კვირა, 05.05.2024, 10:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » ნათლია და მისი მოვალეობანი
21:15
ნათლია და მისი მოვალეობანი

 სულ რაღაც სამი კიბე უნდა აიარო, შემდეგ შეხვალ ერთ დიდ, მშვიდ და ძველ საყდარში. უკვე ერთი საუკუნეა ზარის ხმა ქრისტიანებს წირვაზე იწვევს... დრო ყველაფერს აძველებს და ფერს უკარგავს, მაგრამ ეკლესია გამონაკლისია. აქ ყველაფერი წმინდაა, მნიშვნელოვანი და სათაყვანებელია _ ის დიდი კედლებიც, ის დაფიცრული სახურავიც, რომელიც წვიმამ და თოვლმა დაალპო,... მაგრამ რამდენიმე თვეში ეს ეკლესია დაინგრევა, დარჩება მხოლოდ ფირზე აღბეჭდილი კადრები, ისტორიაში კიდევ ერთი ძველი ტაძარი შეიცვლება ახლით. სახელი უცვლელი დარჩება, თვითონ კი უფრო გალამაზდება, ფორმას შეიცვლის. ბოლოს კი გავიგონებთ ნაცნობს და საამურ ხმას. ეს, ამ ეკლესიის მამაოა... იგი ადრე ერის კაცი იყო და თურმე ფეხი აქ აუდგამს. უკვე ხუთი წელია რაც ამ ტაძარში მსახურობს და უფალს თავისი მრევლის სულიერ სიმშვიდეს შესთხოვს.
  ხაშურის რუის-ურბნის ეპარქიის ერთ-ერთი უმთავრესი საკათედრო ტაძარი - იოანე ნათლისმცემლის სახელს ატარებს. ჩემი ვიზიტი ამ ეკლესიაში იმ ცნობილმა ფაქტმა განაპირობა - სადღაც ათი წლის წინ აქ მსახურობდა ვინმე ვახტანგ ზვიადაძე. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში გავრცელდა ხმა, რომ იგი ნათლობის რიტუალს არასწორად ატარებდა. ამბავი გასარკვევი და  საინტერესო მეჩვენა, ამიტომ აქ გამოვეშურე და წმ. მამას ამ ფაქტთან დაკავშირებით გავესაუბრე. თან დროც არ დავკარგე და ჩემი მკითხველისთვის ნათლობასთან დაკავშირებით საინტერესო პასუხებიც წამოვიღე...

- გავრცელედა ინფორმაცა, რომ მამა ვახტანგი არასწორად ატარებდა ნათლობის რიტუალს, რამდენად არის ეს დასაჯერებელი და ის ადამიანები ვინც მან მონათლა არიან თუ არა ხელახლა მოსანათლი? 
- იყო შემთხვევები, როდესაც მამა ვახტანგი რაღაცას სწორად არ აკეთებდა ან პირიქით... ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ ყველაფერი ისე აღუსრულებია, როგორც საჭიროა. გადანათვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქორეპისკოპოსი თეოდორე. მისი ნებართვის შემთხვევაში, ნათლისღების დროს ჩვენ ვამბობთ "უკეთუ ნათელღებულ არა იყოს”... სხვა შემთხვევაში ეკლესიურად მეორეჯერ მონათვლა აკრძალულია!!!

- რატომ უნდა მოინათლოს ადამიანი?
- კაცად შობიდან ერთი დღისაც რომ იყოს ბავშვი იგი ცოდვილია, აქედან გამომდინარე ნათლისღება აუცილებელია. მისი სულის გადარჩენისათვის. ნათლისღების შედეგან ადამიანი ხდება მრევლი დედა ეკლესიისა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კარი ღია აქვს სულის ცხონებისათვის,. სახარებაც გვაუწყებს, უფალმა, უბრძანა თავის მოციქულებს "წადი და მოიმოწაფენი ყოველი წარმათთაგან და ნათელს სცემდით მამისათა წმინდასა და სულისა წმინდისათა ამინ!” გარდა ამისა, უფალი ასეთ რამეს ბრძანებს "ვინც იწამოსო მოინათლოსო და ვინც არა დაისაჯოსო” ე.ი. ნათლისღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ არ იშვეთ წყლით, ცათა სასუფეველში ადამიანი ვერ დამკვიდრდება. ეს გამორიცხულია.

- დაბადებიდან რამდენ ხანში უნდა მოინათლოს ადამიანი?
- განჩინებით, ბავშვი უნდა ინათლებოდეს მეორმოცე დღეს, მაგრამ, ბავშვს თუ ვატყობთ უძლურებას ან ეჭვქვეშაა მისი ქვეყნიდან გასვლა, მაშინ შესაძლებელია, თუნდაც, ჩვილი იმ წამსვე მოვნათლოთ. ამის გარდა, თუ სასულიერო პირი დროზე ვერ ასწრებს მოსვლას და ადამიანი კვდება, მაშინ თვითონ, ერის კაცსაც აქვს უფლება მონათლოს ბავშვი. ექიმი, ვინც ბავშვის შობას ესწრება უნდა იცოდეს ელემენტარული ნათლობის ფორმულა.

- რა ფორმულაზე საუბრობთ?
- ფორმულა მდგომარეობს შემდეგში; აუცილებლად, საჭიროა. წყლის დასხმა და შემდეგ უნდა სთქვას "ნათელს იღებს მონაი ღვთისა (გოგოს შემთხვევაში "მხევალი” ღვთისა) სახელისა მამისათა (დაასხამს წყალს) ამინ! და ძისათა (დაასხამს წყალს) ამინ და სულისა წმინდისათა (დაასხამს წყალს) ამინ!” ეს სავსებით საკმარისია რომ ბავშვი მონათლულად ჩაითვალოს, მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს განსაკუთრებულ და გამოუვალ სიტუაციაში.

- რა ბედი ეწევათ მათ, ვინც მოუნათლავად გავიდა ამ ქვეყნიდან?
- სამწუხაროდ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოუნათლავად არიან გასულები ამ ქვეყნიდან და ჩვენდა სამწუხაროდ მათი ცხონება არ შეიძლება. იმიტომ რომ ადამიანი ნათლობის შედეგად ხდება ეკლესიის წევრი. ასეთი ვერც ცხონდება და უფალთანაც ვერ მივა.

- რამდენი ნათლია შეიძლება ვიყოლიოთ და რა ევალება მათ?
- დღეს ძალიან მოდაში შემოვიდა ბევრი ნათლია, მაგრამ წესით, უნდა იყოს ერთი. ნათლიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ნათლულის მიმართ. უმთავრესად მასზეა დმოკიდებული მისი სულიერი აღზრდა. რაც მთავარია თვითონ უნდა იყოს მორწმუნე, ჰყავდეს მოძღვარი, იგი ყოელთვის უნდა აკონტროლებდეს ნათლულს, დაყავდეს ტაძარში, აზიარებდეს და მაგალითს აძლევდეს. თუ თვითონ არ ზრუნავს საკუათარი სულისათვის, მაშინ, ის თავის ნათლულს სწორ მიმართულებას ვერ მისცემს

- რას ურჩევთ მათ, ვინც არ არის მონათლული... 
- ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი გვიან ინათელბა. ხშირად ხდება, რომ ნათლიის შერჩევა ხდება ეკონომიური თვალსაზრისით. უპირველესად ადამიანმა ნათლია უნდა შეარჩიოს რამდენად მორწმუნეა, რამდენად ეკლესიურად ცხოვრობს, ახლოსაა თუ არა უფალთან, რადგან ასეთ ადამიანში ძალიან დიდი მადლია და დიდი ღვთაებრივი წყალობაა.

- დაგვლოცეთ მამაო...
- ღმერთმა დაგლოცოთ,,. მშვიდობა მოგცეთ და გაგაძლიეროთ.

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1596 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები