კვირა, 05.05.2024, 12:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » დემოტური დამწერლობა.
19:26
დემოტური დამწერლობა.
როზეტის ქვის დემოტური წარწერა.

დემოტური დამწერლობა — ჰიერატიკული დამწერლობისაგან წარმომდგარი ეგვიპტური შრიფტი, რომელმაც ძვ. წ. VII საუკუნიდან წინა პლანზე წამოიწია და დემოტური ენისათვის გამოიყენებოდა. დამწერლობა კურსივი სახისაა.

ტერმინ დემოტურს (ბერძნულად სახალხო) იყენებს ჰეროდოტე, ხოლო პორფირიოსი ეგვიპტური დამწერლობის ამ სახესეპისტოლოგრაფიულს უწოდებს, რასაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვა დემოტურს. დაახლოებით 1000 წლის მანძილზე გამოიყენებოდა დემოტური, როგორც ყოველდღიური ხმარების შრიფტი, სანამ სალაპარაკო ენა სხვა მხრივ არ განვითარდა. ამ დროის განმავლობაში იეროგლიფები მხოლოდ ძეგლების, შენობების მოსაკაზმად გამოიყენებოდა, დემოტური კი უფრო მეტად საღვთო და რელიგიური დანიშნულების ტექსტებში გვხვდება.

დემოტურით შესრულებული ტექსტი რთულია წასაკითხად, რადგან იგი ბევრ მსგავს ნიშანსა და ლიგატურას შეიცავს. ასევე თავდაპირველი ფორმები შეცვლილია სწრაფი წერისა გამო; ნიშანთა მოხაზულობები სხვადასხვა ხელნაწერებში ინდივიდუალურია დაკალიგრაფიაზეცაა დამოკიდებული.

წერის სისტემა ეგვიპტური იეროგლიფების მსგავსია. არის ფონოგრამები, რომელთაგან ზოგი ბევრ თანხმოვანს გადმოგვცემს, ზოგიც რამდენიმეს. იეროგლიფებისაგანგანსხვავებით, ზოგიერთი ერთ თანხმოვნიანი ნიშნების სპეციალური ფორმები სიტყვის დასაწყისშიც გვხვდება. იეროგლიფებისაგან დემოტური იმითაც განირჩევა, რომ ნიშნები ხმოვნებისთვისაც შეიძლება იყოს ჩასმული სიტყვაში, განსაკუთრებით კი უცხოურ სიტყვებში. თანხმოვან w–ს ხშირად იყენებენ ხმოვნების  და –ს ჩასაწერადაც, ასევე j-ს – –ს ჩასაწერად. იეროგლიფების მსგავსად დემოტურშიც გვხვდება დეტერმინატივები. ნიშნების ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ არაა გარკვეული, თუმცა დაახლოებით ასამდეა. ბევრი ნიშანი მრავალმნიშვნელოვანია, რადგან ისინი სხვადასხვა იეროგლიფისაგან არიან მიღებულნი. რომეულ პერიოდშიც დემოტური დამწერლობის ანბანური ნიშნების გამოყენება ჯერ კიდევ ფართო იყო, ამ დროს ნიშნების მოხაზულობა თანდათან დაპატარავდა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 933 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები