ოთხშაბათი, 24.04.2024, 01:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » შუა საუკუნეების ქართული მინა და მინის ჭურჭელი
23:21
შუა საუკუნეების ქართული მინა და მინის ჭურჭელი
cGeorgian glass vases.svg
შუა საუკუნეების ქართული მინა და მინის ჭურჭელი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ან შემთხვევით გამოვლენილ ფეოდალური ხანის მინის მასალის ჭურჭელს, რომლებიც პირველიდან XVIII საუკუნემდე პერიოდს განეკუთვნება. ტერმინი მოიცავს არა მარტო საქართველოში ადგილობრივ ნაწარმს, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან შემოტანილ მინის ჭურჭელსაც. ამ დარგში ადგილობრივი ხელოსნობის არსებობის შესახებ ქართული წერილობითი წყაროები თითქმის არაფერს იტყობინებიან. არაფერია ნათქვამი უცხოურ წყაროებშიც, თუმცა გათხრებმა და სხვა არაპირდაპირმა წყაროებმა საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად გამოავლინა არა მარტო მინის ჭურჭელი, არამედ მინის საწარმოებიც.

არქეოლოგიური მასალა და გამოკვლევა

პუნქტები, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქართული მინის ნაწარმი:
1. მიხელრიფში.    2. ბიჭვინთა.     3. ლიხნი.    4. წებელდა.    5. სოხუმი.    6. გუდავა.    7.ფიჭვნარი.    8. ბობოყვათი.    9. ურბნისი.    10. მცხეთა.    11. კარსანი.    12. ნატბეური.    13.თბილისი.    14. ორბეთი.    15. გუდარეხი.    16. ლამაზი გორა.    17 ბოლნისი.    18. დმანისი.    19. მარნეული.    20. რუსთავი.    21. ყაზბეგი.    22. ჟინვალი.    23. სიონი.    24. მატანი.    25.იყალთო.    26. გრემი.    27. ახალსოფელი.    28. უჯარმა.    29. ყარაღაჯი.   30. ძველი ანაგა.

მინის ჭურჭელი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია აღმოსავლეთსაქართველოს შემდეგ პუნქტებში: დმანისში (1936-1937 და 1960-1970 წლები),გუდარეხსა (1938-1939 წლები) და უჯარმაში (1950-1952 წლები). არქეოლოგიური მასალა მოიპოვება ასევე თბილისიდან — 1948-1949 წწ. „სამასი არაგველის ბაღთან" კერამიკული სახელოსნოს, 1956-1957 წწ. ერეკლე II-ის მოედანზე და 1966-19671969,1971 წწ. დედაციხეზე არქეოლოგიური თხრითა და აგრეთვე შემთხვევით მოპოვებული მასალები; რუსთავიდან — 1949-1951 წლებში ნაქალაქარზა და სამაროვანზე, ხოლო1959-196219651972-1975 წლებში ნაციხვარზე ამონათხარი და შემთხვევით მოპოვებული მასალები; ბოლნისში — ლამაზ გორაზე 1959 წელს არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები; იყალთოდან 1944 წელს გაწმენდითი სამუშაოებისას, ხოლო კახეთის ყარაღაჯიდან — 1965 წელს შემთხვევით მოპოვებული მასალები

საგანგებოდ არაა შესწავლილი დმანისში აღმოჩენილი მინის ჭურჭელი. მისი პირველი გამთხრელი ლ მუსხელიშვილი დმანისის ნაქალაქარსა და მთელ არქეოლოგიურ მასალას X-XIV საუკუნეების დასაწყისით ათარიღებს; აქვე ვარაუდობს მინისწარმოებასაც და აღნიშნავს, რომ დმანისის მინის კოლექცია საინტერესოა და ღირსია სპეციალური შესწავლისა.დმანისის შემდგომმა გათხრებმა დაადასტურა ქალაქში მინის წარმოების არსებობა ექსპედიციის ხელმძღვანელი, ვ. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ დმანისური მინის ნაწარმი, სამკაულების გამოკლებით, ჯერ კიდევა არაა სათანადოდ შესწავლილი.

ასევე საგანგებოდ არაა შესწავლილი არც XII-XIII საუკუნეების გუდარეხის სამონასტრო კომპლექსისა და უჯარმის ციხე-ქალაქის მინის ჭურჭელი. მათი აღმოჩენის ფაქტები შესაბამის ანგარიშებშია აღნიშნული[8][9][10].

შედარებით უკეთაა გამოკვლეული რუსთავის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მინის ჭურჭელი. ამ თემას თავის ნაშრომებში ვრცლად ეხებიან გ. ლომთათიძე, ნ. უგრელიძე, ლ. ჭილაშვილი. მათ მიერ ნაქალაქარის მარჯვენა ნაპირის სამაროვნის მინის ჭურჭელი დათარიღებულია IV-V საუკუნეებით, ხოლო მარცენა სანაპიროს ნაქალაქარისა და სამაროვანისა ზოგადად — XI-XIII საუკუნეებით. ეს მკვლევარები აღნიშნავენ ასევე რუსთავის ნაქალაქარზე მინის ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობასაც.იმავეს აღნიშნავს გ. ლომთათიძე ნაციხვარის შესახებაც და თავის ანგარიშებში მეტ–ნაკლებად ეხება მინის აქაურ ადგილობრივ ნაწარმს.

თბილისში „300 არაგველის ბაღთან" აღმოჩენილი კერამიკული სახელოსნოს 1948 წლის გათხრების შედეგად მოპოვებულ მინის ნაწარმს გ. ლომთათიძე სახელოსნოს თანადროულად მიიჩნევს — XII-XIII საუკუნეები. ხოლო ნ. უგრელიძე 1948-1949 წლების მასალას XI-XIII საუკუნეებით ათარიღებს ამ მასალებიდან გამოყოფენ ორ ჯგუფს: ჭურჭელსა და სამაჯურებს. გ. ლომთათიძის დასკვნით, შეინიშნება დასპეციალება საპარფიუმერო ჭურჭლის სახით; ხოლო ნ. უგრელიძე გამოყოფს სასმისებს, ბოთლისებრ და სანელსაცხებლე-საწამლე ჭურჭელს; აღნიშნავს, რომ ეს ნაწარმი მაღალხარისხოვნად ვერ ჩაითვლება.

თბილისში ერეკლე II–ის მოედანზე აღმოჩენილი მინის ნაწარმი განიხილეს ი. გძელიშვილმა და ო. ტყეშელაშვილმ ამ მასალაში ოთხი ქრონოლოგიური ჯგუფია გამოყოფილი: VII-VIIIIX-XXI-XIII და XVII-XVIII საუკუნეები. მერი ჩხატარაშვილი თვლის, რომ აქ ხშირად ნივთის რაობა სწორად არაა გაგებული და დათარიღებაშიც უზუსტობებია

ბოლნისში, ლამაზი გორის სამონასტრო კომპლექსის თხრისას მოპოვებული მინის მასალა ჯ. ამირანაშვილს ზოგადად აქვს დათარიღებული V-IX და X-XIII საუკუნეებით. ცალკეა გამოყოფილი VI-

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1341 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები