კვირა, 05.05.2024, 23:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » რა უნდა დალიო და როგორ? - ეტიკეტის წესები.
08:12
რა უნდა დალიო და როგორ? - ეტიკეტის წესები.

 დღესდღეობით სასმელის ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვხვდება, ზოგის სახელწოდება ერთ დროს წიგნებიდან გვახსოვდა, ზოგი ახლაც უცნაურად ხვდება ყურს. ამჯერად ვნახოთ, როგორია ჩვენთვის ნაცნობი სასმელების დაგემოვნების წესი:

 

მარტივი - ლუდითდავიწყოთ. ლუდს დღეს ყველგან სვამენ. ეტიკეტის წესი მოითხოვს, რომ ქილიდან ან ბოთლიდან კი არა, საგანგებო ტოლჩით მიირთვათ. გემო უფრო კარგად ცივ ლუდში ნარჩუნდება, თანაც საყინულეში კი არ უნდა გააცივოთ, არამედ ყინულზე. ლუდს დიდი ყლუპებით სვამენ. თანაც ლუდის ტოლჩების მიჯახუნება მიღებული არ არის!

არაყსაც გაგრილებულს სვამენ. მისაყოლებლის გარეშე რეკომენდებული არ არის, მხოლოდ იმის გამო არა, რომ არ დათვრეთ, უბრალოდ თავის გემოვნებით თვისებებს არაყი არ ხსნის, თუკი რამეს არ მიაყოლებ. არაყს პატარა სირჩებით სვამენ, რომელსაც სამი მეოთხედით ავსებენ.

შამპანური აპერეტივის სახით, ვახშმის წინ, სავსებით მისაღებია. სუფრასთან მიტანამდე აგრილებენ, ყინულიან სათლში ამატებენ წყალს, რომ გემრიელი სითხე ზედმეტად არ გაიყინოს. როცა შამპანურს ჩუმად, ”აფეთქებებისა” და საცობების ფრენის გარეშე ხსნიან, ყველაზე ფასეული - ჰაერის ბუშტუკები - ნარჩუნდება. შამპანურს ბოკალის კედელზე ასხამენ და სანახევროდ ავსებენ.

ღვინოს ბოკალის ერთი მესამედის დონეზე ასხამენ, თანაც ღვინის ბოკალი ზევით ვიწროვდება და მაღალ ფეხზე დგას. არომატის შესაგრძნობად სითხეს პირში აჩერებენ, ყველანაირი. ჯერ თეთრი ღვინო მიაქვთ სუფრასთან, შემდეგ - წითელი. თეთრს ხილთან, თევზთან, ზღვის პროდუქტებთან, ფრინველის ხორცთან ათავსებენ, ხოლო წითელს - ხორციან კერძებთან. თეთრი ღვინო მაგიდასთან გაგრილებული მოაქვთ.

ვისკი ყველას არ უყვარს, თუმცა მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. დაბალი სქელი ჭიქით სვამენ, ყინულით და გაზავებულს - სოდიანით ან უბრალო წყლით. მას არაყივით გადაკრავენ - დიდი ყლუპებით, პირში დააყოვნებენ ხოლმე და ისე მიირთმევენ. 

კონიაკი ჭამის შემდეგ მოაქვთ. არ ჩქარობენ, აგემოვნებენ, ახალნგრძლივებენ სიამოვნებას. კონიაკის ბოკალს ფართო ფსკერი აქვს და ვიწრო ყელი, რომ სასმელის გათბობა ხელში შეიძლებოდეს და მისი არომატიც შეიგრძნო. კონიაკით ბოკალის ფსკერს ფარავენ, სუფრასთან მიტანისას თბილია. გაითვალისწინეთ: ითვლება, რომ ლიმონი კარგ კონიაკს გემოს ართმევს.

ლიქიორიც ძირითადი კერძების შემდეგ მოაქვთ სუფრასთან, აპერეტივის სახით. სვამენ არაყივით, პატარა სირჩებით.

ჯინი ძირითადად კოქტეილებში გამოიყენება. ყველაზე ცნობილია ჯინი ტონიკთან. მის მოსამზადებლად ჭიქის ერთი მესამედი უნდა აივსოს ყინულითა და ჯინით, შემდეგ კი დაემატოს ტონიკი. ჯინის ბოკალი სწორია და სქელი ფსკერი აქვს.

ტეკილა - ე.წ. მექსიკური არაყი. თუმცა, მას ისე არ აცივებენ, როგორც არაყს და უფრო ხშირად მარილთა და ლიმონთან სვამენ.

რომს უფრო ხშირად კოქტეილში ურევენ სხვადასხვა წვენს, სიროფებს, ლიქიორებსა და ლიმონს.

სასიამოვნო დღესასწაულებს გისურვებთ!

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1073 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები