13:21 არა მხოლოდ სასმელი... | |
გთავაზობთ არაყზე დამზადებულ ხალხურ რეცეპტებს: სახსრების ტკივილის დროს - ქაფურის პატარა ნატეხი მოათავსეთ 0,5-ლიტრიან ქილაში, დაასხით 1/3 სკიპიდარი, 1/3 მცენარეული ზეთი და 1/3 არაყი. გააჩერეთ რამდენიმე დღე. საღამოს ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. გამოყენების წინ ნაყენი შეანჯღრიეთ. ათეროსკლეროზის დროს - ხორცსაკეპში გატარებულ 200 გ ნიორს დაასხით 200 მლ არაყი და 10 დღით შეინახეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ, ნაყენს დაამატეთ 50 გ თაფლი და 30 მლ 20%-იანი დინდგელის (პროპოლისის) სპირტიანი ნაყენი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ კიდევ 3 დღე. მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე შემდეგი სქემით და ყოველ მიღებაზე დაამატეთ 50 მლ რძე: პირველი დღე: დილით მიიღეთ 1 წვეთი ნაყენი, სადილზე - 2 წვეთი, საღამოს - 3 წვეთი. შემდეგი სამი დღის განმავლობაში ყოველ მიღებაზე დაამატეთ თითო წვეთი ნაყენი. მეოთხე დღეს, საღამოს 12 წვეთი ნაყენი უნდა მიიღოთ. მეხუთე დღეს: დილით - 13 წვეთი, სადილზე - 14 წვეთი, საღამოს 15 წვეთი. მეექვსე დღეს: დილით - 15 წვეთი, სადილისთვის - 14 წვეთი, საღამოს - 13 წვეთი. მეშვიდე დღიდან დააკელით თითო წვეთი (დაიწყეთ 12 წვეთით), 4 დღის განმავლობაში, დაიყვანეთ 1 წვეთამდე. მე-11 დღიდან კი მიიღეთ 25 წვეთი ნაყენი 3-ჯერ დღეში - თვის ბოლომდე. უნდა ჩაიტაროთ 3 კურსი. ბრონქული ასთმის დროს - ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის წითელი ჭარხალი, შავი ბოლოკი, ხახვი, ლიმონის, შტოშის, ალოეს წვენი, თაფლი, შაქარი და 96%-იანი სპირტი. ნარევი შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 2-2 ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ბრონქიტის დროს - თითო ჭიქა თაფლსა და ალოეს წვენს დაამატეთ 250 მლ სპირტი და 5 დღე დადგით ბნელ ადგილას. მიიღეთ 3 ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამამდე სრულ გამოჯანმრთელებამდე. დიარეის (კუჭის აშლილობის) დროს - 50 გ ჩაის შეურიეთ 1 ჩ/ჭ შაქარი, დაამატეთ 250 მლ არაყი. 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გააცივეთ. მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 10 წუთით ადრე, სრულ გამოჯანმრთელებამდე. ოსტეოართროზის დროს - შეურიეთ ერთმანეთს 300 მლ არაყი, 10 მლ ქაფურის სპირტი, 10 მლ იოდი, 10 აბი დანაყილი ანალგინი. გააჩერეთ 3 კვირა ბნელ ადგილას. დაიზილეთ მტკივნეული ადგილები. პოლიართრიტის დროს - 200 მლ არაყს დაამატეთ 1 ს/კ მარილი და 5 წვეთი ნიშადურის სპირტი. ნარევში დაასველეთ ბამბის ქსოვილი და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზემოდან დააფარეთ ცელოფანი და შალის ქსოვილი. რევმატიზმის დროს - 100 მლ არაყში გახსენით 50 გ ქაფური, 50 გ მდოგვის ფხვნილი და 100 გ კვერცხის ცილაში კარგად ათქვიფეთ. მიიღებთ თხევად მალამოს, რომელიც ღამით უნდა შეიზილოთ მტკივნეულ ადგილზე; როდესაც მალამო კანში კარგად შეიწოვება, გაიწმინდეთ სველი პირსახოცით. სტენოკარდიის დროს - 50 გ კუნელს დაასხით 0,5 ლ არაყი, 21 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 25 წვეთი ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. თრომბოფლებიტის დროს - წვრილად დაჭრილ ალოეს 4 ფოთოლს დაასხით არაყი (1:0), გააჩერეთ 10 დღე. მიიღეთ 40 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ სრულ გამოჯანმრთელებამდე. კუჭის წყლულის დროს - უზმოზე დალიეთ 1 ს/კ არაყი და მაშინვე დააყოლეთ 1ჩ/კ კარაქი. მიიღეთ 10 დღე. 10 დღის შესვენების შემდეგ ისევ გაიმეორეთ. მკურნალობის კურსია 1 თვე. | |
|