11:02 ჟაკლინ კენედი - ჯეკი ონასისი. | |
![]() ფოტორეპორტიორები ტყავიდან ძვრებოდნენ, ოღონდ (ბიკინებში ან მათ გარეშე) თეთრი სახლის ამ დიასახლისის სურათი ხელში ჩაეგდოთ - მერეც, როცა ჟაკლინი ბებია გახდა, პუბლიკის ინტერესი მისი ცხოვრებისეული წვრილმანების მიმართ არ განელებულა. როგორი იყო ეს სიციცხლეშივე ლეგენდად ქცეული და დღემდე ლეგენდად დარჩენილი ქალბატონი? კლანჭებიანი ანგელოზი ჯეკის მამა, ჯონ ვერნონ ბუვიე, საოცრად კოლორიტული პიროვნება იყო. მეგობრები შავ ჯეკს ეძახდნენ, რადგან მთელი წელი ნამზეური არ სცილდებოდა. შეიხსაც უწოდებდნენ, მშვენიერთა სქესის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო. ქალები ჭკუას კარგავდნენ ამ მექალთანეზე, რომელიც აზარტული მოთამაშეც იყო. ამის წყალობით ბაბუის და მამის დანატოვარი დიდი წარმატებით გაფლანგა. ჯეკის დედა, დახვეწილი და ამაყი ჯანეტ ბუვიე ქმრის ესკაპადებს დიდხანს იტანდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს 1936 წლის დასასრულს მისი მიტოვება გადაწყვიტა, თან 8 წლის ჯეკი და მისი უმცროსი და ლი წაიყვანა. შავ ჯეკს უქმეებზე გოგონების წაყვანის უფლება მისცეს, ისიც ანებივრებდა პატარებს.
თუმცა იმ დროისათვის ჯეკის ერთადერთი სერიოზული გატაცება ახალგაზრდა ნიუ-იორკელი ბროკერი ჯონ ჰასტედი იყო, დაინიშნენ კიდეც. ჯეკი მაშინ ვაშინგტონის ერთ-ერთი გაზეთში რეპორტიორად მუშაობდა. ერთ საღამოს, როცა ჰასტედს აეროპორტში აცილებდა, მისი ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი მშვიდად ჩაუდო პიჯაკის ჯიბეში. ასე დასრულდა ეს ამბავი. ლამაზმანი და ”ურჩხულები”
მალე ჯეკი ჯონის ერთგული თანამგზავრი ხდება. სათევზაოდ, ბეისბოლის სათამაშოდ დაყვება, მაღაზიებში სამოსს არჩევინებს (მანამდე კენედი სრულიად გულგრილი იყო მოდის მიმართ). მისი უმცროსი ძმისთვის რეფერატებსაც კი წერს. თანდათან კენედების ოჯახური აგარაკის, პალმ-ბიჩის ხშირი სტუმარი ხდება და ცდილობს, ჯონის ნათესავების მოწონება დაიმსახუროს. ეს არცთუ მარტივი ამოცანა იყო, მაგრამ ჯეკიმ ჯერ ჯონის დები"მოათვინიერა", რომელთაც თავიდან „ახალგაზრდა გორილების ჯოგს" უწოდებდა, თავისებური ხასიათის როზ კენედიც მოთაფლა, ბოლოს კი ოჯახის უფროსი ჯოზეფიც კი მოხიბლა. მაგნატს უყვარდა და უხაროდა, როცა ახალგაზრდა ლამაზმანთან ჰოლივუდის ვარსკვლავებთან სასიყვარულო ისტორიებით თავს იწონებდა. შავი შეიხის ქალიშვილს სულაც აკვირვებდა ჯოზეფის თავგადასავლები. ჯონზეც ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ეს კიდევ უფრო აჟინიანებდა, მის მოთვინიერებას ჩქარობდა. თუმცა ქორწილის შემდეგ საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ჯონს არ შეეძლო სხვაგვარად - მსახიობები, სტიუარდესები, მდივნები, მოდელები, ექთნები... კონტინგენტს გამუდმებით აახლებდა. პირველ ხანებში ჯეკი ძალიან მტკივნეულად განიცდიდა ყველაფერს, მაგრამ მოგვიანებით ასეთ რამეებზე უფრო ფილოსოფიური ხედვა გაითავისა.
ჯეკის რევანში სხვა რამეში გამოიხატებოდა: დახვეწილი გემოვნების პატრონი, ბევრ ძალას, დროს და ფულს თეთრი სახლის პირადი აპარტამენტების მოწყობას ახარჯავდა. თუმცა ფული არასდროს ჰყოფნიდა. განსაკუთრებით გარდერობზე. როცა მაღაზიებიდან ანგარიშები მოდიოდა, ჯონი პირდაპირ კვნესოდა. და მაინც - ის ამაყობდა ცოლით. მისი სილამაზით, გემოვნებით, დახვეწილი მორთულობით დ მანერებით მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო. მას შემდეგ, რაც ყველა კანონის დარღვევით, ჯეკიმ თეთრი სახლის დარბაზში მაგიდებს ფერადი მუშამბები გადააფარა, ყველა ამერიკელმა დიასახლისმა იგივე გააკეთა. ამას მოყვა მრგვალი სკამები ოქროსფერი ბამბუკისგან. დღეს სასაცილოა ამაზე საუბარი, მაგრამ ჟაკლინ კენედიმ დაანამცეცა ყოველგვარი სტერეოტიპი: მოდური ჟურნალის რედაქტორებიც კი გაოგნების მერე აფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ. შეუთავსებლის ასე შეთავსებას ვერცერთი დიზაინერი ვერ ახერხებდა. ჯეკიმ ქალური სილამაზისადმი მიდგომაც კი შეცვალა. ერთი მხრივ - სავსემკერდიანი ლამაზმანი მერილინ მონრო, ქერა, როგორც ყველა თავმომწონე ამერიკელი ქალი, და მეორე მხრივ - პრეზიდენტის ცოლი. მან თავისი ვარცხნილობა, თმის ფერი, ფიგურის ძვალწვრილი სიფაქიზე და ბიუსტის თითქმის არარსებობა მოდური გახადა. სამაგიეროდ სწორედ მის ტანზე გამოიყურებოდა ლურჯ-თეთრზოლებიანი ჯემპერი ისე, თითქოს ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერის მოდელი ყოფილიყოს.
გალანტური დე გოლი ყვავილებს ჩუქნიდა. მოხიბლული ხრუშჩოვი კოსმოსში ნამყოფი ძაღლების ლეკვებს შეპირდა და შეასრულა დანაპირები. ჩე გევარას ერთხელ უთქვამს, რომ ჯეკი - ერთადერთი ადამიანია აშშ-ში, ვის ნახვასაც ისურვებდა. «მოლაპარაკების მაგიდაზე კი არა...», — დაუმატებია მრავალმნიშვნელოვნად. ცხოვრება სიკვდილის შემდეგ უცნობია, მიიღებდა თუ არა მის წინადადებას ჯეკი, ჯონის უმცროსი ძმა რობერტი რომ ცოცხალი ყოფილიყო. ზოგი ბიოგრაფი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის დაღუპვიდან ძალიან მალე ”ძმა-2” ჯეკის საყვარელი გახდა. სხვები ნაკლებად არააპელაციურები არიან. ასეა თუ ისე, რობერტის გარდაცვალების შემდეგ კენედებთან ყველა კავშირი გაწყდა. მოხუცი ჯოზეფიც დიდი ხალისით აღარ ანაღდებდა რძლის ანგარიშებს. ასეთ პირობებში ონასისთან ქორწინება ყველაზე კარგი გამოსავალი ჩანდა. პრესაში ისეთი ხმაური ატყდა!! ”ჯეკი, როგორ შეგეძლოთ?” ”ჯონ კენედი მეორედ მოკლეს!” - ყგაჰყვიროდნენ გაზეთები. ჯეკის მეგობრების წრეშიც არ მალავდნენ იმედგაცრუებას. დაცინვის საბაბი მარტო ასაკობრივი განსხვავება კი არა, ახალდაქორწინებულთა სიმაღლეც იყო. ქალი კაცზე 8 სმ-ით მაღალი იყო და ეს ყველას პირზე ეკერა.
ვნება ქრებოდა და მილიონერს სულ უფრო ხშირად ებადებოდა გაყრის იდეა. ცალცალკე ცხოვრობდნენ, სხვადასხვა კონტინენტზე. იმ დროისთვის, როცა არის ავადმყოფობა გამძაფრდა, ცოლ-ქმარი უკვე სრულიად უცხო იყო ერთმანეთისთვის. ჯეკი პარიზში, სადაც საავადმყოფოში ონასისი იწვა, მაშინ ჩავიდა, როცა მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო. პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ ცნობილ მოდელიერ ვალენტინოს რომში დაურეკა და სამგლოვიარო კაბების კოლექციის გამოგზავნა შეუკვეთა. ჯეკი თავს არასდროს ღალატობდა. ქალბატონი რედაქტორი | |
|