მთავარი »
2011 »
იანვარი »
24 » დევნილთა გამოსახლება გრძელდება.
21:02 დევნილთა გამოსახლება გრძელდება. |
- დევნილთა გამოსახლება გრძელდება თბილისში მდებარე შენობებიდან დევნილთა გამოსახლება გრძელდება. დევნილებს, ამ წუთებში, ზუბალაშვილების #42-ში მდებარე მუსიკალური ათწლედის ყოფილი შენობიდან ასახლებენ. ზუბალაშვილების მიმდებარე ქუჩები პოლიციას აქვს გადაკეტილი. სამართალდამცავები ჟურნალისტებს ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. დევნილების გამოსახლება 07:00 საათიდან დაიწყო. უცნობია, მუსიკალური ათწლედის ყოფილი შენობიდან რამდენ ოჯახს ასახლებენ. გარდა აღნიშნული ობიექტისა, დევნილების გამოსახლება მიმდინარეობს ჩხეიძის ქუჩასა და ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში მდებარე ობიექტიდან. |
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 1054 |
დაამატა: NaTia
| რეიტინგი: 0.0/0 |