შაბათი, 20.04.2024, 04:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

"ახალი 7 დღე" ნიკო გომელაურს უკანასკნელად ვაკის თეატრალურ სარდაფში გამართულ საღამოზე შეხვდა. ეს რამდენიმე თვის წინ იყო. იქვე დაიგეგმა ნიკოსთან ჩვენი მომავალი შეხვედრა მისი პორტრეტის გასაკეთებლად. იგი ელოდებოდა დროს, როცა ვრცელი საუბრის საშუალებას ჯანმრთელობა მისცემდა. დღეს ჩვენ ვაპირებდით მისი სპეკტალკის პრემიერაზე მისვლას ისევ მასთან შეხვედრის იმედით. ნიკო გომელაურს ჩვენ ისევ ძველი პუბლიკაციით ვემშვიდობებით.



Category: სტატიები | Views: 1241 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ჰანს-ჰერმან ჰოპე – "მონარქიისა და დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომია და მოსაზრება ბუნებითი წესრიგის შესახებ”

თარგმნა ლელა ვადაჭკორიამ

I. თეორია: კერძო და საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების ეკონომიკური საფუძვლების შედარებითი ანალიზი

ხელისუფლება იძულების უფლების ტერიტორიალური მონოპოლისტია – ერთგვარი დაწესებულება, რომელსაც შეუძლია ჩაბმული იყოს კერძო მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების მუდმივ, ინსტიტუციონალიზებულ ხელყოფასა და ექსპლუატაციაში – კონფისკაციის, დაბეგვრის და რეგულირების გზით. ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის ქედმაღლობისა და პირადი ანგარების გათვალისწინებით, ყოველი ხელისუფლებისგან უნდა ველოდოთ, რომ ის ამ მონოპოლიას გამოიყენებს და ამიტომ, ექსპლუატაციის მატებისკენ მიდრეკილებას გამოავლენს.(1)

თუმცა, მოსალოდნელი არაა, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლების ყოველი სახესხვაობა თანაბრად წარმატებული აღმოჩნდეს ან თუნდაც ერთიდაიმავე გზით მოქმედებდეს. ელემენტარული ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ხელისუფლების ქცევა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი პოლიტიკის გავლენა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გასხვავდებოდეს, იმისდა მიხედვით, სახელისუფლებო აპარატი კერძო თუ საზოგადოებრივი კუთვნილებაა.(2)

ხელისუფლების კერძო მფლობელობის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ექსპროპრირებული რესურსები და სამომავლო ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგია პირად საკუთრებაშია. სათანადო რესურსები მმართველის პირად ქონებას ერთვის და ისე განიხილება, თითქოს მისი ნაწილი იყოს. სამომავლო ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგია ამ ქონებაზეა მიბმული, როგორც უფლება და მისი მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1475 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა, წიგნი I.

ლეველინ როქველი – "ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი”

(გამოქვეყნდა 1996 წელს)

თარგმნეს თეა ბიწაძემ და პაატა შეშელიძემ

შესავალი

ყოველ ოთხ წელიწადში, როცა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მე ერთადერთი ოცნება მაქვს, არ მაინტერესებდეს და არ ვღელავდე, თუ ვის აირჩევენ და ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. უფრო მეტიც, არ მჭირდებოდეს, რომ ვიცოდე და ვღელავდე. არ ვიყო ვალდებული ხმა მივცე, ან რაიმე ყურადღება დავუთმო საარჩევნო კამპანიის დებატებს. შემეძლოს უგულვებელვყო ყველა საარჩევნო რეკლამა და ასეთი ქმედებით, არ ვრისკავდე ჩემი ოჯახის, ან ქვეყნის კეთილდღეობით. ჩემი თავისუფლება და საკუთრება კი იმდენად დაცული იყოს, რომ საერთოდ არ ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. პრეზიდენტის სახელის ცოდნაც არ უნდა მჭირდებოდეს.

ჩემს ოცნებაში, პრეზიდენტი უფრო მეტად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და იგი, ჩემთვის და ჩემი თემისათვის, თითქმის უხილავია. მის განკარგულებაში არაა საზოგადოებრივი დოვლათი. იგი არ ხელმძღვანელობს რომელიმე მარეგულირებელ დეპარტამენტს. მას არ ძალუძს დაგვბეგროს გადასახადებით; გააგზავნოს ჩვენი შვილები უცხო ქვეყანათა ომებში; თავისი სურვილისამებრ გადაანაწილოს დოვლათი მდიდრებზე ან ღარიბებზე; მოსამართლეების დანიშვნით, ჩვენი თვითმმართველობის უფლება წაგვართვას; მართოს ცენტრალური ბანკი, რომელიც განუსაზღვრელად ზრდის ფულის მიწოდებას და ხელოვნურად იწვევს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1157 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი IV. ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება

ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი – "ცოდნის გამოყენება საზოგადოებაში”

(გამოქვეყნდა 1945 წ.)

თარგმნა დავით ხანთაძემ

I

რაში მდგომარეობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც გვსურს, როდესაც რაციონალური ეკონომიკური წესრიგის დამკვიდრებას ვცდილობთ?

ყველაზე გავრცელებული მიდგომის მიხედვით, პასუხი სრულიად მარტივია: თუ სათანადო ინფორმაციას სრულად ვფლობთ, თუ შეგვიძლია, რომ პრეფერენციების მოცემულ სისტემას დავეყრდნოთ და თუ ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ სრულყოფილ ცოდნას ვფლობთ, მაშინ გადასაწყვეტი მხოლოდ ლოგიკური ხასიათის პრობლემა დაგვრჩება. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს არსებული საშუალებების საუკეთესო გამოყენება, ჩვენსავე დაშვებებში იგულისხმება. პირობები, რომელშიც პრობლემები ოპტიმალურად წყდება, სავსებით შესაძლებელია, რომ მათემატიკური ფორმით ჩამოყალიბდეს, ანუ ნებისმიერი ორი სახის საქონლის ან საწარმოო ფაქტორის ურთიერთჩანაცვლების ზღვრული ნორმა მათი ნებისმიერი გამოყენებისას ერთი და იგივე უნდა იყოს.

როგორც არ უნდა იყოს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს საზოგადოების წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემა არ არის. ზემოხსენებული ლოგიკური პრობლემის გადასაწყვეტად შემუშავებული ეკონომიკური გათვლები მართალაც რომ იყოს საზოგადოების ეკონომიკური პრობლემის მოგვარების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საკუთრივ პრობლემის გადაწყვეტად მაინც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1532 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

26 ივლისი 2010

ლუდვიგ ფონ მიზესი
პირველად გამოქვეყნდა 1947 წელს, ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ.

გერმანელი, იტალიელი და იაპონელი ნაციონალისტები საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას ამართლებდნენ „სასიცოცხლო სივრცის” (Lebensraum) ნაკლებობით. მათი ქვეყნების მოსახლეობა შედარებით დიდია. ისინი ბუნებამ ნაკლებად დააჯილდოვა და დამოკიდებულნი არიან საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის იმპორტზე. მათ უწევთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რათა შეძლონ ამ უაღრესად საჭირო იმპორტირებული პროდუქციის საფასურის გადახდა. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ პროდუქტებსა და ნედლეულს, ატარებენ პროტექციონისტურ პოლიტიკას და კეტავენ საზღვრებს წარმოებული პროდუქციის იმპორტისთვის. სამყარო ცალსახად მიექანება სახელმწიფოების სრული ეკონომიკური ავტარქიისკენ. რა ელით ასეთი ტიპის სამყაროში იმ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ძალუძთ, საკუთარი მოქალაქეები საკვებითა და სამოსით უზრუნველყონ მხოლოდ შიდა რესურსების გამოყენებით?

„არმქონე” ხალხების „სასიცოცხლო სივრცის” დოქტრინა ხაზს უსვამს, რომ ამერიკასა და ავსტრალიაში არსებობს მილიონობით აკრი დაუმუშავებელი მიწა, რომელიც ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში გლეხების მიერ დახნული უვარგისი მიწა. აგრეთვე, ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში. მაგრამ გერმანელ, იტალიელ და იაპონელ გლეხებსა და მუშებს ხელი არ მიუწვდებათ ბუნებრივად მდიდარ ტერიტორიებზე. შედარებით ნაკლები მოსახლეობის ქვეყნების საიმიგრაციო კანონმდებლობა უკრძალავს მათ ამ ქვე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1073 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

1 2 3 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები