11:28 მუსიკა არის მარადიულობა, რომელიც იბადება და არასოდეს კვდება. | |
მუსიკა მთელი სიძლიერით შემოდის ჩემში, მთელ გონებას მოიცავს, ჩადის სულში, მოედება გულს, შედის სისხლში, დაივლის მთელ კაპილარებს და მოიცავს მთელ სხეულს. ამ დროს ყველაფერი მშვენიერია, მიყვარს ყველა და ყველაფერი. როცა სივრციდან მოსულ მუსიკას ინსტრუმენტზე გადმოივიტან, მთელი არსით ვუკრავ და ისევ სივრცეს ვასმენინებ, საოცარი გრძნობა მეუფლება. პატარა ეჭვიც არ გამჩენია, რომ მუსიკა მხოლოდ ადამიანს ესმის. მუსიკა ესმის მცენარეებს, ესმით ცხოველებს, მუსიკა ესმის უსულო საგნებსაც, ყველას და ყველაფერს. მუსიკა ესმის მიცვალებულსაც. სიყვარული, სიძულვილი, ერთგულება, ღალატი, ბედნიერება, ტკივილი, სიხარული მწუხარება, გამარჯვება, დამარცხება, სიცოცხლე, გარდაცვალება, აბცოლუტურად ყველაფერი შეგიძლია გადმოსცე მუსიკით. მუსიკა არის მარადიულობა, რომელიც იბადება და არასოდეს კვდება. ეს ჩანაწერი ეკუთვნის კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტს, ჩვენი ჟურნალის სტუმარს დავით წიკლაურს. აქ ყველაფერია ნათქვქმი. ბედნიერებაა, როცა ადამიანი საკუთარ თავს პოულობს და მიაგნებს საყვარელ საქმეს, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნასილი ხდება. ჩვენი ჟურნალის სახელით წარმატება მინდა ვუსურვო დავითს და ყველა იმ სურვილების შესრულება, რაც მას დასახულ მიზანს მიაღწევინებს.
- მოზარდი პროფესიას, ან ოჯახის რჩევით, ან დამოუკიდებლად ირჩევს, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა? - ახალი დაბადებული ვყოფილვარ, თურმე მამაჩემა როცა პირველად მნახა, ხელებზე დაუხედავს და უთქვამს, ეს პიანისტი იქნებაო. მემგონი მაშინ მოხდა რაღაც მისტიური. არასოდეს არცერთ პროფესიაზე არ მიფიქრია გარდა მუსიკისა, თუმცა, დღეს ვფიქრობ, მუსიკა ჩემთვის მარტო პროფესია კი არა, ცხოვრებისა და სულის ნაწილია. - მაინც იყო მამის გავლენა? - კი რათქმაუნდა დიდი გავლენა იყო, მთელი ბავშვობა ვუყურებდი მამა როგორ უკრავდა, ფილარმონიაში გავიზარდე, მამაჩემის ყველა კონცერტს და რეპეტიციას ვესწრებოდი. ყველაფერთან ერთად, დამოუკიდებლად, განუსაზღვრელი სიყვარული გამიჩნდა მუსიკისადმი. დრო გადიოდა ვხვდებოდი რომ, აქ ვიპოვიდი საკუთარ თავს, მართლაც ასე მოხდა. - როგორ დაიწყე სწავლა? ის დიდი სურვილი რითაც მუსიკალურ ათწლედში შეხვედი, გამართლდა შენი მუსიკისადმი სიყვარული? - გამართლდა იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. პირველივე დღიდან სხვა სამყაროში შევაბიჯე. ერთია მუსიკა რომ გიყვარს, მაგრამ როცა მუსიკა მიგიღებს სულ სხვაა, მუსიკამ უნდა მიგიშვას თავისთან, კარი უნდა გაგიღოს, მუსიკაში უნდა შეხვიდე და შეგიყვაროს, მუსიკა შენში უნდა შემოვიდეს, ეს პროცესი თუ ასე არ განვითარდა ვფიქრობ სრულყოფილებას ვერ იგრძნობ, მე ეს განცდა მქონია და მაქვს. ამის მიღწევა ჩემი პედაგოგების დამსახურებაცაა. პედაგოგს ძალიან დიდი მნისვნელობა აქვს. საკმარისია, სწორ ფორმას ვერ მიაგნოს მოსწავლესთან, შეიძლიბა ყველაფრი დაიკარგოს. დიდი მადლიერება მინდა გამოვთქვა ჩემი ყველა მასწავლებლისადმი ვინც მუსიკალურ ათწლედში მასწავლიდა. მახსოვს ჩემ პირველ შთაბეჭდილებებს და ემოციებს დაემატა ისიც, რომ სწავლის პირველ დღეს დედამ ბითლზ-ის ბოლო ალბომი ''”ებიროუდ-ი”'' მაჩუქა. ეს იყო შოკი! Aისე გადიოდა დრო, იმდენად დიდი სიყვარულიმქონდა მუსიკისადმი ბევრს ვშრომობდი და სწრაფად მივიწევდი წინ. თუმცა ბევრის უკვირდა, ვერავინ ვერ იგებდა როგორ შემეძლო მოცარტის დაკვრის მერე საათობით ბითლზის მოსმენა. ზუსტად ამ ალბომმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ მხოლოდ პიანისტის გზით არ წავსულიყავი და გამიჩინა საოცარი''წყურვილი საკუთარი მუსიკა დამეწერა. შემდეგი ეტაპი: უდიდესი, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, გავხდი კონსერვატოორიის სტუდენტი. - თქვენ თქვით, რომ გაგიჩნდათ სურვილი საკუთარი მუსიკა დაგეწერათ, დღესაც წერთ მუსიკას? - დღესაც ვწერ და მომავალშიც გავაგრძელებ ალბათ. 5 დღის ნასწავლი მქონდა ნოტები, შუა მეცადინეობის დროს უცბად დავიწყე სულ სხვა რაღაცის დაკვრა. ეს იყო ჩემი პირველი ნაწარმოები. შემდეგ კიდევ ორი ნაწარმოები დავწერე და ამას მოჰყვა 13 წლიანი პაუზა. 19 წლიდან ისევ ნელ-ნელა გაიღვიძა ჩემში მუსიკის წერის სურვილმა და დავიწყე წერა. ვწერ იმიტომ, რომ მოდის, მესმის და ვუკრავ. თითქმის არავის ვასმენინებ. ალბათ როცა დავრწმუნდები, რომ ფასეულია რასაც ვქმნი, მაშინ მოვასმენინებ ჩემს პედაგოგებს, ახლობს და ამის შემდეგ გამოვიტან დღის სინათლეზე. ჩემს საუბარს ნუ ჩამითვლით სითამამეში, ჯანსაღი ამბიციის საფუძველს მუსიკის განუსაზღვრელი სიყვარული მაძლევს. - სამომავლო გეგმები? - გეგმები ბევრი მაქვს, არ მინდა დავკონკრეტდე, მაქვს რამდენიმე სერიოზული პროექტი, წინ ბევრი სამუშაო მაქვს, მომავალ წელს სახელმწიფო გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და ძალიან ბევრი უნდა ვიმეცადინო, სხვათაშორის ჩემს გეგმაში შედის ისიც, რომ ჩემს პედაგოგს თავისი შრომა და ამაგი უნდა დაუფასო, გამოცდა ძალიან კარგად უნდა ჩავაბარო, ბატონი რევაზ თავაძე ამას ნამდვილად იმსახურებს. ... და ყველაზე დიდი გეგმა ჩემი ისაა, რომ სრული რეალიზება მოვახდინო ჩემი შესაძლებლობისა. | |
|