კვირა, 05.05.2024, 16:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მარკ შაგალის ლაჟვარდოვანი სამოთხე.
07:49
მარკ შაგალის ლაჟვარდოვანი სამოთხე.

ჩვეულებრივი მოკდავები შეყვარებული არიან, გულისნადების გამოძახილს პოეტების, მხატვრების და მუსიკოსების ქმნილებებში ეძებენ.  როცა დიდი შემოქმედია შეყვარებული, შედევრს ქმნის. თუ ისტორიკოსებს დავუჯერებთ, ერთხელ მარკ შაგალსაც შეუყვარდა  და მისი სიყვარულის ობიექტი გახდა... მეთევზეების პატარა დასახლება კოსტა ბრავოში, რომელსაც მხატვარმა „ლაჟვარდოვანი სამოთხე" დაარქვა. ახლა ეს საკურორტო ქალაქი ბუნების პირველქმნილ სილამაზეს მონატრებული და სიმყუდროვისმაძიებელი ნამდვილი რომანტიკოსების და პოეტების საყვარელი ადგილია.

მიჯნურთა და პოეტთა ოცნება
ტოსა-დე-მარი ჰქვია ამ დალოცვილ ადგილს. შაგალის შემოქმედების უამრავი თაყვანისმცემელი ნატრობს აქ მოხვედრას. ბევრი იმ მოდური სანაპირო კურორტისგან განსხვავებით, უცებ საიდანღაც რომ ამოიზარდა მეთევზეთა პატარა დასახლებებიდან, ტოსა-დე-მარი არისტოკრატულ წრეებში ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოციან წლებში იყო პოპულარული. პირველად კი წყაროებში 1186 წელს მოიხსენიეს. იქნებ ეს სიძველე ხდის აქაურობას ასე რომანტიკულს. რა თქმა უნდა,დიდი წვლილი ბუნებისაა,რომლის წყალობითაც ტოსა-დე-მარი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება ესპანეთში. აქაურო ნაპირი კლდეებითაა დასერილი, რომლებიც ცნობისმოყვარე თვალებისგან პატარა და მყუდრო პლაჟებს იცავენ - შესანიშნავია განმარტოებული დასვენების მსურველებისთვის. და რადგან ამ ადგილებამდე მიღწევა მხოლოდ საგანგებოდ დაქირავებული ნავით ან კატერით შეიძლება,  მარტოობას და სიმშვიდეს არავინ არღვევს.

კიბე წარსულში
ჟანრის კანონი მოითხოვს,რომ რომანტიკულ მხარეში რაღაც ადგილი უნდა იყოს, ღირსშესანიშნაობა, ძველი და იდუმალი, რომელიც ლეგენდებით იქნება მოცული. ამ მხრივ განსხვავებული არც ტოსსა-დე-მარია. სწორედ აქ, ქალაქის პლაჟის მახლობლადაა  კოსტა-ბრავას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი —ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში დაარსებული ციხე-სიმაგრე «ვილა-ველია» («ძველი სოფელი»). ბევრის გასაკვირად, ციხე-სიმაგრის მთელი პერიმეტრი დაუზაიანებლადაა შემონახული. ყველაზე გავცელებული ტურისტული მარშრუტი ქალაქ-სიმაგრეში ქვის კიბით ნელი ასვლაა. მიხვეულ-მოხვეული კიბეებისმ იუხედავად, არ დაიღლებით. ზევიდან ისეთი ხედი გადაიშლება, რომ დახარჯული ენერგია ასმაგად აგინაზღაურდებათ.  ხოლო გზადაგზა გაფანტულ პატარა კაფეებსა და რესტორნებში ესპანური სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს მიირთმევთ.

აღმართი მოსახვევებით
თუ თქვენი დასვენების დღეების გამრავალფეროვნებას განიზრახავთ, ავტობუსით მეზობელ კურორტ ლორეტ-დე-მარზე წასვლა შეგიძლიათ. აქ დღის და ღამის ცხოვრებამთელი ძალით და ხმაურით ჩქეფს. აქაური ავტოსადგურიდან პირდაპირი რეისია ბარსელონისკენ.  თუ ტოსა-დე-მარისც არ დაგაკმაყოფილებთ სან-ფალიუსკენ გასწიეთ. ადგილობრივები გზას მთის სერპანტინებზე „365 მოსახვევს" უწოდებენ. ყოველი ახალი მოსახვევიდან ახალი მომაჯადოებელი პანორამა იშლება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 948 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები