კვირა, 05.05.2024, 12:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა ინფლაციის წამახალისებელია.
15:48
მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა ინფლაციის წამახალისებელია.
ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება, ამ ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი კი არც ხელისუფლებას და არც ეროვნულ ბანკს აქვს. 
"ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი, ექსპერტი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ინფლაციით მხოლოდ მთავრობამ შეიძლება იხეიროს, ისიც მხოლოდ მოკლე ვადით. გთავაზობთ ინტერვიუს დავით ნარმანიასთან. 

– არის თუ არა პროდუქტზე ფასების მატება ინფლაციის ბრალი და რამდენ პროცენტიანი ინფლაციაა სქართველოში?

– ინფლაციის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორები არ არის. უფრო მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორებია. საგარეო ფაქტორებიდან შეგვიძლია მხოლოდ ის ვქთვათ, რომ თითქმის ყველა იმ პროდუქციის ფასები გაიზარდა, რომელსაც ადამიანების საარსებო რაციონში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს და რასაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად მოიხმარს. ესაა ხორბალი, პურ-პროდუქტები, შაქარი, წიწიბურა და ასევე საწვავი. ამან დიდწილად იმოქმედა ინფლაციის მაჩვენებლებზე, თუმცა გვაქვს შიდა ფაქტორები, რომელსაც გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს. ეს არის ქვეყანაში არსებული მონოპოლიური და ოლიგოპოლიური კომპანიები. საწვავის ბაზარი, შაქრის ბაზარი, რამდენიმე კატეგორიის ბაზარი არის ოლიგოპოლიური. ეს განაპირობებს იმას, რომ ხელოვნურადაა გაზრდილი ფასები. იგივე მობილური კომპანიების მხრიდან იყო ხელოვნურად გაზრდილი ფასები და მანამ ვერ მიხვდნენ ამას, სანამ მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ზღვრული ფასები არ დაუდგინა. 

– თუმცა ეს მხოლოდ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს შეეხოთ. არსებობს თუ არა საქართველოში შესაბამისი სამსახურები, რომლებიც თუნდაც ნავთობპროდუქტების კომპანიებს, ან სხვას, ზღვრულ ფასს დაუწესებს, ან მისცემს გარკვეულ ფასებს შორის ლავირების საშუალებას? 

– ჩვენთან არ არსებობს ჩვეულებრივი საბაზრო პროდუქციისთვის მსგავსი სამსახური, არც არის აუცილებელი, თუმცა სხვანაირი რეგულირება აუცილებელია. უნდა აიკრძალოს მონოპოლიური და ოლიგოპოლიური გარიგებები. ასეთი ბაზრებისთვის უნდა არსებობდეს ე.წ ანტიმონოპოლიური სამსახური. შეიძლება სხვა სახელი მოეძებნოს, მაგრამ მთავარია რეალურად ქმედითი სამსახურები იყოს. მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ხელისუფლება ძალიან აჭიანურებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დირექტივებიც არსებობს ამ საკითხზე. საქართველოს ჰქონდა ვალდებულება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმით შეექმნა რეალური სამსახური. 

– რატომ ვერ ახერხებს ეროვნული ბანკი ინფლაციის ტენდენციის შეჩერებას? 

– ეროვნული ბანკის მხრიდან წინაპერიოდებში ჰქონდა გარკვეულ შეცდომებს ადგილი, როდესაც რეზერვების არსებობის პერიოდში სათანადოდ არ ერეოდა და უყურადღებოდ ტოვებდა ეროვნული ვალუტის გაუარესების პროცესს. თუმცა ეროვნულმა ბანკმა მაქსიმუმი გააკეთა, რაც შეეძლო. მთავარია ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული მუშაობა. მხოლოდ ეროვნული ბანკი პროცესის შეჩერებას ვერ შეძლებს, მართალია მას კანონმდებლობით ავალია რომ გაუმკლავდეს მსგავს პრობლემებს, თუმცა ამის ყველა ბერკეტი რა თქმა უნდა არ აქვს. მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს, ინფლაციის წამახალისებელია. 

– თუკი ინფლაციის პროცესი გაგრძელდება, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ბიზნესი და საბანკო სექტორი?

– ფაქტია, რომ ინფლაცია გრძელდება ისეთივე ტემპებით, რაც იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. ის ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ატარებს ვერ უზრუნველყოფს ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებასაც კი. რა თქმა უნდა სამომხმარებლო თუ ფინანსურ ბაზრებზე ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. ეს არის პირველ რიგში დაბალი და საშუალო ფენების კატეგორიის მომხმარებლის შემცირება და უფრო მაღალშემოსავლიანი კომპანიებისთვის მეტის დახარჯვა. 

– შესაძლოა თუ არა მოიმატოს საპროცენტო განაკვეთმა ბანკებში?

– ინფლაციის პირობებში რა თქმა უნდა საპროცენტო განაკვეთების მომატება მოხდება და ძალიან ბევრი ადამიანისთვის სესხები საერთოდ ხელმიუწვდომელი იქნება. 

– თუ არის შესაძლებელი ვინმესთვის, ინფლაციის პირობებში სარგებელის ნახვა?

– მთავრობა ნახულობს სარგებელს, თუ ამას სარგებელი შეიძლება ეწოდოს. ეს არის მოკლევადიანი სარგებელი, რასაც ჰქვია ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების თუ სხვა არაპირდაპირი გადასახადებით მეტი შემოსავლების მიღება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფლაციის სხვა ბევრი უარყოფითი შედეგები არ არის ამის საპირწონე და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე საბიუჯეტო შემოსავლები. ვფიქრობ რომ მთავრობასაც კი არ აწყობს სწრაფი შემოსავლები მიიღოს ბიუჯეტში, შემდეგ კი დაუჯდეს უფრო ძვირი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1156 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები