კვირა, 05.05.2024, 19:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » ბარაქ ობამას ადმინისტრაცია ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომის გეგმაზე მუშაობს.
10:30
ბარაქ ობამას ადმინისტრაცია ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომის გეგმაზე მუშაობს.
აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია, ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომის გეგმას განიხილავს. ამის შესახებ. New York Times წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ამ გეგმის მიხედვით, მუბარაქმა მმართველობა დროებით მთავრობას უნდა გადასცეს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ომარ სულეიმანი უხელმძღვანელებს და, რომელსაც არმიის მხარდაჭრა ექნება. 

გარდამავალმა მინისტრთა კაბინეტმა, მართვაში უნდა ჩართოს ოპოზიციის ფართო სპექტრი, მათ შორის - ისლამიტური მოძრაობა „ძმები მუსულმანები". 

გარადამავალმა მთავრობამ სექტემბრამდე უნდა იმუშაოს, რის შემდეგაც ეგვიპტეში არჩევნები გაიმართება. 

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ გეგმის კომენტირებაზე უარი განაცხადა. როგორც გამოცემა თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, გეგმა მუბარაქის გარემოცვაში განიხილება და არა - პირადად მასთან. 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 909 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები