია, მზად არის. მასზე ნილ პერვისი, რობერტ უეიდი და ჯონ ლოგანი მუშაობდნენ. პირველ ორს ამ პერსონაჟთან „ურთიერთობის" გამოცდილება უკვე აქვს, სწორედ მათი დაწერილია „მოწყალების კვანტუმის", „მთელი მსოფლიო არ კმარასა" და „კაზინო „როიალის" სცენარი, ხოლო „ოსკარის" ორგზის ნომინანტი ლოგანი „გლადიატორის", „ავიატორისა" და „უკანასკნელი სამურაის" ავტორია. გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ფილმის მთავარ სიმღერას Britain’s Got Talent-ის აღმოჩენა სიუზენ ბოილი შეასრულებს, რომლის ხმაც თურმე ძალიან ჰგავს ლეგენდარული შირლი ბესის ხმას, რომელმაც ბონდიანას სამი ფილმისთვის იმღერა. სუზენ ბოილისთვის სიმღერას უკვე წერენ. მისი ავტორი, სავარაუდოდ, კომპოზიტორი მონტი ნორმანი იქნება, რომელსაც აგენტის შესახებ გადაღებული არაერთი ფილმისთვის აქვს მუსიკა შექმნილი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 955 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები