ორშაბათი, 28.09.2026, 09:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » რუსული ლიტერატურა.
14:10
რუსული ლიტერატურა.

ძველი რუსული ლიტერატურა შედგება ძველ რუსულ ენაზე დაწერილი იშვიათი ნაწარმოებებისგან, როგორიცაა უცნობი ავტორისსიტყვა იგორის სოფლის შესახებ, ბილინები ანუ ზეპირი ეპოპეები, რომლებშიც ერთმანეთშია შერეული წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები. ძველ რუსულ ლიტერატურაზე იგრძნობა ბიზანტიური ლიტერატურის გავლენა

შუა საუკუნეების რუსული ლიტერატურა დაწერილია სლავურ ენაზე და ძლიერი რელიგიური თემატიკა ახასიათებს. პირველი ნაწარმოები თანამედროვე რუსულ ენაზე, არქიეპისკოპოს ავაკუმის ავტობიოგრაფია, მხოლოდ XVII საუკუნეში ჩნდება.

რუსული ბილინა კეთილი ნიკიტა დრაკონისგან ათავისუფლებს მზეთუნახავს.

ახალი რუსული ლიტერატურა .

ალექსანდრე პუშკინის პორტრეტი.

პეტრე დიდის პერიოდში რუსეთი დასავლეთის მიმართულებით იწყებს სვლას. ხდება რუსული ანბანის რეფორმირება, ენა ადვილდება და სულ უფრო მეტი ადამიანი სწავლობს წერა-კითხვას. აქედან მოყოლებული ლიტერატურა სალაპარაკო, საერო ენით იქმნება. XVIII საუკუნის. დასაწყისში რუსული ლიტერატურის პირველ ტალღას ქმნიან ისეთი მწერლები, როგორებიცაა: ვასილი ტრედიაკოვსკი და მიხეილ ლომონოსოვი. ამას მოჰყვება პოეზიაში დერჟავინი, პროზაში კარამზინი და რადიშჩევი, თეატრშისუმაროკოვი და ფონვიზინი.

თედორე დოსტოევსკი

XIX საუკუნის დასაწყისში რომანტიზმის გავრცელებას უკავშირდება ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის გამოჩენა ვასილი ჟუკოვსკის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვისა დაფიოდორ ტიუტჩევის სახით. ეს არის რუსული ლიტერატურის ოქროს პერიოდი. ამ პერიოდში მოღვაწეობენ რუსული ლიტერატურის კლასიკოსები, როგორებიცაა: დოსტოევსკი, გოგოლი,გონჩაროვი, ტოლსტოი, ტურგენევი. პარალელურად ვითარდება იგავ-არაკის ჟანრი ივანე კრილოვის შემოქმედების სახით. ამავე საუკუნეში მოღვაწეობენ პოეტები: ალექსანდრე ნეკრასოვი, ევგენი ბარატინსკი, ალექსეი ტოლსტოი, ფიოდორ ტიუტჩევი, აფანასი ფეტი. ანტონ ჩეხოვი განავითარებს დრამატურგიასა და მოკლე მოთხრობების ჟანრს.

XX საუკუნის დასაწყისში ფეხს იკიდებს ისეთი მიმდინარეობები, როგორიცაა სიმბოლიზმი,აკმეიზმი და ფუტურიზმი. ამ პერიოდის პოეტთაგან აღსანიშვანია: ანა ახმატოვა, ანდრეი ბეილი, ალექსანდრე ბლოკი, ვალერი ბრიუსოვი, მარინა ცვეტაევა, სერგეი ესენინი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, ბორის პასტერნაკი, ფიოდორ სოლოგუბი, მაქსიმილიან ვოლოშინი.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1325 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები