09:43 ავსტრიული სამზარეულო.წიწიბურას ნამცხვარი | |
![]() შემადგენლობა
მომზადებაგამდნარ კარაქში დავამატოთ შაქარი და 5 კვერცხის გული. ![]() კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ წიწიბურას ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ![]() ცომი უნდა იყოს სქელი და რბილი. ![]() ათქვეფილი ცილა დავამატოთ ცომში და ფრთხილად ავურიოთ. ![]() მომზადებული ცომი გავანაწილოთ ფორმაში, რომელშიც ჩადებულია საკონდიტრო ქაღალდი. ![]() გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. სანამ ცომი ცხვება, გავაკეთოთ შიგთავსი. ამისათვის ჟელატინი ჩავალბოთ წყალში.ხაჭო ავურიოთ ნაღებთან ერთად. დავამატოთ ჟელატინი, შაქარი, ვანილი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ![]() შიგთავსი უნდა გავაცხელოთ , რომ ჟელატინი გადნეს და მერე დავდგათ გრილ ადგილას 30-40 წუთით. ცომი გავჭრათ 2 ნაწილად, რომ გამოვიდეს 2 ერთნაირი კორჟი. ![]() თითოეულ კორჟს დავადოთ ხაჭოს კრემი ![]() გავაციოთ რომ ჟელატინი გამაგრდეს და დავადოთ ზემოდან მეორე კორჟი. მოვრთოთ ნიგოზით. გემრიელად მიირთვით! | |
|