ოთხშაბათი, 14.10.2026, 11:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ბართლომეს ღამე
16:16
ბართლომეს ღამე
"ბართლომეს ღამე", ფრანსუა დიუბუას ნახატი.

ბათლომეს ღამე, კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს, წმ. ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.

ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები - ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის გასპარ დე კოლინის გავლენის ზრდა შარლ IX-ზე. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელის (შემდგომში ანრი IV) და შარლ IX-ის დის მარგარიტ ვალუას ქორწილზე (18 აგვისტო) მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. 24 აგვისტოს ღამის 2 საათზე დაიწყო ჟლეტა, მათ შორის კოლინიც. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ მიიღეს კათოლიკობა და ამით უშველეს თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო აგრეთვე ლიონს, ორლეანს, რუანს, მოს, ბორდოსადა სხვა ქალაქებს. მაგრამ ბართლომის ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები - განახლდა რელიგიური ომები. გამოთქმა "ბართლომის ღამე" მასობრივი ჟლეტის სინონიმად იქცა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1902 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები