10:53 როგორი იყო კალანდა ადრე და როგორია დღეს | |
![]() დილას ისევ სახლი იყო დასახვეტი, გევიდოდით სახურავზე, გევიხვითქებოდით ოფლში, ჩამევიდოდით იქიდან და დავაპურებდით აბღავლებულ ძროხას, აკრიახებულ ქათმებს, აყმუვლებულ ძაღლს, აჭიხვინებულ ცხენებს, გზას გავიკვლევდით წისქვილისკენ, ჭიდან ამევიღებდით წყალს, დავაპურებდით ატირებულ ბაღნებს, მივუალერსებდით აკაკანებულ ქალებს და მერე ისევ სუფრას მივუსხდებოდით და ასე გადიოდა დრო. კალანდა ღამეს კი წმინდა ბასილი მობრძანდებოდა ყველაისას. ოჯახის უფროსი ღამის 12 საათამდე გევიდოდა გარეთ ხონჩით, როგორც კი 12 შესრულდებოდა, დეიძახებდა კართან, წმინდა ბასილი მობრძანდებაო. რა მოაქვსო, შესძახებდნენ შიგნიდან ბაღნები. — მშვიდობა, ღვთის წყალობა და ყორიფელი კაი. ადესაი, ჯანჯუხა, ხაჭაპური, კაფენტები, — ჩამოთვლიდა იმ ხორაგს, რაც ხონჩაზე ელაგა და კალანდაც დადგებოდა. ახლა საღადაა მასთე, თოვლი ხომ არ მევიდა და არ მევიდა, ვიღას ახსოვს წმინდა ბასილი?! თოვლის ბაბუა ჩამევიდა ლაპლანდიიდანო, იძახიან და რა უნდა მომიტანოს მე ლაპლანდიელმა აგერ ლანჩხუთელს, არ უქნია აფერი სიკეთე, თუმცა ჩვენამდე არც იგი ლაპლანდიელი მოსულა. რომც მოსულიყო, რას გევიგებდით იმის ბჟუტურს, ჩვენ აგერ ჩვენი გამგებელი რას ლაპარაკობს, იმას ვერ ვიგებთ. მარა რაცხაფერ ვართ... ყველა ტელევიზორთან კია მიმჟდარი, ყველას დუუბჩენია პირი და უყურებს ამდენ მაიმუნობას. მუა კალანდა და ატყდება ერთი ბათქა-ბუთქი, ომი დეიწყოო გეგონება, თვარა არ გვეშინია, რუსი არ წამოგვეპაროს უცფათ, რა შეუშლის ხელს? ხოდა, რავარც ბათქა-ბუთქი ატყდება, მივალ სხვენზე. ბაღნებს ვუჩივი, დევიმალოთ-მეთქინ. ბაღნები კტებიან სიცილით. უწკაპუნებენ ტელეფონებს. თურმე, ასე ულოცავენ ერთმანეთს, საღადაა ძველებური კრიმანჭული და ოროდელა. აგერ, ილარიონის ბიჭი რომაა, ჩემი მეზობელი, მაგას მუსიკალური ცენტრი ჰქონია შინ, რას ქვია არ ვიცი, მარა მთელი სოფელი კალანდას ილარიონისას მივა, იმისთანა ამბავი იქნება იქინე, სოფლის ბოლოში გეიგონებ მუზიკის ღრიალს". | |
|