კვირა, 05.05.2024, 21:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » რომაული ლიტერატურა3
13:39
რომაული ლიტერატურა3

პროზა .

I საუკუნის მიწურულის პროზის ერთერთი საინტერესო წარმომადგენელია პლინიუს უმცროსი. მან შეადგინა წერილების კრებული და 9 წიგნად გამოსცა, ხოლო მისი კრებულის მეათე წიგნი სავარაუდოთ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, აქ არის მისი მიმოწერა იმპერატორ ტრაიანესთან. პლინიუსის წერილები მნიშვნელოვაია არა მხოლოდ როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ როგორც იმ დროინდელი ყოფაცხოვრების შესასწავლი მასალა. პლინიუსის წერილები უამრავ სხვადასხვა თემებს ეხება, ორატორობას, რიტორიკას, სასამართლო პროცესებს, მემკვიდრეობას, სიზმრებისაგმი დამოკიდებულებას, ოჯახურ ურთიერთობებს და ა.შ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს მისი წერილები ვულკან ვეზუვის ამოფრქვევაზე.

ამავე ეპოქის პროზის განსაკუთრებით მნისვნელოვანი წარმომადგენელი იყო გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი. მას ბევრი მკვლევარი ისტორიკოსობას მიაწერს, რადგან დღემდე სრულად მისმა მხოლოდ ერთმა ნაშრომმა "12 კეისარის ცხოვრებამ" მოაღწია. სვეტონიუსი, ისევე როგორც პლინიუსი არ იყო მხატვრული ლიტერატურის წარმომადგენელი, მისთვის უფრო ზუსტი განსაზღვრება იქნება ენციკლოპედისტი. 12 კეისარის გარდა მან დაწერა ცნობილი ხალხის, ცნობილი გრამატიკოსების, რიტორიკოსების, გეტერების და მეფეების ბიოგრაფია. მას ეკუთვნის წიგნების სერია რომაულ ყოფაცხოვრებაზე, ლათინურ გრამატიკაზე და ბერძნულ სალანძღავ სიტყვებზე და სხვა. სამწუხაროდ ამ ყველაფერმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

პლინიუს უფროსი

ფილოსოფია .

სენეკას და ფილოსოფიური სკოლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავდებოდა I საუკუნის საბუნებისმეტყველო ფილოოფოსიპლინიუს უფროსი. იგი იყო თავისი დროის ერთერთი ყველაზე განათლებული ადამიანი და მოახდინა იმდროინდელი მეცნიერული ცოდნის აკუმულირება ენციკლოპედიასი "ბუნების ისტორიაში", რომელმაც თავისი მეცნიერუ ღირებულება არ დაკარგა XVII საუკუნემდე. ეს ნაშრომი ერთადერთი და უნიკალურია კაცობრიობის ისტორიაში და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიკოსებისთვის, რადგან მასში მოცემული ცნობების ნაწილი სხვაგან არსად არ შემორჩა და გვაძლევს იმ დროინდელ მეცნიერულ აზროვნებაზე სრულ წარმოდგენას. ამ გრანდიოზული ნაშრომის გარდა მას ეკუთვნის სხვადასხვა შრომები ძირითადად სამხედრო საქმეზე.

ტაციტუსი

ისტორიოგრაფია [რედაქტირება]

იმპერიის ისტორიოგრაფიაში ჩაისახა ახალი სტილი, რაც რესპუბლიკის დროს არ არსებობდა. ერთპიროვნული მმართველობის და სიტყვის თავისუფლების შებოჭვამ გამოიწვია ისტორიკოსების ორ მიმდინარეობად გაყოფა. ნაწილი შიშით ცდილობდა მხოლოდ კარგი დაეწერათ იმპერატორებზე, ნაწილი კი, ვინც ოპოზიციაში იყო, მხოლოდ ცუდს წერდნენ, ამან გამოიწვია მოვლენების ცალსახა და ძალიან მიკერძოვებული ასახვა. დაიწყო ისტორიკოსეის დევნა.ტიბერიუსის დროს დასაჯეს ისტორიკოსი კრემუტიუს კორდუსი, დომიციანეს დროს არუდენუს რუსტიკუსი და გერენიუს სერეციონუსინერვას და ტრაიანეს მმართველობის პერიოდში ამ სიტუაციას დაუპირისპირდა პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, I საუკუნის მიწურულის ისტორიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

მას ეკუთვნის თავისი სიმამრის იულიუს აგრიკოლას ბიოგრაფია, სადაც იგი აღწერს მის გმირობებს ბრიტანეთში და აქებს მის ცხოვრების წესს, დომიციანესს სისხლიან მმართველობას აღწერს და განიცდის აგრიკოლას ადრეულ გარდაცვალებაზე.

ტაციტუსის "გერმანია" კი იმ დროინდელი გერმანული ტომების ყოფაზე ფასდაუდებელი წყაროა. თავის "ისტორიაში" კი ტაციტუსი აღწერს რომის ისტორიის იმ პერიოდს რომლის შესახებაც კარგად იცის, ნერონიდან დომიციანემდე, ხოლო "ანალებში" კი უფრო ადრინდელ პერიოდს, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის ისტორიას. ტაციტუსი შესავალში ამბობს რომ იგი ეცდება იყოს სრულიად ობიექტური, მაგრამ თანამედროვე მკვლევარები ბრალს დებენ რომ ობიექტურობისგან ტაციტუსი ძალიან შორს იყო, მაგრამ ამაში არ შეიძლება მისი დადანაშაულება, ობიექტურად წერა იმ მოვლენებზე რისი თვითმხილველიც იყო ადამიანი, ან რაც მის დაბადებამდე არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა შეუძლებელია.

ლიტერატურული თვალსაზრისით კი ტაციტუსის ნაწარმოებები ძალიან ძლიერია, იგი მისდევს ლივიუსის ტრადიციას და ცდილობს თავისი ისტორიული ნაშრომები ლიტერატურული თვალსაზრისითაც საინტერესო წასაკითხი იყოს. სამწუხაროდ ტაციუსის ნაწარმოებებმაც ვერ მოაღწია სრულად ჩვენამდე.

გვიანდელი პერიოდი .

II საუკუნის მეორე ნახევრიდან რომაულ ლიტერატურაში უკვე აშკარად გამოიკვეთა დაკნინება. ამ პერიოდის მწერლებს და პოეტებს არ ჰქონდათ ახლის შექმნის უნარი, ისინი მხოლოდ ცდილობდნენ მიებაძათ ლიტერატურის ოქროს და ვერცხლის ხანის მწერლებისთვის.

რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა, ლათინურად წერდნენ სხვადასხვა პროვინციების წარმომადგენლები, ბევრი იტალიელი კი წერდა ბერძნულად. პრაქტიკულად სვეტონიუსი იყო უკანასკნელი რომაელი მწერალი.

ამ პერიოდის მწერლები იყვნენ რიტორი კორნელიუს ფრონტონი, წარმოშვებით აფრიკელი, რომელიც ცდილობდა არქაული ლათინურის აღორძინებას და წერდა ლათინური გრამატიკის შესახებ. აპულეუსი, ასევე აფრიკელი, ცნობილია თავისი ნაწარმოებებით "მეტამორფოზები, ანუ ოქროს ვირი" და "ფლორიდები", გამოსვლების და სიტყვების კრებულით. მისი ლათინური აღარაა სუფთა კლასიკური ლათინური, მან შემოიტანა ე. წ. აფრიკული ლათინური.

ამავე ეპოქიაში ფილოლოგიური და ლიტერატურული საკითხებით დაინტერესებული იყო ავლუს ჰელიუსი, რომელმაც დაწერა "ატიკური ღამეები". ამ ნაშრომში თავმოყრილია სხვადასხვა რომაელი და ბერძენი ავტორების ციტატები.

როგორც ზემოთთქმულიდან ჩანს ლიტერატურის დონე ძალიან მკვეთრად დაეცა. უწინდებურ სიმაღლეზე მხოლოდ იურისპრუდენცია დარჩა. რომმა კი დაკარგა კულტურული ცენტრის მნიშვნელობა. გალიაში უხვად იწერებოდა პანეგრიკები, რომლებსიც რიტორები აქებდნენ იმპერატორებს.

II საუკუნეს მოყვა III საუკუნე თავისი მძიმე კრიზისით. ამ პერიოდში განათლების დონე საყოველთაოდ დაეცა რაც დამღუპველად აისახა ისედაც დაკნინებულ ლიტერატურაზე. ეს კარგად ჩანს ე. წ. Scriptores historiae Augustae - ავგუსტების ბიოგრაფიებში, რომლის ავტორები მხოლოდ ძველი ისტორიკოსების ნაწარმოებების კომპილაციას და შემოკლებას ახდენდნენ, წყაროების ანალიზის გარეშე. მათი ენა კი არა ლიტერატურული არამედ ვულგარული ლათინურია, თანაც ხსირად გრამატიკულად გაუმართავიც.

ერთადერთ გამონაკლის წარმოადგენს IV საუკუნის ისტორიკოსი ამიანუს მარციანუსი, ბერძენი, წარმოშობით ანტიოქიიდან. იგი განათლებით თავის თანამედროვეებზე ბევრად მაღლა იდგა. მან დაწერა რომის ისტორია ნერვას იმპერატორობიდან (96ვალენტამდე (378). მიუხედავად კარგი განათლებისა ეტყობა რომ ლათინური მისთვის არ იყო მშობლიური, ამიტომ ენობრივი თვალსაზრისით მისი ნაშრომი საკმაოდ ცუდია.

იმპერიის დაცემამდე უმეტესად იწერებოდა გრამატიკაზე და რიტორიკაზე, მიუხედავად ლიტერატურის, კულტურის და მთლიანად სახელმწიფოს დაკნინებისა განათლებაზე მოთხოვნა მაინც რჩებოდა. ამ პერიოდში ლათინური პოეზია პრაქტიკულად აღარ არსებობდა. ერთადერთი სახის ლიტერატურა განაგრძობდა განვითარებას ლათინურ ენაზე - ეს იყო ქრისტიანული ლიტერატურა, რომელიც იწერებოდა უკვე ბარბაროსულ დამახინჯებულ ლათინურზე, რომელიც შუა საუკუნეების დროს გავრცელებული იყო ევროპაში, ხოლო ნამდვილი რომაული ლიტერატურა მოკვდა რომის იმპერიის ფორმალურ დაცემამდე.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1042 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები