18:26 თენგიზ ამირეჯიბი | |
![]() ბიოგრაფია .1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები). 1951 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-3 მსოფლიო ფესტივალზე (ბერლინში) ამირეჯიბი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს. ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის (ფორტეპიანოს კათედრა, ხელმძღვანელი ანა თულაშვილი) დამთავრების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას. ეწევა ნაყოფიურ არტისტულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტებით გამოდიოდა რუსეთში, გერმანიაში,კანადაში, პოლონეთში, იუგოსლავიაში, აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს შოპენისნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება. მნიშვნელოვანია თენგია ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული მუსიკის შესარულების თვალსაზრისითაც; ის მრავალი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია. | |
|