შაბათი, 04.05.2024, 18:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » მოსკოვის ახალი თანამდებობა სოხუმში.
15:05
მოსკოვის ახალი თანამდებობა სოხუმში.


მოსკოვის ახალი თანამდებობა სოხუმში„აფსნი პრესმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. რუსეთის ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა სერგეი ბაღაფშს წარუდგინა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელი იური აიკინი.
ეს არის კიდევ ერთი თანამდებობა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლისა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ ის სოხუმთან აწარმოებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, ენგურს გაღმა საქართველოს განიხილავს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ. თანამდებობის ახალი პირის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა. აიკინი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. აიკინის წარდგენისას ე.წ. რუსეთის ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არც ისე დიდია იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც მუშაობენ რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლები. ამ სიტყვებით კრემლმა კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი იმ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, რომელიც მას აქვს საქართველოს ტერიტორიებიდან წარმოქმნილ ფსევდოსახელმწიფოებთან.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 969 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები