შაბათი, 04.05.2024, 05:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » „ხოდორკოვსკის საქმე - ჩვენი დროის ისტორიული მოვლენა...“
15:01
„ხოდორკოვსკის საქმე - ჩვენი დროის ისტორიული მოვლენა...“
„ხოდორკოვსკის საქმე - ჩვენი დროის ისტორიული მოვლენა...გუშინ მოსკოვში, რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანის, ამჟამად კი ყველაზე ცნობილი პატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის წიგნის - „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები" პრეზენტაცია გაიმართა. მედიასაშუალებების ინფორმაციით, წიგნი მაღაზიებში უკვე იყიდება და მის მიმართ ინტერესიც დიდია. 

წიგნში „მიხაილ ხოდორკოვსკი. სტატიები. დიალოგები. ინტერვიუები" სტატიების კრებული „მარცხენა მოსახვევი - 1,2,3" და ცნობილი პატიმრის მიმოწერა მწერლებთან გრიგორი ჩხარტიშვილთან, ბორის სტრუგაცკისთან და ლიუდმილა ულიცკაიასთან შევიდა. 

წინასიტყვაობის ავტორი ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვია, რომელმაც წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა: „ხოდორკოვსკის საქმე ჩვენი დროის ისტორიული მოვლენა არის. ის არის ინდიკატორი ქვეყანაში მიმდინარე ბევრი, შესაძლოა, ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესისა, საკუთრების უფლებით დაწყებული და სასამართლოს დამოუკიდებლობით დამთავრებული და ა.შ. ციხიდან ხოდორკოვსკოს გამოსვლას, რაც, რა თქმა უნდა, ოდესმე მოხდება, ერთი ეპოქის დასრულებისა და სხვა ეპოქის დაწყების მნიშვნელობა ექნება." 

თუმცა, ხოდორკოვსკის ციხიდან გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგან გასული წლის მიწურულს სასამართლომ მოსკოვში, ხოდორკოვსკის და მის ბიზნესპარტნიორ პლატონ ლებედევს 6 წლით გაუგრძელა პატიმრობა. ნავთობკომპანია „იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი დამნაშავედ სცნეს საკუთარი კომპანიისაგან 27 მილიარდამდე დოლარის ნავთობის მოპარვასა და ფულის გათეთრებაში. ახალი განაჩენის შედეგად, ის 2017 წლამდე დარჩება ციხეში. 

ხოდორკოვსკის წიგნის პრეზენტაციაზე სტუმრებს შორის იყვნენ მისი მშობლები და ადვოკატები, უფლებადამცველები ლიუდმილა ალექსეევა და სერგეი კოვალიოვი, ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხაილ კასიანოვი, კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი. 

„მე წაკითხული მაქვს ხოდორკოვსკის სტატიები და მოსმენილი მაქვს მისი გამოსვლები სასამართლოში. ბოლო გამოსვლა განსაკუთრებული იყო! მიხაილ ხოდორკოვსკის ძალიან ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი. ადამიანური თვალსაზრისით, ის ამ წლებში საოცრად გაიზარდა. გამაოგნებელია, მაგრამ პატიმრობის წლებს მისთვის ამაოდ არ ჩაუვლია". - ამბობს ლიუდმილა ალექსეევა და აქვე დასძენს, რომ ხოდორკოვსკი ციხეში ყოფნისას ნამდვილი მოქალაქე გახდაო. 

ხოდორკოვსკის „გაზრდაზე" ისაუბრა მწერალმა გრიგორი ჩხარტიშვილმაც. მისი აზრით წიგნი ლიტერატურული თვალსაზრისითაც საინტერესოა: „ამ წიგნში კარგად ჩანს, როგორ გარდაიქმნება მიხაილ ხოდორკოვსკი, ბიზნესმენი და საქმიანი სტატიების ავტორი - საკუთარი, ინდივიდუალური სტილის მქონე ავტორად. როცა ჩვენი მიწერ-მოწერა დაიწყო (თითქმის სამი წლის წინ), იყო შემთხვევები, როცა მას ვთხოვდი, აეხსნა, რას გულისხმობდა წერილის ამა თუ იმ მონაკვეთით, რადგან აზრი არც ისე მკაფიოდ იყო გამოხატული. ახლა ის ძალიან ძლიერ ტექსტებს წერს," - ამბობს გიორგი ჩხარტიშვილი. 

წიგნში შესული ტექსტები, გავრცელებული ინფორმაციით, ეხება რუსეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, მის ისტორიას და მომავალს. წიგნის რეალიზაციიდან მიღებული მთელი მოგება მოსკოვის ერთ-ერთ ლიცეუმ-ინტერნატს გადაეცემა.v
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 936 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები