კვირა, 05.05.2024, 18:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ელისაბედ I (ინგლისი)
15:36
ელისაბედ I (ინგლისი)
Elizabeth1England.jpg

ელისაბედ I (ან ელიზაბეთ I, ინგლ. Elisabeth Iიგივე ქალწული დედოფალი (ინგლ. Virgin Queen) (დ. 7 სექტემბერი 1533— გ. 24 მარტი 1603) — ინგლისისა და ირლანდიის ტიუდორი დედოფალი 1559-1603 წლებში. ქალწული დედოფალი მეტსახელი შეარქვეს, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მას ასევე უწოდებდნენ „გლორიანას" (ინგლ.Gloriana) და „კეთილ დედოფალ ბესის" (ინგლ. Good Queen Bess). ელისაბედი იყო უკანასკნელი ტიუდორი (დინასტია).

ზოგიერთი ისტორიკოსი ელისაბედის მმართველობის წლებს უწოდებს «ინგლისის ოქროს ხანას», რაც ძირითადად დაკავშირებულია კულტურის აყვავებასთან (შექსპირი,მარლოუ,ბეკონი და სხვ.) და ინგლისის როლის ზრდასთან მსოფლიო არენაზე (უძლეველი არმადის განადგურება,დრეიკი,რეილი,ოსტ ინდოეთის კამპანია)

ელისაბედი დაიბადა პარასკევს 7 სექტემბერს 1533 წელს გრინვიჩის სამეფო სასახლეში.მისი მამა იყო ინგლისის მეფე ჰენრი VIII,მისი დედა კი ანა ბოლეინი რომელზეც მეფე დაქორწინდა დიდი სიყვარულით. ჰენრი ელოდა ელოდა რომ ანა მას აჩუქებდა ბიჭებს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ.(დიდი ხნის ქორწინებამ ეკატერინე არაგონესთან არ მისცა ინგლისს მამრობითი სქესის სამეფო ტახტის მემკვიდრე,აქედან გამომდონარე ტიუდორების დინასტიის მდგომარეობა იყო საკმაოდ არამყარი)

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ელისაბედის დაბადება არავის არ გახარებია-სამეფო ოჯახში უკვე იყო ქალიშვილი,პრინცესა მერი.ისედაც იმპულსური მეფე ჰენრიხი სრულიად შეიშალა ჭკუიდან თუმცა არ შეიძლება იმის თქმა რომ რომ ჰენრი გულგრილად უყურებდა თავის ქალიშვილებს-ბეტსი ჯანმრთელ და სიცოცხლის მოყვარე ბავვად.მისი ერთადერთი «ნაკლი» იყო-სქესი. დედოფლისგან კი ელოდნენ კვლავ ბიჭს.

ნათლობა გაიმართა 10 სექტემბერს გრინვიჩშივე:სახელი ბეტსიმ მიიღო ჰენრი VIII ის ელისაბედ იორკის საპატივცემულოდ.ნათლობის შემდეგ კი ელისაბედმა მიიღო უელსისპრინცესის ტიტული.

1533 წლის დეკემბერში გოგოს მიუჩინეს საცხოვრებელი ადგილი ჰეტფილდ-ჰაუსის რეზიდენციაში(პატარა სასახლე ლონდონთან ახლოს)

როდესაც ელისაბედი იყო ორი წლის და რვა თვის მან დაკარგა დედა: ანა ბოლეინი დასაჯეს სახელმწიფო დანაშაულისთვის.ანამ არ შვა ჰენრისთვის ვაჟი და ამავდროულად სასამართლომ დაამტკიცა რომ ის ხშირად ღალატობდა კიდეც ქმარს,თუმცა ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი რომ ჰენრიხს გადაწყვეტილი ჰქონდა მოეცილებინა ანა,და ღალატის ბრალდებები იყო ფალსიფიცირებული. სასჯელი აღსრულდა 1536 წელს. ჰენრიმ გადაწყვიტა კვლავ დაქორწინებულიყო,ელისაბედი გამოცხადდა ბასტარდად(ისევე როგორც რამოდენიმე წლის წინ პრინცესა მარია)ამ სემთხევაში კი მას აღარ ჰქონდა არანაირი იურიდიული უფლება გამხდარიყო დედოფალი.

1537 წელს ჰენრი მომდევნო დედოფალა ჯეინ სეიმურმა შვა ვაჟი მეფე ჰენრისთვის.მიუხედავად იმისა რომ ჯეინს უნდოდა შეერიგებინა ჰენრი მის უდანაშაულო გოგნებთან,ელისაბედს მაინც ტოვებდნენ ჰეტფილდ ჰაუსში: ჰენრის არ უნდოდა დაენახა «ბოლეინის მოღალატე» შვილები.

დედოფალ ჯეინის სიკვდილის შემდგომ,ჰენრიხი დაქორწინდა კიდევ სამჯერ.ანა კლევსკის ის უბრალოდ გაშორდა,ახალგაზრდა კეინ ჰოვარდი დაასჯევინა მისი ამორალური ქცევის გამო. ახალგაზრდა დედოფლის სიკვდილმა 9 წლის ელისაბედი არანაკლებ შეაწუხა ვიდრე დედის სიკვდილმა.ამ ასაკში ჩამოუყალიბდა მომავალ დედოფალს ქორწინებისადმი და სექსულალური ურთიერთობისადმი სიძულვილი.

ელისაბედმა პატარაობაშივე გამოავლინა თავისი ბუნებრივი შესაძლებლობები-უკვე 9 წლის ასაკში არც ისე ცუდად საუბრობდა ბერძნულად, იტალიურად და ფრანგულად.მისი ლათინურის ცოდნა იყო ბრწყინვალე-ამ ენაზე არამარტო კითხულობდა რომაელი ისტორიკოსების ნაწერებს არამედ ლათინურადვე წერდა წერილებს დედინაცვალ ეკატერინ პარს.მას განათლებას კემბრიჯის საუკეთესო მასწავლებლები აძლევდნენ,ისინი იყვნენ ახალგაზრდა,თავისუფლად მოაზროვნე სწავლულები რომლებიც მხარს უჭერდნენ რეფორმაციას.დროთა განმავლობაში მას აჰყვა მისი პატარა ძმა ედუარდი. 1543-1547 წლებში სამეფო ოჯახში დაისადგურა მშვიდმა ატმოსფერომ.

1547 წლის 18 იანვარს ელისაბედი იმყოფებოდა ენფილდში,სადაც მას შეატყობინეს მისი მამის გარდაცვალების ამბავი.მეფემ დატოვა ანდერძი სადაც ტახტს უტოვებდა მის ვაჟ ედუარდს,ედუარდის სიკვდილის შემთხვევაში(მემკვიდრის არ არსებობის შემხევაში) ტახტი გადაეცემოდა მერის და შემდგომ ელისაბედს.

ელისაბედის დედინაცვალმა,ეკატერინე პარმა,მალევე რაც დაასრულა მეფის გარდაცვალების გლოვა,შეუღლდა სამეფო კარის ავატნიურისტ ტომას სეიმურთან,რომელიც იყო ედუარდ VI ის ღვიძლი ბიძა,მაგრამ სეიმური საკმაოდ ამბიციური აღმოჩნდა,მისთვის არ კმაროდა სეიმურთა კლანთან ახლობლობა,მას უნდოდა მეტი,არსებობს ვერსია რომ ტომას სეიმურს სურდა პრინცესა ელისაბედთან ქორწინება მაგრამ რადგანაც პრინცესა ძალიან პატარა იყო ის მხოლოდ დაუახლოვდა მას,თუმცა არის სხვა ვერსიებიც რომ ამ ურთიერთობაში ელისაბედსაც ჰქონდა სიმპატიების ტომასის მიმართ მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები არ მოიპოვება.

ეკატერინ პარმა მიუხედავად იმისა რომ როგორც დედას ისე უყვარდა მას ელისაბედი მან მაინც გააგზავნა ის ჰარტპორშირის საგრაფოში.იქ ელისაბედი აგრძელებდა სწავლას რობერტ ეშმორთან რომელსაც გააჩნდა ენციკლოპედიური ცოდნა.ელისაბედი მას აღმერთებდა და მისდამი დიდი პატივისცემა სიკვდილის ბოლომდე გაჰყვა.

ტომას სეიმურმა 1549 წელს,ეკატერინ პარის სიკვდილის შემდეგ სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა,რაც მას არ გამოვიდა რაზეც 1549 წლის ბოლოს საკუთარი თავით აგო პასუხი.ელისაბედზეც არსებობდა ეჭვი მის თანამონაწილეობაზე თუმცა მან მოახერხა უდანაშაულობის დამტკიცება.

1551 წელს ედუარდ VI -მ სამეფო კარზე მიიწვია ელისაბედი-ძმა და და ერთმანეთის დიდი პატივისცემა გააჩნდათ,აქედან გამომდინარე ელისაბედისთვის დიდი დარტყმა იყო 1553 წლის 6 ივლისს ედუარდის გარდაცვალება.

მეფის სიკვდილის შემდეგ ლორდ-პროტექტორმა ჯონ დალიმ ტახტზე აიყვანა ახალგაზრდა ჯეინ გრეი-ქვეყანაში დაიწყო არეულობა,შედეგად სამხედრო კონფლიქტში ჯეინ I ის და პრინცესა მარიას მომხრეებს შორის გაიმარჯვა უკანასკნელმა. ელისაბედი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დარჩა ჰეტფილდში-დარჩენის რჩევა მას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მისცა ლორდ უილიამ სესილმა საბჭოს მდივანმა.ელისაბედისთვის ყველაფერი არ დასრულებულა,ტახტზე აღმოჩნდა ეჭვიანი კათოლიკე დედოფალი მერი I1553 წლის ოქტომბერს მერი I ლონდონში ეკურთხა დედოფლად.დედოფალი იყო 36 წლის,შემდგომი 20 წელი იყო მისთვის გამოცდილების დაგროვების პერიოდი.მმართველობის პირველივე წლებიდან მერიმ მიიღო ატიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში: მისი უმთავრესი პირადი მიზანი იყო ინგლისის კათოლიკურ სამყაროში,მიუხედავად იმისა რომ ინგლისში უკვე რამოდენიმე თაობა გაიზარდა პროტესტანტულ რწმენაზე,ქვეყანაში დაიწყო სისხლიანი რეპრესიები პროტესტანტებთან მიმართებაში.

1554 წლის იანვარში თავადმა ტომას უიტმა მოაწყო აჯანყება ანტიპაპის მოწოდებით,სტიქიური აჯანყების ჩახშობის შემდეგ მრჩევლებმა მერი I ს ურჩიეს ელისაბედის ტაუერში გადაყვანა: უმცროსი ქალიშვილი (ელისაბედი) ჰენრისა იყო პროტესტანტული რელიგიაზე აღზრდილი.,აქედნა გამომდინარე დედოფალი ეჭვობდა რომ ელისაბედი კავშირში იყო უაიტის აჯანყებასთან.

იმავე დროს ტაუერში ელისაბედი შეხვდა მის ბავშვობის მეგობარს რობერტ დალის,არსებობს ვერსია რომ ახალგაზრდა წყვილი ერთად სეირნობით ატარებდა დროს ტაუერის ეზოში და ეს ურთიერთობა გამოდგა შემდგომში მათი სიყვარულის დასაწყისი.

ინგლისში იზრდებოდა უკმაყოფილება დედოფლის პოლიტიკისადმი,რაც გახდა ნათელი მას შემდეგ რაც 1554 წელს ლონდონში ჩავიდა ფილიპ ესპანელი-მარისა მომავალი მეუღლე.ქორწილამდე მარიამ ტაუერიდან გაათავისუფლა თავისი და ელისაბედი.გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმაც რომ ტომას უაიტმა სიკვდილის წინ დაიფიცა რომ «ელისაბედს წარმოდგენა არ ჰქონდა აჯანყებაზე».

თავის მხრივ პრინცესა არ დაუტოვებიათ სამეფო კარზე-ის გადაასახლეს ვუდსტოკში (ოქფორდშირის საგრაფოში) ამასთან ერთად ის ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ რადგან მარიასა და ფილიპეს ქორწილი აღმოჩნდა უშვილო. ელისაბედი კვლავ დააბრუნეს თავის ჰეტფილდ ჰაუსის რეზიდენციაში. პრინცესას მოკრძალებული სასახლე იზიდავდა უამრავ ახალგაზრდა არისტოკრატს,ამასთან ერთად ელისაბედი ძალიან მოსწონდა ფილიპსაც რომელსაც თავის ცოლზე მეტად სცემდა პატივს. მერი იყო უკიდურესად არაჯანმრთელ მდგომარებაში...

