07:59 საფეხბურთო სამაჯურები TOD'S–ისგან | |
![]() იტალიურმა ბრენდმა Tod’s, რომელიც თავის პროდუქციას ძირითადად ხელით ამზადებს, დაწნული ტყავის სამაჯურების კოლექცია გამოუშვა. აქსესუარები სხვადასხვა ქვეყნის დროშის ფერებშია შესრულებული და 250 დოლარი ღირს. შეგიძლიათ ატაროთ ერთი, ან რამდენიმე ერთად. საფეხბურთო ელეგანტურობის მაგალითი, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლევი, რა თქმა უნდა, იმ სამაჯურს ატარებს, რომელშიც ყვითელი, შავი და წითელი ზონარებია ჩაქსოვილი. | |
|