7 -13 თებერვალი
|
| ვერძი |
ამ პერიოდში თქვენი აზრები სამომავლო პერსპექტივებისკენ იქნება მიმართული, რაც გარშემომყოფებისთვის ძნელად წარმოსადგენი აღმოჩნდება. თქვენს არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს, იდეებსა და მოქმედებებს მხოლოდ თანამზრახველები გაიგებენ და დაგიფასებენ. მშობლებთან, მეუღლესთან ან ოჯახის წევრებთან შესაძლოა მოულოდნელად დაგეძაბოთ ურთიერთობა თქვენი პირადი ცხოვრების გამო. დასვენებისა და ახალი იდეების გენერირებისათვის კარგი იქნება სადმე გამგზავრება. |
|
| კურო |
საქმეში წინსვლისა და მიზნის მისაღწევად აუცილებელი გახდება დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და ვალდებულებების შესრულება. აღადგინეთ ძველი კავშირები და კოლეგებისა და ხელმძღვანელი პირების კეთილგანწყობა შეინარჩუნეთ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია არა მარტო მიზნის მიღწევა, არამედ დაწინაურება და მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებაც. გაუმჯობესდება სიტუაცია ოჯახში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. |
|
| ტყუპები |
ეს ძალზედ აქტიური მოქმედებებისა და ახალი მიზნების მიღწევის პერიოდია. მომატებული ენერგოპოტენციალი დაგეხმარებათ შორეულ მოგზაურობებში გეგმების განხორციელებასა და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს კარგი დროა სამსახურის შესაცვლელად, ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მიზანმიმართულად მოქმედებისათვის. შესაძლოა სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ საყვარელმა ადამიანმაც. კარიერისათვის მეტად სასიკეთო აღმოჩნდება საზოგადოებრივი საქმიანობა და ჯგუფური ძალისხმევა. |
|
| კირჩხიბი |
თქვენი ენერგეტიკა ჯერ კიდევ დაბალ მაჩვენებელზეა, ამიტომ სჯობს ეს პერიოდი მშვიდად განვლოთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს და მოერიდეთ კამათს. განსაკუთრებით ეს ეხება პირად და სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს. სამსახურისა და ბიზნესის საკითხებში დამოუკიდებლად ნურაფერს შეასრულებთ და მოერიდეთ ხელშეკრულებების დადებას, რათა არ დაუშვათ შეცდომები. უცხოეთიდან მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ. |
|
| ლომი |
შეგიძლიათ გამოავლინოთ საქმიანი დამოკიდებულება ცხოვრების ყველა სფეროში, რაც დადებითად იმოქმედებს მატერიალური კეთილდღეობის ზრდაზე. პარტნიორები ხალისიანად მიიღებენ მონაწილეობას თქვენს საქმეებში, გაგიწევენ შემოქმედებით და ფინანსურ მხარდაჭერას. იღბალი თქვენს მხარეს შემობრუნდება, რისი მეშვეობითაც ადვილად მოაგვარებთ პრობლემებს არა მარტო ოჯახში, არამედ სასიყვარულო სფეროშიც. მოგზაურობა და ახალი კავშირების დამყარება მოგმატებთ თავდაჯერებულობას. |
|
| ქალწული |
დაქვეითდება თქვენი შრომისუნარიანობა, გაგიჭირდებათ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, რაც სამსახურში პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს კარგი დროა განმარტოებისა და წარსულის ანალიზისათვის. ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება, თუ მათთან ერთად დაიწყებთ საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობას. მოგზაურობა სჯობს გადადოთ, რადგან გაგიჭირდებათ უცხოელებთან კავშირი და ინფორმაციის მიღება. |
|
| სასწორი |
გაზრდილი შრომისუნარიანობა და ამტანიანობა დაგეხმარებათ შემოქმედებითად მუშაობაში. გაგიჩნდებათ მატერიალური კეთილდღეობისა და სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი. გაგიადვილდებათ ასაკით პატარებთან თანამშრომლობა და შესაძლოა ლიდერის პოზიციაც დაიკავოთ. უცხოელებთან კავშირი საქმიანი მოგზაურობით ან მოპატიჟებით დასრულდება, რაც მომავალში პერსპექტივებს გიქადით. რომანტიული კავშირები კი სათნო და მეტი სიამოვნების მომტანი გახდება. |
|
| ღრიანკალი |
ნუ აჰყვებით ახალგაცნობილი ხალხის მიერ შემოთავაზებულ ცდუნებებსა და ავანტურებს. სამსახურში ყურადღება მიაქციეთ კონკურენტებს და ეცადეთ გააკონტროლოთ ყველა სიტყვა. მოგზაურობა არაა რეკომენდებული. მოიკლებს თქვენი კომუნიკაბელურობა და საყვარელ ადამიანთანაც კი გაგიჭირდებათ ურთიერთობა. დაღლილობის შემთხვევაში გადადეთ საქმეები და დაისვენეთ. ეს კარგი დროა კომლექსური მკურნალობის დასაწყებად ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად. |
|
| მშვილდოსანი |
კარიერაში ზრდის მხრივ ძალზედ ხელსაყრელი პერიოდია. მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად. ხელმძღვანელი პირები თქვენი მატერიალური კეთილდღეობის გარანტები გახდებიან. შესაძლოა მოგიწიოთ შორეული მოგზაურობა, სადაც დიდია მომავალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობა. უყურადრებოდ ნუ დატოვებთ საკუთარ ჯანმრთელობას და თავისუფალი დრო გამოიყენეთ ვარჯიშისა და დასვენებისათვის. |
|
| თხის რქა |
საქმეებში ადვილად გადალახავთ ბარიერებს და მიუახლოვდებით საწადელ მიზანს. ახალი ნივთების შეძენა დროებით გადადეთ და ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიადგეს თქვენს ბიუჯეტს. მეტად ტაქტიანი და დიპლომატური იყავით საყვარელ ადამიანსა და ახლო ნათესავებთან. ამგვარად ადილად მიიღებთ საწადელს და არც არავის გააღიზიანებთ. მიუხედავად კარგი გუნება-განწყობისა, შორეული მოგზაურობები დადებით შედეგს ვერ გამოიღებს, თუმცა მიმოწერა და კავშირების გამყარება სავსებით მისაღებია. |
|
| მერწყული |
თამამად განახორციელეთ ჩანაფიქრები, რათა მშვიდად იყოთ მომავალში. ეს კარგი დროა სამსახურის გამოსაცვლელად. შესაძლოა გაიუმჯობესოთ ფინანსური და სოციალური მდგომარეობა. უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. ოჯახის წევრები და მეუღლე ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას. კარგი პერიოდია ქორწინებისათვის, ხანგრძლივი მოგზაურობისათვის და დამატებითი ცოდნის მიღებისათვის. |
|
| თევზები |
მომავალში წარმატების მისაღწევად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებით ცოდნის ან ინფორმაციის მიღება. ეს კარგი დროა დამოუკიდებელი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების მოსაგვარებლად. თქვენი ენერგეტიკა დაიწყებს ზრდას, თუმცა ჯანმრთელობას მეტი დრო სჯობს დაუთმოთ. უსიამოვნებების შემთხვევაში დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრებს. თუ არ გსურთ საყვარელი ადამიანის განაწყენება, უარს ნუ იტყვით მის შემოთავაზებაზე. |