კვირა, 05.05.2024, 13:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » შაქრის გაიაფება ჯერ არ იგეგმება, ხორბლის მარაგი კი გვაქვს
10:32
შაქრის გაიაფება ჯერ არ იგეგმება, ხორბლის მარაგი კი გვაქვს
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ინფორმაციით, მომავალ მოსავლის აღებამდე ხორბლის მარაგი გვაქვს, 119 ათასი ტონა.  ამას კვეზერელი ისტორიულ მაქსიმუმს უწოდებს, რაც ადრე არ გვქონდა.

 

ბაკურ კვეზერელის განცხადებებმა, დეპუტატები ვერ დააიმედა. მათი განცხადებით, სურსათზე ფასები სულ უფრო და უფრო ძვირდება. სანამ დეპუტატები ბაკურ კვეზერელს შეხვდებოდნენ,  მინისტრისგან გარკვეულ პროდუქტებზე ფასების გაიაფებაზე ინფორმაციის მიღებას ელოდნენ, თუმცა, მაინც და მაინც დამამშვიდებელი პასუხი  არ მიუღიათ.

 

დეპუტატებმა მინისტრს შაქრის გაძვირებაზეც ჰკითხეს, რაზეც ბაკურ კვეზერელმა განმარტა, რომ შაქარი ძალიან სწრაფად გაძვირდა მსოფლიო ბირჟებზე.  მისი განცხადებით, შაქარი 90%–ით გაძვირდა, რაც ქართულ  ბაზარზეც აისახა.

 

კვეზერელის განმარტებით, შაქრის ფასზე ვერანაირი დამამშვიდებელი პროგნოზი  ვერ კეთდება, რადგან ყველამ იცის ავსტრალიაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

რაც შეეხება ჰიბრიდულ სიმინდს,  თესლის საფასურს გლეხები დათესვიდან შვიდ თვეში გადაიხდიან.

 

ბაკურ კვეზერელის განმარტებით, გლეხს მხოლოდ მას შემდეგ მოსთხოვენ სიმინდის თესლის საფასურს, რაც სიმინდი მოიწევა და გლეხი მის რეალიზაციას მოახდენს.

 

აღნიშნული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდით საქართველო ექსპორტზე გასვლას გეგმავს, თუმცა, კონკრეტულად რომელ ბაზრებზე, ეს ჯერ უცნობია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 973 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები