კვირა, 05.05.2024, 20:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » ობილური დამატებების ინტერნეტ-მაღაზია Google-მაც შექმნა.
13:44
ობილური დამატებების ინტერნეტ-მაღაზია Google-მაც შექმნა.

კომპანია Google-მა მობილური დამატებების ოფიციალური მაღაზიის ინტერნეტ-ვერსია Android Market-ი აამუშავა. 
ამიერიდან  ОС Android-ის ბაზაზე შექმნილი მოწყობილობების მფლობელები დამატებების შეძენას არა მხოლოდ სმარტფონებიდან ან პლანშეტებიდან, არამედ სპეციალური საიტიდან შეძლებენ. 
საიტზე მომხმარებელი ასევე შეძლებს სხვა, მისთვის საინტერესო დამატებების შესახებ ინფორმაციის გაცვლას Twitter-ის საშუალებით. 

Google-ის გარდა, დამატებების საკუთარი ინტერნეტ-მაღაზიები აქვთ ასევე Apple-ს (iTunes) და Nokia-ს (Ovi Store). Android-ის ბაზაზე სულ 100 ათასი დამატებაა შექმნილი

2010 წლის ბოლოს მონაცემებით, Android-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მობილური პლატფორმაა. ოქტომბერ-დეკემბერში მსოფლიოში ამ ბაზაზე შექმნილი სმარტფონები უფრო დიდი რაოდენობით გაიყიდა, ვიდრე Nokia-სა და Apple iPhone-ის ანალოგიური პროდუქტები.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 987 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები