11:53 Ford–ი Ferrari–ს პლაგიატობაში ადანაშაულებს | |
კომპანია Ford–ი იტალიურ ავტომწარმოებელს Ferrari–ს ამ უკანასკნელის მიერ საკუთარ ბოლიდზე დასახელება F-150–ს გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის. სახელწოდება F-150 ამერიკულ კონცერნს გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან ეკუთვნის და იგი პიკაპებისთვის გამოიყენებოდა, რომლებიც 34 წლის განმავლობაში აშშ–ში ამ კლასის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად მიიჩნეოდა. Ford–ის ოფიციალური პრეს–რელიზის თანახმად, როდესაც Ferrari–მ „ფორმულა ერთის" ახალი ბოლიდის სახელწოდება გამოაცხადა, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა იტალიელებს მისი შეცვლის თხოვნით მიმართა. „Ferrari–მ ჩვენს განაცხადს მისაღებ ვადაში არ უპასუხა და სხვა გამოსავალი, გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ნიშნის დაცვისა, არ დაგვიტოვა," – განაცხადეს Ford–ის წარმომადგენლებმა. | |
|