კვირა, 05.05.2024, 19:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » "The Economist": საქართველოში დევნილთა გამოსახლების პროცესი დიპკორპუსთან შეთანხმებული პროცედურების დარღვევით მოხდა
20:26
"The Economist": საქართველოში დევნილთა გამოსახლების პროცესი დიპკორპუსთან შეთანხმებული პროცედურების დარღვევით მოხდა

ქართველ დევნილთა განსახლების პროცესი ბრიტანული "The Economist"-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.

გაზეთის შეფასებით, დევნილთა მიმართ საქართველოს პოლიტიკა უფრო ცივილიზებულია, ვიდრე აზერბაიჯანის, თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლება მაინც გაეროსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეთანხმებული პროცედურების დარღვევით მოხდა.

"საქართველოს პოლიტიკა დევნილთა მიმართ უფრო ცივილიზებულია, ვიდრე მაგალითად მისი მეზობელი აზერბაიჯანისა... მაგრამ, მათი გამოსახლებისადმი მიდგომა მაინც მოუხეშავი იყო. როდესაც 2010 წლის აგვისტოში პირველი გამოსახლება დაიწყო, გაერო-ს ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა კრიტიკის ცეცხლი გახსნეს. საპასუხოდ, ოფიციალურმა პირებმა გამოსახლებაზე მორატორიუმი გამოაცხადეს მანამდე, სანამ არ შეათანხმებდნენ ყველა მხარისთვის მისაღებ პროცედურას. გამოსახლება 20 იანვარს განახლდა, მაგრამ დამოუკიდებელი მეთვალყურეები ამბობენ, რომ შეთანხმებული პროცედურები ცუდად შესრულდა", - ნათქვამია სტატიაში და აქვე ისიც განმარტებულია, რომ "რუსეთთან 2008 წლის ომის გამო დევნილთაგან ძალიან ცოტამ მიიღო ის კომპენსაცია, რომელიც ეკუთვნოდა".

ამასთან, გამოცემის შეფასებით, მოდერნიზაციისადმი ლტოლვაში სააკაშვილის ხელისუფლებას დრამატული ცვლილებები უფრო მოსწონს, ვიდრე ფრთხილი დაგეგმვა და სწორი ადმინისტრირება და აღნიშნულის დასადასტურებლად დევნილთა გამოსახლეობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "თრანსპარენცყ Iნტერნატიონალ"-ის კვლევას იშველიებს.

"არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა გამოსახლებასთან დაკავშირებით შესაბამისი საჯარო დებატები ჩატარებულიყო. მოთმინებას სააკაშვილის მთავრობის სიქველეთა შორის ვერ დაასახელებ. მოდერნიზაციისადმი ლტოლვაში მათ დრამატული ცვლილებები უფრო მოსწონთ, ვიდრე ფრთხილი დაგეგმვა და სწორი ადმინისტრირება", - აღნიშნულია სტატიაში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორის ყუდარღების ცენტრში ის ახალი პოსტერიც მოექცა, რომელიც თბილისის ქუჩებში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. მასზე "კობა სუბელიანის, მთავრობის იმ მინისტრის სახეა გამოსახული, რომელსაც საქართველოს აფხაზური და სამხრეთ-ოსური ომებიდან გამოქცეულების დაბინავება ევალება. მისი გამოსახულების ქვეშ წარწერაა - "Stop".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 952 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები