კვირა, 28.04.2024, 12:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 30 » ლაზერული ეპილაცია და ჯანმრთელობა
20:05
ლაზერული ეპილაცია და ჯანმრთელობა

Ambebi.Geქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა, მაშინაც კი, როდესაც არც კოსმეტიკური საშუალებები იყო და არც ნელსაცხებლები. კანის, თმის მოვლა, სხეულიდან ზედმეტი თმის მოცილება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში იცოდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ეს პროცედურები გაამარტივა, მაგრამ ერთგვარი შიშიც გააჩინა ლაზერული ეპილაციის მიმართ. უქმნის თუ არა საფრთხეს ამგვარი პროცედურები ქალის ჯანმრთელობას? გვესაუბრება ლაზერული კოსმეტოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელი ალექსანდრა ვასაძე:

- ლაზერული ეპილაცია დღეს ისეთივე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როგორც თმის შეღებვა ან რომელიმე კოსმეტიკური საშუალების გამოყენება. ალექსანდრიტის ლაზერი კანში ორ მილიმეტრ სიღრმეზე ჩადის, მიოდიუმისა კი - ოთხ მილიმეტრზე, ანუ ყველაზე ღრმად ჩამჯდარ ფოლიკულასაც სწვდება. მაგრამ ის არ მიდის იმ ფოლიკულის იქით და ამიტომ ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის....

- ლაზერით თმის მოშორება იღლიებისა თუ ე. წ. "ბიკინის" მიდამოებში თუ არის სახიფათო?
- ლაზერი სხეულის არც ამ უბნებში უქმნის საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას, პირიქით - კანს აჯანსაღებს, ბუნებრივ ფერს უბრუნებს და, რაც მთავარია, კომფორტის შეგრძნებას ბადებს. 

- საზარდულთან უამრავი ჯირკვალია და ხომ შეიძლება დაზიანდეს?

- როგორც უკვე გითხარით, ლაზერი თმის ფოლიკულის იქით არ აღწევს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გინეკოლოგს გამოუგზავნია პაციენტი ლაზერულ კოსმეტოლოგთან, რადგან ქალბატონები ხშირად კუსტარულად იცილებენ თმას ამ მიდამოებში - მაგალითად სხვადასხვა ეპილატორის დახმარებით, ე.წ. აფხრეწით. ამგვარი საშუალებების გამოყენებისას კი ხშირია თმის ჩაბრუნება, დაჩირქება. ლაზერის ზემოქმედებით კი ამ დაზიანებული უბნების მოშუშება ხდება.

- რა იწვევს კაპილარების გამოკვეთას სახეზე ან სხეულის სხვა მიდამოებში და რთულია მათი მოცილება?

- კაპილარები სხეულის ყველა უბანზე შეიძლება გამოიკვეთოს. თუ არის ვენების პრობლემა, მათ მოშორებას აზრი არ აქვს, ისინი კვლავ წარმოიქმნება. კაპილარების გამოკვეთა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლჩაქცევამ ან ტრავმამ, ჭარბმა წონამ. ამ მიზეზებით გამოკვეთილი კაპილარების მოშორება უმტკივნეულო და ადვილად შესაძლებელია, რასაც რამდენიმე სეანსი დასჭირდება, რაც შეეხება ლაზეროეპილაციით თმის მოშორებას, ეს ინდივიდუალურია. ზოგიერთ პაციენტთან შესაძლოა რამდენიმე პროცედურა იყოს საკმარისი, ზოგიერთს კი მეტი დასჭირდეს. გააჩნია ორგანიზმს და მიდრეკილებას თმიანობისკენ. თუ რაიმე დარღვევაა ქალის ორგანიზმში, ის ბიძგს აძლევს თმის წარმოქმნას. 

- როგორი უნდა იყოს სეანსების ინტერვალი?
- პირველი ხუთი-ექვსი სეანსი ერთი თვის ინტერვალით უნდა გაკეთდეს, მაგრამ სრული სისუფთავე შეუძლებელია და არც არის საჭირო, კანს გარკვეული საფარი უნდა ახლდეს. ლაზერს ეს თვისება აქვს - არ ტრუსავს და არ აპრიალებს კანს, ბუნებრივ საფარს უტოვებს. 

- ხშირად მიმართავენ ლაზეროეპილაციას ჩვენი ქალბატონები? თუ იგრძნობა, რომ ცხოვრებაში მთავარი სამზარეულოში ტრიალი არ არის.

- თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარ თავსა და გარეგნობაზე ზრუნვა არა მარტო ახალგაზრდა, არამედ უკვე საშუალო ასაკის ქალბატონებშიც შეიმჩნევა. ლაზეროეპილაციას მიმართავენ მამაკაცებიც, ისუფთავებენ ყვრიმალს, კისერს, ყელს, ხელებს. ასე რომ, ეს პროცედურები უკვე მამაკაცებშიც პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ ეს კეთდება არა იმ მიზნით, რომ კანი მთლიანად აიპრიალონ, არამედ შეამცირონ თმის რაოდენობა. 

- ლაზერის დახმარებით ხალებსაც იშორებენ, ეს კი საკმაოდ საფრთხილო საქმეა.
- ხალის მოცილება ონკოლოგიურ კლინიკაში გაკეთებული ანალიზის შემდეგ ხდება, C 2-ლაზერის საშუალებით მას ფესვიანად იღებენ. ასევეა მეჭეჭების მოცილების დროსაც. ხალი, რომელიც კანის ზემოთ არის ამოწეული ან ჩამოკიდებულია, მაგალითად, მკერდთან, კისერზე, ყელზე, ის თავისთავად უკვე საშიშია, რადგან ტრავმის, უნებლიე მოფხანის ან აბაზანაში ღრუბლის ძლიერი მოსმის დროსაც შეიძლება გაღიზიანდეს. ასეთი სახის ხალები უმჯობესია, მოვიცილოთ და მათი მოშორების რეკომენდაციას ექიმი აუცილებლად მოგცემთ. ცნობილია, რომ მეჭეჭები ერთსა და იმავე ადგილას ამოდის, მაგრამ თუ მას ფესვიანად ამოვიღებთ, აღარ შეგაწუხებთ. ლაზერით ხდება ქსანთელაზმას (ცხიმიანი ბალიშების ჩალაგება თვალებთან) და კერატომას მოცილება და მცირე ზომის ნაწიბურების გასწორებაც. 

- რას ურჩევდით ქალბატონებს?
- პირველ რიგში, ქალბატონებმა უნდა მიხედონ სახეს, შემდეგ ზედმეტ თმას, რომლის მოშორება მათ კომფორტს შეუქმნის. რაც მთავარია, ეს არის დროის ეკონომია, მით უფრო, ზაფხულში. სამართებლის ხშირი გამოყენებისას კანი ღიზიანდება და გიფუჭდება განწყობა, მაგრამ როდესაც კანი სუფთა და გლუვია, დილაც ხალისით იწყება, არ გტოვებს სისუფთავისა და კომფორტის შეგრძნება. ამიტომ ქალებს ვურჩევდი, მიხედონ თავს, არ დაინანონ თანხა სილამაზისა და კომფორტისთვის. რაც შეეხება ლაზერით კანის გაახალგაზრდავებას, ეს პროცედურა კანს სიცოცხლის უნარს აძლევს, მატებს ტონუსს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და, აქედან გამომდინარე, კანს კარგი ფერი აქვს და ელასტიკური ხდება, ერთი სიტყვით, კანის სტრუქტურას აუმჯობესებს. თუკი სახეზე რაიმე ანთებითი პროცესია დაწყებული, აქრობს და არ აძლევს გამრავლების საშუალებას. ამ დროს ექიმი კანს არც კი ეხება, მხოლოდ ზემოდან მუშაობს, აქვე გავაფრთხილებ მკითხველს, რომ ვიდრე გოგონას მენსტრუალური ციკლი სტაბილურად არ ექნება ჩამოყალიბებული, ლაზერული ეპილაცია დაუშვებელია.

ლიკა კერატიშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” 
(გამოდის ხუთშაბათობით)



წყარო/Source: http://www.ambebi.ge/meditsina/31405-lazeruli-epilacia-da-janmrtheloba.html#ixzz1CXy27400
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1936 | დაამატა: hooligan:) | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები