შაბათი, 04.05.2024, 06:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ამრიკის კინოაკადემიის წევრებმა ხმის მიცემა დაიწყეს.
14:53
ამრიკის კინოაკადემიის წევრებმა ხმის მიცემა დაიწყეს.

ამრიკის კინოაკადემიის წევრებმა ხმის მიცემა დაიწყესამერიკის კინოაკადემიის წევრებმა რჩეულთათვის ხმის მიცემის პირველი ეტაპი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. წელს ფილმების, მსახიობების, რეჟისორების, ოპერატორებისა და სხვა ნომინაციების შედგენა ამერიკის კინოაკადემიის 5 775 წევრს დაევალა. მათ მიერ შევსებული ბიულეტენები აუდიტორულ-კონსალტინგურ კომპანია PriceWaterhouseCoopers-ში გროვდება, რადგან 1939 წლიდან „ოსკარის" ყველა ეტაპზე მიღებული ხმების დათვლა და შეჯამება სწორედ ამ კომპანიას ევალება. აკადემიის წევრები ვალდებულნი არიან ბიულეტენები 2011 წლის 14 იანვრის 17 საათამდე ჩააბარონ, დაგვიანებული ბიულეტენები კი არ განიხილება. PriceWaterhouseCoopers-ის თანამშრომლები სრული კონფინდენცილობის პიორბებში განიხილავენ ყველა ბიულენტს, ნომინაციების სიას და „ოსკარის" ლაურეატთა სახელებს სპეციალურ კონვერტებში დალუქავენ. 25 იანვარს კი მთელი მსოფლიო გაიგებს, თუ ვინ იბრძოლებს ოქროს ქანდაკებისთვის, ხოლო 27 იანვარს გამარჯვებულსაც დაასახელებენ.

ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტმა, ტომ შერაკმა, სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ წელს აკადემიას 135 ახალი წევრი ჰყავს. სწორედ მათ გასაგონად მან თქვა, რომ ვიდრე ფილმს არ ნახავენ, ნაადრევი დასკვნები არ გააკეთონ: „იყავით მაქსიმალურად სამართლიანნი, რადგან სწორედ თქვენზეა დამოკიდებული „ოსკარის" პრესტიჟი. ნუ მიეცემით წამიერ სისუსტეს და ნუ დაასახელებთ ფილმს ან მსახიობს, რომლებიც ნაკლებად იმსახურებენ ამ ჯილდოს მიღების პატივს. ეცადეთ, ყველა ფილმი დიდ ეკრანზე ნახოთ და არა შინ, დივიდი ფორმატით. პირადად მე უკვე 27 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ზუსტად ვიცი, რამდენად სასიამოვნოა, როცა სწორ არჩევანს აკეთებ. მე მიყვარს კინო და მის შემქმენელებს დიდ პატივს ვცემ. თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ." - თქვა ტომ შერაკმა. 

ნომინანტების ვინაობას თვის ბოლომდე ვერ შევიტყობთ, თუმცა უდავოა, რომ საუკეთესო ფილმების ნომინაციებში დარენ არანოვსკის „შავი გედი", დევიდ ფინჩერის „სოციალური ქსელი" და კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისი" აღმოჩნდებიან, მსახიობებიდან - ჯესი აიზენბერგი, ნატალი პორტმანი და კოლინ ფერტი. ხოლო ანიმაციური ფილმების ნომინაციაში ლიდერი „სათამაშოების ისტორია 3" არის. 

აქვე გეტყვით, რომ წლევანდელი „ოსკარის" მასპინძელი მსახიობები ენ ჰეტეუეი და ჯეიმს ფრანკო იქნებიან. ეს პირველი შემთხვევა არის, როცა ასეთი მნიშვნელოვანი საღამოს წაყვანა ახალგაზრდა მსახიობებს დაევალათ. „ჰეტეუეი და ფრანკო ჰოლივუდის ახალ თაობას წარმოადგენენ. ისინი ენერგიულები და მრავალმხრივი ნიჭით არიან დაჯილდოებული. დარწმუნებული ვართ, რომ მათ მიერ წაყვანილი საღამო განსაკუთრებული იქნება." - ამბობენ შოუს პროდიუსერები.

უნდა ითქვას, ისიც, რომ ამ მსახიობებსაც აქვთ შანსი ნომინანტებს შორის აღმოჩნდნენ. ენ ჰეტეუეი რომანტიკულ დრამაში „სიყვარული და სხვა ნარკოტიკები" ჯეიკ გილენჰალის პარტნიორია და მხიარული, თუმცა საკმაოდ რთული ცხოვრების მქონე გოგონას თამაშობს (იგი უკვე წარდგენილი იყო ნომინაციაზე ჯონათან დემეს დრამაში - „რეიჩელი თხოვდება" - შესრულებული როლისთვის), ხოლო ფრანკო დენი ბოილის მიერ რეალურ ისტორიაზე გადაღებულ „127 საათში" დიდი კანიონის კლდეებში დატყვევებულ მოგზაურობას ასახიერებს. მათზე აკადემიამ არჩევანი მას შემდეგ შეაჩერა, რაც ორი წლის წინანდელმა წამყვანმა ჰიუ ჯეკმანმა „ოსკარის" მასპინძლობაზე უარი განაცხადა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 967 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები