ორშაბათი, 21.07.2025, 23:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » გასართობი

გრაფინია ავგუსტა ანა კინგი (ქალიშვილობის გვარი - ბაირონი) - ინგლისელი მათემატიკოსი, ისტორიაში შევიდა იმის წყალობით, რომ პირველმა აღწერა გამომთველელი მანქანა. ანუ ის პროექტი, რომლის შექმნა შემდგომში ჩარლზ ბებიჯის სახელს უკავშირდება.

დაიბადა 1815 წლის 10 დეკემბერს. ადა ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო და ამავდროულად ჯორჯ გორდონ ბაირონის ერთადერთი კანონიერი ასული. ლორდ ბაირონმა საკუთარი ქალიშვილი მხოლოდ ერთხელ, ერთი თვის ასაკში ნახა. 1816 წლის აპრილში იგი ოფიციალურად გაშორდა მეუღლეს და ინგლისიდან გაემგზავრა.

გოგონას დაარქვეს ავგუსტა, ბაირონის ერთ-ერთი ნათესავის საპატივსაცემოდ. თუმცა მას სახლში ყველა ადას ეძახდა. როგორც ჩანს, ზუსტი მეცნიერებებისადმი სიყვარული ავგსუტა- ადამ მემკვიდრეობით დედისგან მიიღო. ანა-იზაბელა ბაირონიც გატაცებული იყო მათემატიკით, რის გამოც მეუღლისგან ზედმეტსახელად "პარალელოგრამების დედოფალი" მიიღო.

იღებდნენ თუ არა მშობლები ბავშვის დამატებით აღზრდაში მონაწილეობას არ არის ცნობილი. უცნობია ისიც, ცხოვრობდა თუ არა გოგონა თავის დედასთან, რადგან ის დაბადებიდან დედის მშობლების სახლში იზრდებოდა, თუმცა ქალბატონი ბაირონი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ადას აღზრდაში, რადგან სურდა განევითარებინა გოგონასთვის ანალიტიკური აზროვნების უნარი და არა რომანტიკული განცდები, რომელიც მას მამისგან მემკვიდრეობით შეიძლებოდა მიეღო.

გოგონას აღსაზრდელად დაიქირავეს შ ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1442 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

Christian Louboutin-ი კვლავ საუკეთესოდ აღიარეს.  მისი ფეხსაცმელები Maralena Flame Sandal მსოფლიოში ყველაზე სექსუალურად დაასახელეს.

ყოველ შემთხვევაში, ასეთ დასკვნამდე მიიყვანა გამომკითხველები ნიუ-იორკის ცნობილი უნივერსალური მაღაზიის Saks -ის 8000 მყიდველის პასუხმა.

პირველობას ერთმანეთს ეცილებოდა ფეხსაცმლის 22 წყვილი Brian Atwood-ის, Jimmy Choo-ს, Manolo-ს, Giuseppe Zanotti-ს, Dolce&Gabbana-ს და სხვათა კოლექციებიდან. 

გამარჯვებულად რესპოდენტებმა Swarovski-ს კრისტალებით დამშვენებული, ნახევრადგამჭვირვალე ქსოვილის, 12-სანტიმეტრიანი კლასიკური ფეხსაცმელი აღიარეს.

ჰოდა, ახლა უკვე ვიცით, რომ მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ფესაცმელი ”სულ რაღაც” 2445 

Category: გასართობი | Views: 1050 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ანალიტიკოსები დიდ ბრიტანეთში, 1958 წლის მარტში დაბადებულ 17 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. გამუდმებით ადევნებენ თვალს მათ განვითარებას - აღნიშნავენ თავისბურებებს ადრეულ ბავშვობაში, სკოლის წლებში, მოზარდობისას და რეგულარულად ატარებენ სხვადასხვა ტესტს.

 

მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლამაზ ადამიანებს ინტელექტუალური განვითარების (IQ) უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე ნაკლებად სიმპათიურებს. მათ როგორც წესი, წარმატებები აქვთ სწავლაში, უფრო კარგად გამოხატავენ თავს პროფესიულ ასპარეზზე და ცხოვრებაშიც მეტს აღწევენ. კვლევის ავტორების შეფასებით, მომხიბვლელი ბრიტანელის IQ მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმავე მაჩვენებელს დაახლოებით 14 პროცენტით აღემატება. ქალების შემთხვევაში - 11 პროცენტით.

მსგავსი კვლევა აშშ-შიც მიმდინარეობს - მოზარდების ჯანმრთელობის შემსწავლელი ეროვნული ცენტრის სპეციალისტები 35 ათას ადამიანს აკვირდებიან.

მეცნიერები თვლიან, რომ სტერეოტიპი, თითქოს სილამაზე და გონება შეუთავსებელი იყოს, არარეალისტურია და გადახედვას მოითხოვს. განსაკუთრებით ლამაზ ქალებთან დაკავშირებით. რადგან ხშირად პირიქითაა, ფიზიკური მომხიბვლელობა სწორედ რომ მაღალ გონებრივ განვითა ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

სახის ყოველდღიური მოვლა დამატენიანებელი კრემის წასმასაც უნდა მოიცავდეს. მაგრამ თავად კოსმეტიკური საშუალების უნარის - გააუმჯობესოს კანის მდგომარეობა - გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად წასმა.

მას შემდეგ, რაც საჭირო რაოდენობას წაისვამთ, აუცილებელია მისი კანში შეზელა, რომ კანმა შეიწოვოს და მასზე ნიღაბივით არ დარჩეს.  

პირველ რიგში, თქვენი ხელები აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. დაიდეთ დამატენიანებელი ხელზე და ოდნავ გაგლისეთ. ეს მასას გაათბობს (ყველა კრემს ხომ მაცივარში ვინახავთ). შემდეგ ხელის გულები ისე მიიდეთ ლოყებზე, რომ კრემი მათზე დარჩეს, შემდეგ კი თითის ბალიშების წრიული მოძრაობით შეიზილეთ ლოყებზე.  

კრემის მორიგი ულუფა ცხვირის ფუძიდან ქვევიდან-ზევით, ცხვირიდან-საფეთქლებისკენ ისეთივე მოძრაობებით შეიზილეთ.

უშუალოდ თვალის ქვეშ სახის დამატენიანებელი კრემის წასმა არ შეიძლება, ამისთვის საგანებო საშუალებები არსებობს.

საფეთქლებიდან გადადით შუბლზე. თითებით (ხელი გულები ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია) შუბლის შუიდან საფეთქლებამდე შეზილეთ კრემის ნაწილი.

შემდეგ გადადით პირის მიდამოებზე (ხელის გულები ვერტიკალურ მდგომარეობაშია) და თითის ბალიშებით ზედა და ქვედა ტუჩის გასწვრივ განაგრძეთ კრემის შეზელა.

გადადით ნიკაპზე. ხელის გულის ზურგის მხრიდან ნიკაპის სიგრძეზე მსუბუქი მოძრაობებით შეზილეთ კრემი.  ეს ერთგვარი მასაჟიციქნება.

არ დაგავიწყდეთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: გასართობი | Views: 1279 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 52 53 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები