კვირა, 05.05.2024, 14:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი.
13:22
კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი.

კვეტერაკვეტარიკუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთშიახმეტის მუნიციპალიტეტშიმდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხექვედა ციხეგალავანისასახლედარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობაგუმბათოვანი ეკლესია.

წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდანისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. ლომთათიძე. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.

კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წლები) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

არქეოლოგიური გათხრებ.

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტთან ერთად (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე). ზედა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ბურჯის ქვეშ გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, გაითხარა სასახლე, გაიწმინდა გუმბათოვანი ეკლესია, ციხის წყალსაცავი, მთავარი (დასავლეთის) კარიბჭე, რვაწახნაგა კოშკი, დადგინდა წყალსადენის ტრასა. დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, მინის ჭურჭელი და სამაჯურებისპილენძის მონეტა და სხვა. აღმოჩენილი მასალა, რომელიც IXXIII საუკუნეებით დათარიღდა, ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე საწარმოო წუნის, ნახევარფაბრიკატებისა და მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნების აღმოჩენა, აგრეთვე ზოგიერთი ჭურჭლის თავისებურება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონია.

1968-1970 წლებში სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ (არქიტექტორი ო. თორთლაძე, კონსულტანტი არქიტექტორი ლ. რჩეულიშვილი) ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები: აღადგინეს და მოჭიქული კრამიტით გადახურეს გუმბათოვანი ეკლესია. აღდგენილ იქნა სასახლის დანგრეული ნაწილები. 1984 წელს დამუშავდა ძეგლის აღდგენა-გამაგრებისა და კონსერვაციის პროექტი (არქიტერტორი ი. მოსულიშვილი). 1987-1991 წლებში მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენა-კონსერვაცია, რომელიც ბოლომდე ვერ დასრულდა. 1991 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით უხარისხოდ შეკეთდა ქვედა ციხის გალავნის ჩრდილოეთი კედელი.

ნაგებობები .

კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. მისი მოხაზულობა უსწორმასწოროა და მკვეთრადაა წაგრძელებული აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმათულებით (308 х 85 მ). ციხის ყველაზე მაღალი და შედარებით სწორი ადგილი უჭირავს შიდა ციხეს (ციტადელი), რომელიც დანარჩენი ნაწილისგან ზღუდითვეა გამოყოფილი. მეორე ნაწილი (ქვედა ციხე) ბევრად უფრო დიდია. შიდა და ქვედა ციხეებს შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2008 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები