შაბათი, 04.05.2024, 16:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ზურაბ ნოღაიდელი: პარტიის ყრილობა რეჟიმმა ჩაატარა და შედეგებიც მანვე დაარეგისტრირა
15:03
ზურაბ ნოღაიდელი: პარტიის ყრილობა რეჟიმმა ჩაატარა და შედეგებიც მანვე დაარეგისტრირა



ზურაბ ნოღაიდელი: პარტიის ყრილობა რეჟიმმა ჩაატარა და შედეგებიც მანვე დაარეგისტრირაგასული კვირის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა ზურაბ ნორაიდელს და მის პარტიაში მომხდარ ცვლილებებს შეეხებოდა: რომ თბილისში დაბრუნებულ ზურაბ ნოღაიდელს თანაპარტიელებმა "სიურპრიზი” დაახვედრეს და პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს (თუმცა კი გამგეობის წევრად დატოვეს). ზურაბ ნოღაიდელი ჟურნალისტებს ურჩვეს, რომ ფრაზები გულდასმით შეარჩიონ: "ეს რა ლაპარაკია: გადააყანეს, გადმოაყენეს, დავალიანება და მსგავსი სისულელეები, ლექსიკა უნდა შეარჩიოთ. მე არავის გადაუყენებივარ და არც არანაირი დავალიანება მაქვს.” 

ზურაბ ნოღაიდელის ჩამოსვლის პირველივე დღეს ჟურნალისტების მიმართ გაღიზიანება ეტყობოდა და პრესკონფერენციაზე "სამართლიანი საქართველოსთვის” ტრიბუნიდან ყოველ შეკითხვაზე საკმაოდ აგრესიულად რეაგირებდა. გასაგებია, რომ ნოღაიდელს არ სურს მის პარტიაში მომხდარი ცვლილებები მისი ოპონეტების თვალთახედვიდან შეფასდეს, ამიტომ იგი თავის შეხედულებებს აგრესიული ტონით ამყარებს. მთავარი ის არის, რამდენად ცვლის ნორაიდელის დამოკიდებულება პარტიაში განხორციელებული საკმაოდ სკანდალური და არცთუ ჯანსაღი ცვლილებებისადმი რეალურ სურათს.

–თქვენსა და პარტიის სხვა წევრებს შორის დიდი უთანხმოება შეიქმნა. რიგითმა პარტიელებმა უნდობლობა გამოუცხადეს ლიდერს, ანუ თქვენ, რომელმაც მათ გაწეული შრომა არ აუნაზღაურა. თუ ეს სიმართლეა, რატომ მოხდა ასე?

–მთელი ეს მცდელობები, ეს რია-რია, ემსახურება იმის ჩვენებას ხალხისთვის, რომ ჩემს პარტიაში კონფლიქტია. წინა კვირაშიც ვთქვი, რომ ჩემი პასუხი ამ გადაწყვეტილებაზე ასეთია: ამ კინკლაობას ვწყვეტ; მე ამ ხალხთან საკამათო არფერი მაქვს. ისინი არიან ბრმა იარაღები სააკაშვილის მთავრობის ხელში. თუ ჰგონიათ, რომ ამ პარტიაში რამე პრობლმები იყო, დადგნენ და ისაუბრონ ერთმანეთში. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, როცა ზაფხულში ამ თემაზე საუბარი დაიწყო, მაშინაც გავაკეთე განცხადება: ორი ბატონის მსახური ჩვენგან ვერაფერს მიიღებს. ვერც ვანო მერაბიშვილის აგენტები და ჩემგან გადაბირებული ხალხი ვერაფერს მიიღებს.

–რა მიგაჩნიათ პარტიაში შექმნილი დაპირისპირების რეალურ მიზეზად?

–რა თქმა უნდა, დავალიანება მხოლოდ საბაბია. რეალური მიზეზი ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაა. სააკაშვილის მთავრობას ჩვენი განადგურება უნდოდა და სწორედ ამიტომ მომართა ეს ხალხი ჩვენს წინააღმდეგ.

–როგორ მოხდა თქვენი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენება? დაირღვა თუ არა პარტიის წესდება?

–ეს არის უკანონდ მიღებული გადაწყვეტილებები. სამი ნაბიჯი გადაიდგა უკანონოდ. პირველი იყო ყრილობის მოწვევა. ჩვენს წესდებაში და კანონში მკაფიოდ წერია: ყრილობას იწვევს საბჭო ან ყრილობის მოწვევა ისევ და ისევ საბჭოს მიერ პარტიის წევრების ერთი მესამედის მოთხოვნით ხდება. როგორც ხედავთ, ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საბჭო იღებს. საბჭომდე ეს საკითხი არც კი მისულა. მეორე უკანონო ნაბიჯი ყრილობის ჩატარება, ანუ აღსრულება გახლდათ. იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის ყრილობა ჩატარებულიყო, მასში 67 რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა და არა ქუჩაში შეკრებილ ვიღაც უცნობ ადამიანებს. შემდეგი უკანონობა იყო ის, რომ მოხდა ამ გადაწყვეტილებების იურიდიული რეგისტრაცია.

–აპირებთ თუ არა იმ დავალიანების გადახდას, რომელსაც პარტიის მეორე ბანაკში დარჩენილი ადამიანები მოითხოვენ თქვენგან?

–არანაირი დავალიანების გადახდას არ ვაპირებ, რადგან ეს დავალიანებები არ არსებობს. 

–მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის, ერთ–ერთი წევრის, ნატო ხოხიაშვილის თქმით, თქვენ ვერ შეძლებთ პარტიის დაარსებას იქამდე, ვიდრე არ გადაიხდით ამ დავალიანებას… 

–ვერც სააკაშვილი, ვერც ადეიშვილი და ვერც, მითუმეტეს, ხოხიაშვილი ვერ გადამიწყვეტს, რა უნდა გავაკეთო დღეს, ხვალ და ზეგ. სააკაშვილის რეჟიმის დავშლით და დავანგრევთ. ის ადამიანები, ვინც ბრმა იარაღის როლს დასჯერდნენ ( ამ შემთხვევაში მერაბიშვილის სცენარში) - მეცოდებიან. მათ გაუჭირდებათ ცხოვრება ქართულ საზოგადოებაში. ასეთი ადამიანები აქ ვერ იცხოვრებენ. ალბათ, მათზე განხორციელდა ზეწოლა. რაც შემეხება მე, ვერავინ გადამიწყვეტს პარტიის დაარსებით თუ პარტიის დააუარსებლად ჩამოვაგდო სააკაშვილი.

–ვინ არიან მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" დამფუძნებლები და არიან თუ არა ისინი ახლა თქვენს გუნდში?

–ყველანი, ვინც ვართ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის” დამფუძნებლები, ერთად ვართ. თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ამას რამდენიმე დღეში ნახავთ. ჩემთვის გასაოცარი იყო, მაგრამ 67 რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ისვე ჩვენს გვერდითაა და კონკრეტულ მოქმედებებს მოითხოვს ჩვენგან. უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, იმ კვირაში, მოხდება ჩვენი ახალი პარტიის პრეზენტაცია, რომლის იდეოლოგია და გუნდი იგვე რჩება.

–ვინ აფინანსებდა მოძრაობას "სამართლიანი საქართველოსთვის”?

–ამ პარტიის ფინანსები იყო იმ ადამიანებების შემოწირულობები, რომლები,ც ჩემი აზრით, საქართველოს გმირები არიან. მათი სახელების დასახელებისგან ახლა თავს შევიკავებ, რადგან მათ ამის სურვილი არ აქვთ. მაგრამ მოვა მათი სახელების და გვარების დასახელების დრო.

–ვინ წარმოგიდგენიათ თქვენი ახალი პოლიტიკური ჯგუფის თანამოაზრეებად შიდა პოლიტიკაში?

–ამაზე ფიქრი ახალა ნაადრევია. ოპოზიციური ერთობა დღევანდელი დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია. უნდა მოვიფიქროთ ალტერნატივა, რომ ხელისუფლების შეცვლის საკითხი დღის რეჟიმში რეალურად დავაყენოთ. სააკაშვილის რეჟიმი გათვხედებულია ჩვენი პარტიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სწორედ ამის დასტურია. არც ერთ ქვეყანაში არც ერთ დიქტატორს სხივისი პარტიის ყრილობა არ ჩაუტარებია და შედეგები არ დაურეგისტრირება. ეს ხდება საქართველში და ესაა კლასიკური დიქტატურა.

–შეცვლით თუ არა ხელისუფლებასთან თქვენს პოლიტიკას, თუნდაც ტაქტიკური თვალსზრისით? 

–ვის აქვს ამის იმედი? ამ ხელისუფლებას დავანგრევთ და დავშლით და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დამნაშავეა საქართველოს პრობლემებში ყველას დავსჯით და პასუხს ვაგებინებთ. ჩვენ ვერ გადავდგავთ წინ ვერც ერთ ნაბიჯს სანამ ამ ხალხს არ მოვთხოვთ პასუხს. მთავარია დაკარგული და დაშლილი საქართველო ამაზე კი სააკაშვილს და მის გუნდს ეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა. 

–როგორია საქართველო–რუსეთის ურთიერთობის თქვენეული ხედვა?

–საქართველოს და რუსეთს შორის არის მტრობა. ეს არის ამ მთავრობის პოლიტიკა. საზოგადოებრივი აზრი კი სულ სხვას მოითხოვს. სანამ საქართველოში სააკაშვილის რეჟიმია ვერ ვხედავ ამ ურთიერთობის მოწესრიგების გზას. რუსეთთან ურთიერთოის მოწესრიგება სჭირდება საქართველოს მოქალაქეს თავისი ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.

–ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი, რომელიც რუსეთთან მოლაპრაკებებს აწარმმოებდა, მაგრამ შედეგი ქართველ ხალხს არ უნახავს….

–შევარდნაძის დროს ჩვენ გვქონდა ბევრი პრობლემები მაგრამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ იყო აღიარებულიყო. მაშინ ჩვენ საქართველოს განვითარების უფრო მეტი შანსი გვქონდა. დღეს საქართველო დაშლილია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა არჩევანი. რუსეთთან ურთიერთიობის მოწესრიგების გარეშე ვერ შევრიგდებით აფხაზებთან და ოსებთან.

–აფხაზეთთან და ოსებთან მიმავალი გზა რუსეთზე გადის?

–კონფრონტაციაზე არ გადის ყოველშემთხვევაში. შეუძლებელია შენ ელაპარაკო აფხაზეთს და ოსეთს და დედა აგინო ყოველკკუთხეში რუსეთს. რა იყო გაუგებარი? რომ რუსეთთან ომს ვერ მოვიგებიდით?

– რუსეთს დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული…

- რუსეთი დღეს მტერია. რუსეთს აქვს საქართველოს 20%ოკუპირებული, მაგრამ ეს არის ჩვენი უთავო მთავრობების ბრალი. მაგრამ ჩვენ უნდა ვეძიოთ გზები როგორ მოვაგვაროთ პრობლემები. თუ პრობლემა მოგვარდება კონფორნტაციით მაშინ კი ბატონო გვაჩვენოს ეს სააკაშვილმა. გუშინ სასწაული მოვისმინე იმედის ეთერით, რომ თურმე რუსები ქართულ ჯარის მიერ გაწეული წინააღმდეგობით გაოცებულები არიან. ამ დროს კი ჩვენ ვნახეთ მუხლებზე მფორთხავი საქართველოს პრეზიდენტი. ამ კადრების შემყურე მრცხვენოდა, რომ საქართველოს მოქალაქის პასპოტრტი მქონდა. შემრცხვა, რომ საააკაშვილი, ეს არარაობა –დავინახე მუხლებზე მფორთხავი. 

–თქვენ იმის თქმა გინდათ, რომა ფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკი რუსეთის ნებართვით უნდა დავიწყოთ?

–პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რუსები აფხაზებს და ოსებს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკოთ, რადგან რუსეთს ამ ხალხზე დიდი ზეგავლენა აქვს. მათი მადლიერება რუსეთის მიმართ დიდია და ისინი არ გადადგავენ რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯებს. ეს პრობლემები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ბრალია. 

–ხელისუფლებაში თქვენც იყავით…

–დიახ და მე ვარ მართალი ღმერთის და კანონის წინაშე. 

–როდესაც ერთხელ არ შეცვალა რუსეთის პოლიტიკა მოლაპრაკებების გზამ ახლა რაღატო გაამართლებს?

–რუსეთის პრემიერ მინისტრმა ჩემი თანდასწრებით ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ –თუ, თქვენ შეძლებთ ოსებთან შერიგებას ჩვენ ამას ხელს არ შეუშლიათო.

–თქვენ ამის გჯერათ, რომ რუსეთი საქართველოს ერთობას ხელს არ შეუშლის?

–აბსოლლუტურად დარწმუნებული ვარ.

–როგორ შეაფასებთ თქვნს პოლიტიკას იმ ღიდან, როდესაც ოპოზიციაში გადახვედით, იყო თუ არა ეს სწორი არჩევანი?

–როცაპოლიტიკიდან წავედი არც მეგონა, რომ პოლიტიკაში კიდევ დავბრუნდებოდი. პოლიტიკაში დამაბრუნა 2008 წლის აგვისტოს კადრებამა, როდესაც სააკაშვილი მუხლებზე ფორთხავდა. ეს მიკარნახა ცხოვრებამ. ამ მოვლენებს მე გარედან ვერ ვუყურებდი. ჩემმა ამ ნაბიჯმა მოიტანა ის ალტერნატივები ქართულ პოლიტიკაში რაც ჩემი არ მოსვლის შემთხვევაში არ მოხდებოდა. 2009 წლის სექტემბერში გამოკითხვების შედეგად ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ 10% უჭერდა მხარს რუსეთტან ურთიერთობის აღდგენას, შარშან ნოემბერში კი 84%. მე ვიყავი ვინც პირველი ჩავიდა რუსეთში და დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი. მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან ეს იყო წარმატებული ნაბიჯი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1031 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები