კვირა, 05.05.2024, 04:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » მუბარაქის პინოჩეტიზაცია.
19:38
მუბარაქის პინოჩეტიზაცია.
ორდღიანი შესვენების შემდეგ, ქაიროს ცენტრალური მოედანი გუშინ, გვიან საღამოს ათი ათასობით დემონსტრანტმა დაიკავა.

 

ანტისამთავრობო გამოსვლები განახლდა ეგვიპტის სხვა დიდ ქალაქებშიც, თუმცა გასული დღეებისაგან განსხვავებით, მანიფესტაციები მშვიდობიან ხასიათს ატარებს.

 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის გეგმას ამზადებს. ვიცე-პრეზიდენტის, ომარ სულეიმანის განცხადებით კი, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არსებული შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, შემუშავდეს ხელისუფლების გადაცემის მკაფიო "საგზაო რუკა", ასევე მკაფიო დროებითი ჩარჩოების გათვალისწინებით.

 

როგორც ჩანს, მუბარაქი ესპანეთის დიქტატორის ფრანსისკო ფრანკოსა და აუგუსტო ხოსე რამონ პინოჩეტ უგარტეს გზას მიჰყვება. დიქტატორების, რომლებმაც უსისხლოდ მოახერხეს მმართველობიდან წასვლა და პირველად და უკანასკნელად დემოკრატიული ნაბიჯით დაამახსოვრეს თავი ისტორიას.

 

,,პრესა.ჯი’’ გასულ დღეებში გთავაზობდათ მასალებს, სადაც აღწერილი იყო ის ფაქტები, რომლებიც დიქტატორების მმართველობასა და მის შედეგებს უკავშირდებოდა. სტატიებში განხილული იყო ასევე, როგორ ამთავრებენ კარიერასა და ცხოვრებას დიქტატორები. ფაქტების გაანალიზებით დადგინდა, რომ დიქტატორთა ცხოვრების მხოლოდ მმართველობის პერიოდია მომგებიანი. ამიტომ, დღეს იმ ორი დიქტატორის შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც შეძლეს და მიუხედავად დიქტატორული სულისა, მაინც შეიმუშავეს მექანიზმი, წასულიყვნენ დამოუკიდებლად.

 

პინოჩეტი ჩილეს 17 წლის განმავლობაში დიქტატორულად მართავდა.

 

ის ხელისუფლებაში ჩილეს სოციალისტი პრეზიდენტის, სალვადორ ალიენდეს დამხობის შემდეგ მოვიდა  1973 წელს. პინოჩეტიმ დაამყარა მმართველობის სასტიკი რეჟიმი და პასუხისმგებელია 2000–ზე მეტი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მკვლელობაზე. პინოჩეტის ეშინოდათ ჩილეში, თუმცა ეკონომიკური რეფორმებისა და სოფლის მეოურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ის მაინც უყვარდათ. კუმუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი პინეჩოეტი ებრძოდა პოლიტიკურ ოპონენტებსაც, მისი ბრძანებით ათასობით ადამიანი დაპატიმრეს და მოკლეს, თუმცა მაშინ პინოჩეტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პოლიტიკური კარიერის დასრულება გისოსებს მიღმა მოუწევდა.

 

პინოჩეტიმ დიქტატორებისთვის დამახასიათებელი ყველა პოლიტიკური ნაბიჯი და ქმედება განახორციელა, თუმცა მმართველობის დასასრულის დემოკრატიული ფორმა შეარჩია. მან 1988 წელს წააგო პლებისციტი (სახალხო გამოკითხვა) და 1990 წელს დათმო პრეზიდენტის პოსტი, თუმცა მიიღო მუდმივი სენატორის წოდება, რაც მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა. 1998 წელს ლონდონში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტი ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით დააპატიმრეს რეპრესიებისა და მასიური მკვლელობების ბრალდებით. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს ციხიდან  და ჩილეში დააბრუნეს, სადაც მის წინააღმდეგ კვლავ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმავე ბრალდებით, თუმცა სასამართლომ, ჯანმრთელობისა მდგომარეობის გამო, მისი პატიმრობაში აყვანა საჭიროდ არ სცნო. პინოჩეტი 2007 წელს გარდაიცვალა.

 

ფრანსისკო ფრანკო  ესპანეთის გენერალი და დიქტატორი 1936 წლის ოქტომბრიდან იყო. მისი იდეოლოგია ფოკუსირდებოდა ესპანურ ნაციონალიზმზე, კათოლიციზმზე, ანტიკომუნიზმზე, მემარჯვენე იდეოლოგიაზე და ტრადიციულ ფასეულობებზე.

 

1936 წლის თებერვალს, ესპანეთში  მემარცხენე იდეოლოგიის სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა ძირითად არჩევნებში და ჩამოაყალიბა მთავრობა. არჩევნებს მოჰყვა არასტაბილურობის და არეულობის პერიოდი, რასაც თან სდევდა ძალადობის ესკალაცია და უნდობლობის ზრდა მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიებს შორის. 1936 წლის ივლისში, მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხოსე კალვო სოტელოს მოკვლის შემდგომ მოირეშე გვარდიის კომანდოს ქვედანაყოფმა დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება, რაშიც მონაწილეობდა ფრანსისკო ფრანკოც.

 

გადატრიალება ჩაიშალა და გადაიზარდა ხანგრძლივ სამოქალაქო ომში, სადაც ფრანკო თანდათან იქცა ნაციონალისტთა ლიდერად სახალხო ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ომში გამარჯვების შემდგომ ფრანკომ დაშალა არსებული პარლამენტი, შემდგომ კი ჩამოაყალიბა მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც 1978 წლამდე გასტანა. 1936 წლის 1 ოქტომბერს ბურგოსში, ფრანსისკო ფრანკო სახალხოდ გამოცხადდა ნაციონალური არმიის გენერალსიმუსად და სახელმწიფოს თავად. ფრანკოს დროს ქვეყანაში მხოლოდ  სამხედრო მმართველობას ჰქონდა მნიშვნელობა.

 

ქვეყანა დაიყო რეგიონულ სამხედრო ოლქებად. ფრანკომ დაამყარა სრული კონტროლი ესპანეთზე რეპრესიული და ავტორიტარული ზომების გამოყენებით. მიმდინარეობდა სისტემატიური ჩახშობა დისიდენტური ხედვების ცენზურისა და ძალადობის გამოყენებით,  წამების ინსტიტუციონალიზებით, იდეოლოგიური მტრების დაპატიმრებებით და მათი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანით.  1937 წლიდან მოყოლებული ყველა სასიკვდილო განაჩენი ხელმოწერილი იყო ფრანკოს მიერ.

 

მიუხედავად სასტიკი დიქტატორობისა, ფრანკომ შეძლო ესპანეთი დიპლომატიურ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანად ექცია. პინოჩეტისგან განსხვავებით, მას ჰქონდა რესურსი შეენარჩუნებინა პოსტი იმ ვადით, რომელსაც თავად მოისურვებდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად 1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი.

 

ესპანეთში დღემდე განხილვის თემაა, რატომ მოისურვა საკუთარი ნებით წასვლა 37 წლიანი მმართველობის შემდეგ სასტიკმა დიქტატორმა? ამ კითხვაზე პასუხი, დღემდე გაუცემელია.

 

დიქტატორებისთვის პოლიტიკური ბრძოლისა და პოსტის შესანარჩუნებლად, ყველა მეთოდი გამართლებულია. დიქტატორებს არ ახასიათებთ უკან დახევა, არც უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრას ერიდებიან. თუმცა, დიქტატორებიც სწვდებიან სიტყვის არსს – საკმარისია.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1006 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები