კვირა, 05.05.2024, 15:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მოდის ისტორიიდან - XVIII ს-ის მიწურულის მოდა.
12:17
მოდის ისტორიიდან - XVIII ს-ის მიწურულის მოდა.

.. ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს არც თუ ისე ცოტა სიახლე მისცა: ნეგლიჟე, ვარცხნილობა - ,,გემი”, თმა  მოწითალო-მოვარდისფრო ელფერით, პოპულარული გახადა ატლასი, კოხტა წინსაფარი არშიებით და ბოლოს, ცნობილი ქისა ხელსაქმისათვის – ქალბატონის ხელჩანთის, პომპადურკად წოდებული პირველსახე.

 

XVIII საუკუნის ამ ცნობილი ფავორიტის სახელთან გაპრანჭული გრაცია, მოხდენილი ქალური წვრილმანები და მოსართავები იმ დროიდან ასოცირდება.

მისი მსუბუქი ”ხელის” წყალობით იმ დროის ქალის კოსტიუმში დიდი ყურადღება ეთმობოდა ქვედა ტანსაცმელს - ქვედაბოლოსა და ჩახსნილ ზედატანს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ იგი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად იქცა: აბრეშუმის, უხვად მორთული ოქროთი და ვერცხლით, მდიდრული ნაქარგებითა და არშიებით გაწყობილი. იგი იმდენად ნატიფი იყო,რომ ქალბატონების სიამაყის საგანი გახდა.

დეკოლტე იმდენად ღრმად იჭრებოდა, რომ მთელი ბიუსტის დანახვის საშუალებას იძლეოდა - კერტების ჩათვლით. ქალის ქვედა ტანსაცმელი სულ უფრო ეროტიკული, სულ უფრო სექსუალური ხდებოდა და ნამდვილად ”ცდუნების მსოფლიო იარაღად” იქცა.

გვიან დაწყებულ დილას (დღის 2-3 საათი) - მაღალფარდოვნად ეწოდებოდა ,,დღის ახალგაზრდობა” - განაზებული, დახვეწილი ქალბატონები ხვდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ნეგლიჟეში (უფრო იშვიათად  პენუარში და პუდერმანტელში) შუადღეს. მათშივე ხვდებოდნენ ისინი ვიზიტიორებს. გაბედული კეკლუცები, გამჭვირვალე ”ნეგლიჟეთი” შემოსილნი, სასეირნოდაც კი გადიოდნენ და ამით იქცევდნენ კიდეც კავალერების ყურადღებას.

ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფასონის ნეგლიჟე უშუალოდ მადამ დე პომპადურთან იყო დაკავშირებული. თავისი ლეგენდარული პატრონის სახელის მიხედვით, მას ,,ნეგლიჟე ა-ლა პომპადური” ეწოდა. იგი წინამხარზე ღილებით იკვრებოდა და მჭიდროდ ეკვროდა ზურგსა და თეძოებს. მისი საშუალებით ქალბატონს შეეძლო გამოეჩინა ყველაფერი, რისი გამოკვეთაც უნდოდა და მხოლოდ მიენიშნებინა იმაზე, რისი დაფარვაც სურდა.

...ასეთივე თავგამოდებული "ნეგლიჟეს” თაყვანისმცემელი იყო მეფის მოსასვენებელში პომპადურის შემცვლელი ყოფილი მეძავი მარია-ჟანნა ბეკიუ, რომელიც ბედნიერი შემთხვევის ნებით გახდა ავხორცი ლუდოვიკო XV-ის უკანასკნელი საყვარელი და გრაფინია დიუ ბარი (1743-1793). ყველა აღნიშნავდა, რომ მას სხვა ტიპის სილამაზე აქვს, პომპადურისაგან განსხვავებული, თუმცაღა არანაკლები ხიბლი ჰქონდა, ვიდრე მეფის ყოფილ ფავორიტს:

ფერფლისფერი-მონაცრისფრო თმის პატრონს  მუქი წარბები და გრძელი ჰქონდა, თითქმის წარბებამდე ახრილი წამწამები,რომლებიც ჩრდილს ჰფენდნენ ცისფერ, თითქმის ყოველთვის ჩამუქებულ თვალებს, სრულიად სწორი ცხვირი, რომელიც საკოცნელად გამზადებულ ბაგეს ამშვენებდა.

სახე - როგორც ,,ვარდის ფურცელი რძეში”, მაღალი და სავსე კისერი, მომრგვალო დაბალი მხრები და ისეთი სავსე მკერდი, რომლის დანახვაზეც – ქალის სხეულის ამ ნაწილის თაყვანისმცემელ მეფეს - ხელის გულების მოუთმენელი ქავილი ეწყებოდა.

გრიმის გარეშეც კი, და საკმაოდ მოკრძალებული ტუალეტით, იგი გაწბილებულს ტოვებდა სასახლის სეფექალებს ღრმა დეკოლტეებით. საერთოდ, არჩევდა, რაც შეიძლება ნაკლებად გამოეყენებინა გრიმი და კოხტა "ნეგლიჟე” - ბრწყინვალე ოფიციალური ტუალეტების ნაცვლად. პირველ რიგში, მთავარი იარაღის - უმშვენიერესი სხეულის სილამაზეზე ზრუნავდა.

გრაფინია დიუ ბარიმ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თურქული აბაზანების მიღება, რომლებიც შემდეგში პოპულარული გახდა არისტოკრატებს შორის და სარგებლობა ახალგაზრდა ყმაწვილების - მასაჟისტების  მომსახურებით. სწორად მან გამოიგონა საკმაოდ ქარაფშუტული ვარცხნილობა, რომელიც მალევე მოდური გახდა და ცნობილი იყო, როგორც ,,შინიონ ა ლა დიუ ბარი.”

უბრალო ქუჩის გოგომ ჟანა ბეკიუმ, რომელიც გახდა სამეფო კურტიზანი გრაფინია, ლამაზად ითამაშა ბოლომდე თავისი როლი. სიცოცხლე დაასრულა ისე, როგორც ბევრმა ,,გმირმა მისი მხიარული და უდარდელი დროისა” - რევოლუციურ ასპარეზზე...  ასეთია ბედისწერის გრიმასები.

საუკუნის დასასრულისათვის საშინაო ნივთებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა ძალიან სექსუალურმა კოსტიუმმა ,,სუბრეტი”(მოახლისა) – კოხტა ჩაჩი, მოკლე ზემო ქვედაბოლო, რომელიც კეკლუცად აჩენდა ქვემოს და მორთული წინსაფარი.

...უნდა ითქვას, რომ ვერსალის სასახლეში მცირე ტრიანონში დედოფალი მარია - ანტუანეტამუსლინის წინსაფარში საკუთარი ხელით წველიდა ძროხებს - ნაღებისფერ-თეთრ ბლანშეტასა და წითელი ხის ფერის ბრიუნეტას, ხდიდა ნაღებს და ამზადებდა ომლეტებს შამპინიონებით მეფისა და დოფინისათვის. ძალიან მალე მსგავსი წინსაფარი გამოსასვლელ მორთულობად გადაიქცა...

ასეთ სიახლეს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. საღამოებზე გავრცელდა ინტიმური ვახშმები, მაღალი წრის ქალბატონები თამაშობდნენ ,,უმშვენიერესი მოახლეების როლს”... პეწიან პატარა წინსაფრებში. ასე დაიბადა აფორიზმი ,,საღამოს დედოფალიც და მოახლეც ერთნაირად გამოიყურებიანო”.

თუ ადრე წინსაფარი იმას აღნიშნავდა, რომ ქალი უცხო მამაკაცისთვის ხელშეუხებელი იყო, ახლა წინსაფარი არისტოკრატი ქალებისათვის მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული კეკლუცობის ნიშანი გახდა, ეროტიკული კოსტიუმის კუთვნილება.

* * *

ალბათ,  ყველაზე ზუსტად ეს ეპოქა XVIII - XIX სს-ის საფრანგეთის ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ  დაახასიათა:

როდესაც რევოლუციურმა გილიოტინამ გადაპრანჭული და უკიდურესად გარყვნილი ფრანგული არისტოკრატიის "თოჯინების" თავების მოკვეთა დაიწყო, ტალეირანმა ისტორიული ფრაზა წამოისროლა: "ვისაც 1789 წლამდე არ უცხოვრია , მან არ იცის, რა არის სიცოცხლის სიხარულიო!” 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 925 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები