პარასკევი, 03.05.2024, 15:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს… გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს…


აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება.
აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება.
ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია.
განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.



მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1098 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010

XV საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროების მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო. ქართველებს ენერგიული ბრძოლის წარმოება უხდებოდათ მოძალებულ მაჰმადიანურ ბრბოებთან, განსაკუთრებით თურქ-ოსმალთა ლაშქართან.

მას შემდეგ, რაც გაძლიერდა თურქეთი და ბოლო მოეღო ბიზანტიის დიდებას, რაც 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემით დამთავრდა, და რამაც ქართველთა (ისე როგორც სხვა მართლმადიდებელ ხალხთა) გულისტკივილი და გულისწყრომა გამოიწვია, ქართველთა სამკვიდრო მაჰმადიანთა გარემოცვაში მოექცა. რადგან დღენიადაგ წარმოებდა ბრძოლა ქართული სამეფო-სამთავროების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, ქართველებს იერუსალიმისათვის თითქმის აღარ ეცალათ. მართალია, ყურადღება იერუსალიმისა და მისი შემოგარენის ქართულ სიძველეთადმი არ შენელებულა, მაგრამ დახმარება იქაური ქართული კოლონიისადმი, კერძოდ ჯვრის მონასტრისადმი, ადრინდელი ძალისა აღარ იყო.

ცხოვრების ასეთმა გაჭირვებამ, სამშობლოსთან მიმოსვლის გაძნელებამ და გულუხვ მლოცველთა შემცირებამ უცხოეთში არსებული ყველა ქართული მონასტერი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო და არსებობის უმთავრესი წყარო მოუსპო. „ძმობას თავისი თავის შენახვაც კი უჭირდა და რა გასაკვირველია, თუ რომ გადასახადების გამოღება გაუძნელდებოდათ და საშინელს სიღარიბეში ჩაცვივდებოდნენ".


მაჰმადიანთა ურდოების მოწოლისაგან თავმობეზრებული ქართველობა მაინც ცდილობდა ძველ ნაგებობათა შენარჩუნებას, ქართველთა უფლებების დაცვას და პრეტენზიების საფუძვლების წარმოჩენას. მის საქმიანობაში ეროვნული გრძნობაც იჩენდა თავს. ჩვენი წინაპრების ენერგიული მოქ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1357 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010

კიდევ უფრო გაიზარდა იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი დახმარება საქართველოს მხრივ წმიდა თამარის მეფობის წლებში. თამარი დიდი გულისყურით ზრუნავდა უცხოეთში არსებულ ქართულ სავანეებზე, კერძოდ იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე.

როგორც ქართულ მემატიანეთა სიტყვებიდან ჩანს, თამარი იერუსალიმს, – ივარაუდება, უპირველეს ყოვლისა, ჯვრის მონასტერს, – დიდად ეხმარებოდა, „სარწმუნოებითა თვისითა" ხელით უხვ შეწირულობას უგზავნიდა.

აქვე უნდა დავიმოწმოთ არაქართველ მოღვაწეთა მიერ შემონახული ორიოდე ცნობა.

არაბი ისტორიკოსის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის (1145-1234) ცნობით, 1192-1193 წლებში თამარმა სალადინს 200000 დინარი შეაძლია და მუსულმანთა მიერ 1187 წელს მიტაცებული ჯვრისა (რომელზეც მაცხოვარი აცვეს) და (აგრეთვე მიტაცებულ) ქართულ სავანეთა დაბრუნება სთხოვა. 1192 წელს „ქართველთა ელჩი მოვიდა და მოახსენა სულთანს სპეციალურად წმინდა ადგილების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც მათ ჰქონდათ იერუსალიმში და მოახსენა აგრეთვე თავიანთი დასახლებული ადგილების შესახებ. (ქართველები) ჩიოდნენ, რომ წაართვეს მათ მონასტერი და ითხოვდნენ სულთნის კეთილგანწყობას, რათა დაებრუნებინა იგი მათჲ გამგებლისადმი". არ ჩანს, რომ თამარმა ამ დროს დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მოდევნო ხანაში რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების უფლებრივი მდგომარეობა რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა, ეს უდავოა.


სომეხი მემატიანის კირაკოს განძაკეცის (XIII ს.) ცნობით, 1210-1211 წლებში, – ივანე მსახურთუხუცესის ხლათელთა ტყვეობიდან დახსნისა და მისი ასულის თამთას სულ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1744 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010

ინფორმაცია იერუსალიმის ჯვრის მონატრის შესახებ 

XI საუკუნის შუა წლებში პალესტინაში მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, შეიქმნა ერთგვარი პირობები სამონასტრო ცხოვრებისათვის. იმ დროისათვის ქართველი მოღვაწეები მრავლად იყვნენ იერუსალიმისა თუ მისი შემოგარენის ეკლესია-მონასტრებში, მაგრამ არ არსებობდა მძლავრი ცენტრი, რომელიც უხელმძღვანელებდა პალესტინის სავანეებში გაფანტულ ქართველობას. სათავეში ჩაუდგებოდა და ორგანიზებულად წარმართავდა მის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. ასეთი ცენტრის არ არსებობა მწვავედ იგრძნობოდა, მით უფრო, რომ საჭირო იყო წინაპრების ღვაწლის წარმოჩენა და ქართველთა უფლებების დაცვა ე.წ. წმიდა ადგილებზე. ამასთანავე, საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ განაპირობა ქართველ მეფე-დიდებულთა მეტი ყურადღება პალესტინისა და იქ მოღვაწე ქართველთა ბედისადმი. ყოველივე ამან მოამწიფა საკითხი ახალი სავანის დაარსებისა და, მართლაც, იერუსალიმის ახლოს აშენდა ჯვრის მონასტერი, სადაც თავი მოიყარა ქართველთა დიდმა ჯგუფმა. იგი იქცა პალესტინელი ქართველების მთავარ შესაკრებ პუნქტად და პილიგრიმთა საიმედო თავშესაფრად, იერუსალიმისა და მისი სანახების სავანეებში მოსახლე ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად, მწიგნობრულ-შემოქმედებითი მუშაობის მნიშვნელოვან კერად.




ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით იდგა, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ახლა კი ქალაქის გაზრდის შედეგად მის ტერიტორიაზეა, ახალ კვარტალთა შუაგულში, ზეთისხილის ბაღნარში.

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1340 | Added by: Snookie | Date: 06.04.2010



ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება.

მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.ღმერთი კამათელს არ თამაშობს! (ალბათობის თეორიაზე გაღიზიანებულმა თქვა ეს სიტყვები)

პოლიტიკა უფრო რთული რამაა, ვიდრე ფიზიკა.

მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც საკმაოდ სწრაფად მოდის.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1198 | Added by: hooligan:) | Date: 06.04.2010

« 1 2 ... 152 153 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები