15:51 ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. | |
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი (ინგლ. John Ronald Reuel Tolkien[dʒɒn ˈɹɒnld ˈɹuːəl ˈtʰɒlkiːn]; დ. 3 იანვარი, 1892 – გ. 2 სექტემბერი, 1973) იყო სამხრეთ აფრიკაში დაბადებული, ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც წიგნების „ჰობიტი" და „ბეჭდების მბრძანებელი" ავტორი. იგი იყო ანგლო-საქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი (1945-1959). ტოლკინი იყო კლაივ ლუისის მეგობარი — ორივე იყო ლიტერატორების მცირე ჯგუფის, „ინკლინგების" წევრი. „ჰობიტისა" და „ბეჭდების მბრძანებლის" გარდა, მან დაწერა მითოლოგიური ჟანრის „სილმარილიონი" და სხვა წიგნები, რომელთა ნაწილიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ყველაფერი ერთად მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილ და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებზე და ლიტერატურულ ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდას სამყაროზე და შუამიწეთზე. ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ, ამ წიგნების გამოცემაზე მუშაობდა მისი შვილი კრისტოფერ ტოლკინი. ტოლკინის ნაწარმოებმა გავლენა იქონიეს მსოფლიო ლიტერატურაზე, პირველ რიგში, ე. წ. „ფენტეზის" ჟანრზე, ასევე ხელოვნების სხვა დარგებზე. ცნობილია, რომ მამის მხრიდან ტოლკინის წინაპრები იყვნენ ხელოსნები. ტოლკინთან გვარი მომდინარეობს საქსონიიდან (გერმანია), მაგრამ XVIII საუკუნიდან ისინი დასახლდნენ ინგლისში და მალე აითვისეს იქაური გარემო. გვარი Tolkien არის გერმანული ზედმეტსახელის Tollkühn (უგონოდ მამაცი) ინგლისური ვერსია. ბავშვობაში ჯონს ბებია უყვებოდა, რომ მათი გვარი წარმოიშვა ცნობილი ჰოენცოლერნებისგან. ჯონის მშობლები, ჯონ და ედით საფილდი ცხოვრობდნენ ბირმინგემში, სადაც 1812 წლიდან ფლობდნენ მსხვილ მაღაზიას პირდაპირ ქალაქის ცენტრში. | |
|