1558 წლის ნოემბრის დასაწყისში დედოფალმა მარიამ იგრძნო რომ მისი დღეები დათვლილი იყო.საბჭომ გადაწყვიტა ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად დაესახელებინა მერის და თუმცა დედოფალი ამის სერიოზული წინააღმდეგი აღმოჩნდა: მან იცოდა რომ ელისაბედი ინგლისში დააბრუნებდა მერისთვის საძულველ პროტესტანტიზმს.მხოლოდ ფილიპის სერიოზული ზეწოლის შემდეგ მერი დაეთანხმა საბჭოს გადაწყვეტილებას.

დედოფალი გარდაიცვალა 1558 წლის 17 ნოემბერს,ისტორიაში დარჩა როგორც სისხლიანი მერის სახელით.

ახალგაზრდა დედოფლის პირველი პოლიტიკური სვლები .

უკვე 3 დღის შემდეგ მარიას სიკვდილიდან შეიკრიბა პირველი დედოფლის საბჭო.ელისაბედმა სახელმწიფო მდივნად დანიშნა უილიამ სესილი,ტომას პერი კი გახდა სამეფო კარის ფინანსისტი.

1558 წლის 28 ნოემბერს ლონდონში ჩატარდა ტრიუმფალური პროცესია,ახალგაზრდა ბრბოს აღფრთოვანებით შეხვდა ბრბო.

ტახტზე ასვლის მომენტში ელისაბედი იყო 25 წლის.მეთექვსმეტე საუკუნის მდგომარეობის გათვალისწინებით ეს იყო საკმაოდ სოლიდური ასაკი რადგანაც იმ პერიოდში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 50 წელი.ყევლა თანხმდებოდა იმაში რომ დედოფალი ასაკთან შედარებით ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებოდა.

ელისაბედმა დედოფლად კურთხევისთვის აირჩია 1559 წლის 16 იანვარი,ესეიგი მას სურდა ინგლისისთვის შობის შემდეგ ეჩუქებინა კიდევ რამოდენიმე სადღესასწაულო დღე.

1559 წლის 25 იანვარს გაიხსნა ელისაბედის პირველი პარლამენტი,დედოფლად გახდომის შემდეგ მთელი სახელმწიფოს სიმძიმე მან საკუთარ თავზე იგრძნო-ქვეყანა (როგორც მთელი ევროპა) დაყოფილი იყო ორ დაპირისპირებულ ბანაკად,კათოლიკებად და პროტესტანტებად.ელისაბედმა გამოიჩინა განსაკუთრებული გონიერება როდესაც მან დევნა არ დაუწყო მარიას მომხრეებს. „თანასწორობის აქტში" დედოფალმა გამოხატა მტკიცე პოზიცია რეფორმაციის კურსის გატარების შესახებ,რომელიც დაიწყეს მისმა წინამორბედებმა ჰენრი VIII-მ და ედუარდVI-მ,მაგრამ კათოლიკებისთვის არ აკრძალა მესის ჩატარება.ამ აქტით დედოფალმა თავიდან აიცილა შესაძლო სამოქალაქო ომი.

უკვე 10 თებერვალს პარლამენტმა მიმართა დედოფალს სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრით უზრუნველყოფის შესახებ:მას უფლება მიეცა თავად აერჩია მომავალი მეუღლე.

პრეტენდენტთა სია გახსნა ფილიპ II-მ,შემდეგ მოდიოდნენ ერცჰერცოგი ფრედერიკი და კარლ ჰაბსბურგი,შვედეთის კრონპრინცი ერიკი,დროტა დრო ამ სიას დაემატა ჰერცოგი ანჟუისკი და რუსეთის ცარი იოანე გროზნი ასევე დედოფლის გულზე პრეტენზიას აცხადებდა რობერტ დალი.

მისი მეუღლის ემი რობერტის სიკვდილის შემდეგ,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რობერტს შეუმცირდა შანსები დაახლოებოდა დედოფალს:ძალაუფლებას და ერის მდგომარეობას ელისაბედი აყენებდა პირად სიამოვნებებზე მაღლა.ემის სიკვდილის შემდეგ ელისაბედი იძულებული გახდა გამოეძიებინა ეს საქმე.დალის უდანაშაულობა დამტკიცებული იყო თუმცა ხალხში დადიოდა აზრი ემის თვითმკვლელობის შესახებ.





კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1061 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები