შაბათი, 04.05.2024, 11:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » აფხაზური პოლიტიკური ოპოზიცია ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდა
15:04
აფხაზური პოლიტიკური ოპოზიცია ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდა

აფხაზური პოლიტიკური ოპოზიცია ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდადღეს ერთ–ერთ აფხაზურ საიტზე დაიდო პუბლიკაცია სოხუმში რუსეთიდან მიღებული ფინანსების თემაზე ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ. ბაღაფშს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, მოუწია თავისი გარემოცვის დაცვა, რადგან სწორედ ისინი – ანქვაბის მეთაურობით – კურირებდნენ აფხაზეთის „აღორძინებისთვის" მოსკოვიდან გადმორიცხულ თანხებს. აფხაზების პირველმა პირებმა სცადეს ერთგვარი ახსნა–განმარტება მოეძებნა იმ მოვლენებისა და ფაქტებისთვის, რომლებიც დღეს ენგურს გაღმა საქართველოში ყველას პირზე აკერია: თავად აფხაზური პოლიტიკური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თანხა გაფლანგულია.

იმ წერილის ავტორი, რომელიც ინტერნეტსაიტ „აფსილააზე" დაიდო, გახლავთ ბაღაფშის ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი რიტა ლოლუა. წერილის ავტორი მადლიერებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის მიმართ, რადგან ამ უკანასკნელმა აფხაზებს „თვალწინ გადაუშალა" ანგარიშები და მისცა საშუალება ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს, „რაზე და რა საჭიროებისთვის დაიხარჯა რუსული კუპიურები". წერილის ავტორი მკითხველებს ჰპირდება, რომ იმ ნეგატიურ ფაქტებს, რომელსაც ის იცნობს რუსეთის კონტროლის პალატის ანგარიშიდან, დეტალურად გააცნობს მკითხველებს მომავალში, რათა ახლა ამაზე ლაპარაკით საახალწლო განწყობა არ გაუფუჭოს. ამჯერად კი მხოლოდ იმ წერილზე ისაუბრებს, რომელიც „რესპუბლიკა აფხაზიამ" გამოაქვეყნა და რომელშიც მტკნარი სიცრუეა ჩაწერილი.
მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ „რესპუბლიკა აფხაზიაში" გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორებიც, ლოლუას აზრით, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ცდილობდნენ მფლანგველთა გამართლებას. ლოლუა მათ შეახსენებს, რომ იმ კომისიაში, რომელმაც დაადგინა აფხაზების მიერ რუსული ფულის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები, შედიოდნენ არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. კომისიის წევრი 7 დეპუტატი, ანუ თითქმის ნახევარი, არ იყო ოპოზიციონერი. და, მიუხედავად ამისა, კომისიის 13–ვე წევრმა დასკვნას ხელი მოაწერა.

ლოლუა უფრო შორსაც მიდის და იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ანქვაბისა და ბაღაფშის გარემოცვის დაცვას, ფაქტობრივად, კრემლის წინააღმდეგ ცილისწამებაში სდებს ბრალს. ლოლუა სწორი მიმართულებით ურტყამს. ასეთ დანაშაულში მხილება აფხაზეთის ხელისუფლებისთვის არცთუ ისე უვნებელია: „თქვენ შეეცადეთ არაკომპეტენტურობაში გემხილებინათ თვით რუსეთის კონტროლის პალატის სპეციალისტები. თქვენი აზრით, ყოველ შემთხვევაში ასე გამოდის, მათ თვლა არ იციან და თუ ეს არ იციან, მაშ რა იციან?"

იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთის კონტროლის პალატას თვლა, და არც არაფერი, არ არევია, ლოლუას მოჰყავს ერთი მაგალითი: იმისათვის, რომ რაღაცით აეხსნათ 90 ათასი ამერიკული დოლარის ხარჯვის მიზნობრიობა, „ჩერნომორენერგოს" დირექტორმა კომისიის წევრებს წარუდგინა რაღაც სახელდახელოდ შეთითხნილი ფურცელი, რაზეც კომისიის ხელმძღვანელმა დამცინავად უპასუხა: ასეთი ქაღალდი რამდენიც გნებავთ იმდენი შეიძლება დაბეჭდოთ. 

ლოლუას აზრით, „ნოვაია გაზეტაში" გამოქვეყნებული კოლექტიური წერილი ხელისუფლების მიერ არის დაკვეთილი და მას ევალება ხალხის დეზინფორმაცია, იმ ფაქტების შესახებ არასწორი ინფორმაციების გავრცელება, რომლებზეც დღეს სოხუმში ყველა ლაპარაკობს. წერილის ავტორი დაწვრილებით ჩამოთვლის ყველა იმ შემთხვევას და ფაქტს, რომლებიც კონტროლის პალატის მასალებში აისახა, როგორც აფხაზებისთვის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული სახსრების უკანონო ხარჯვის ფაქტები.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 965 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები