პარასკევი, 03.05.2024, 21:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » მარკ ტვენის წიგნებიდან „შეურაცხმყოფელ“ სიტყვებს შეცვლიან
14:55
მარკ ტვენის წიგნებიდან „შეურაცხმყოფელ“ სიტყვებს შეცვლიან

მარკ ტვენის წიგნებიდან „შეურაცხმყოფელმარკ ტვენის წიგნების "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალის" და "ტომ სოიერის თავგადასავალის" ახალ გამოცემებში იმ სიტყვებს შეცვლიან, რომელიც მკითხველისთვის „შეურაცხმყოფელია". საუბარია სიტყვაზე "ზანგი". იგი "მონით" შეიცვლება. ასეთ სიტყვებს მარკ ტვენის შემოქმედების სპეციალისტი ალან გრიბენი (Alan Gribben) შეცვლის, რომელიც ამჟამად მწერლის შემოქმედების მიხედვით პუბლიკაციას ამზადებს. 69 წლის გრიბენმა განაცხადა, რომ "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალში" არაკორექტული სიტყვები 219-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო "ტომ სოიერის თავგადასავალში" - ოთხჯერ.

შესწორებული წიგნები 7500-იანი ტირაჟით 2011 წლის თებერვალში გამოვა. წიგნს ალაბამას შტატში გამომცემლობა "NewSouth Books" გამოსცემს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიბენმა ბევრი ელექტრონული წერილი მიიღო ტვენის რომანების შებღალვის ბრალდებით. თუმცა, მისი თქმით, ის დიდი ხანია, ტვენის წიგნებში საჩოთირო სიტყვებს შედარებით ნეიტრალური სიტყვებით ცვლის. 

გრიბენის კრიტიკოსების თქმით, ენა, რომელსაც ტვენი იყენებდა, ამერიკის ისტორიას ასახავს და ამიტომ რაიმეს შეცვლა მიზანშეუწონელია. სიტყვების შეცვლის სანაცვლოდ, გამომცემლები წინადადებით გამოდიან, რომ წიგნები ისტორიული შესწორებებით გამოიცეს. ამგვარად 2011 წლისთვის "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" სპეციალური განმარტებებით გამოვა, თუ რატომ არის წიგნში ესა თუ ის სიტყვა გამოყენებული, რომელიც იმ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი.

"ჰეკლბერი ფინის თავგადასავალის" გარშემო აჟიოტაჟი პირველად არ ატეხილა. 1957 წელს წიგნი ნიუ-იორკის სკოლებში აუცილებელი საკითხავი მასალიდან ამოიღეს. 1998 წელს არიზონას შტატში, მოსწავლეების მშობლებმა სკოლას სასამართლოში იმის გამო უჩივლეს, რომ "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" სავალდებულო პროგრამაში შედიოდა. საქმე ფედერალურ სასამართლომდე მივიდა, თუმცა მოსწავლეების მშობლებმა სასამართლო პროცესი წააგეს.

"ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი", რომელიც 1885 წელს გამოქვეყნდა, ამერიკის სკოლებში ყველაზე აკრძალული წიგნია.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1015 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები