- Google-ში ხელმძღვანელობა იცვლება — ერიკ შმიდტი СЕО-ს პოსტს ტოვებს 20 იანვარს Google-მა 2010 წლის მეოთხე კვარტალში მუშაობის შედეგების შესახებ ისაუბრა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კარგი ფინანსური შედეგების შესახებ იფნორმაცია ყველაზე მთავარი არ იყო. იგი კომპანიაში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებამ გადაფარა, რომელიც უფრო საინტერესო აღმოჩნდა, და ამასთან საკმაოდ მოულოდნელიც. Google-მა განაცხადა, რომ შემსრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს ერიკ შმიდტი (Eric Schmidt). ეს 4 აპრილს მოხდება. მის ადგილს კომპანიის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი (Larry Page) დაიკავებს. ლარი პეიჯი კარგადაა ცნობილი და დამატებით რეკომენდაციებს არ საჭიროებს. მარტში მას 37 წელი შეუსრულდა. ლარის მიჩიგანის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაკალავრისა და სტენფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი აქვს. მანამ, სანამ კომპანიაში ერიკ შმიდტს მიიღებდნენ, ანუ 2001 წელს, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი Google-ის თანაპრეზიდენტები იყვნენ. Google-ის განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შმიდტი CEO-ს პოსტს ტოვებს, მაგრამ კომპანიაში რჩება. იგი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე რჩება. მის მოვალეობებში კვლავ შედის შეთანხმებების კონტროლი, პარტნიორებთან, კლიენტებთან და მთავრობასთან კავშირის შენარჩუნება. აგრეთვე აცხადებენ, რომ ერიკ შმიდტი Google-ის თანადამფუძნებლების ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მრჩევლად დარჩება, და მას "სტრატეგიულ პროექტებზე, კერძოდ, ახალ პროდუქტებზე" მუშაობა მოუწევს. როგორც ჩანს, თანამდებობის ცვლილებას თუ არ ჩავთვლით, ერიკ შმიდტის ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურად იქნება — ამ ყველაფერს იგი ახლაც აკეთებს. |