კვირა, 05.05.2024, 18:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ბერძნული დამწერლობა.
19:22
ბერძნული დამწერლობა.
ბერძნული დამწერლობა არის ბერძნული ენის ანბანი. პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში. იგი წარმოიშვა ძველი ფინიკიური დამწერლობისაგანფინიკიურიდან ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შეიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველებმა შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასოა, მათგან შვიდი ხმოვანია. ისევე როგორცლათინურსა და კირილიცაში, ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.

ასოთა სახელწოდებები

ასოთა სახელწოდებები, ისევე როგორც მოხაზულობები, ბერძნებმა ფინიკიურისგან გადმოიღეს. მაგალითად ფინიკიურშიპირველი ორი ასოს სახელწოდებაა „ალეფ" და „ბეთ", ბერძნულშიც იგივე ასოებს ჰქვიათ „ალფა" და „ბეტა".

ზოგიერთი ხმოვნის სახელი დამკვიდრდა ბიზანტიურ ხანაში. მაგალითად „ომიკრონ" (ο) და „ომეგა" (ω). ამ ასოთა სახელი მომდინარეობს სითყვებიდან მიკრონ (პატარა) და მეგა (დიდი), ხოლო თუ ამ ასოებს მივუწერთ „ო"-ს მივიღებთ: ო-პატარა (ო-მიკრონ) და ო-დიდი (ო-მეგა). ასევე „იფსილონ" და „ეფსილონ", ნიშნავს ი-მოკლე და ი-გრძელი.

ასოთა კომბინაციები

არსებობს ასევე ასოთა ზოგიერთი კომბინაცია, რომლებიც ერთი ნიშნით გამოისახება. ბერძნულში ეს ნიშნებიც ბიზანტიურ ხანაში დამკვიდრდა. მათი ნაწილი კი დღესაც გამოიყენება:

  • სტიგმა (Ϛ ϛ), სიგმა და ტაუ ერთად.
  • ამოტრიალებული ომიკრონი (Ȣ ȣ, ან Ʊ ʊ). იშვიათად გამოიყენება „ου" კომბინაციის ნაცვლად.
  • კავშირი καὶ „და" იწერება ხოლმე როგორც ϗ (კაი) (ლათინური „&"-ის მსგავსად).


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1002 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები