პარასკევი, 26.04.2024, 09:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » აფხაზეთის ისტორია
23:40
აფხაზეთის ისტორია
აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან (იაშთხვასნამოსახლარი).უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არამხოლოდ მიწათმომქედება და მესაქონლეობა, არამედ მექსოველეობაკერამიკის წარმოება, ქვისსპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენი.
ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურიაგიენოსი,ტრიგლიტიპიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI საუკუნეებში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.
ერთ–ერთი დოლმენი ეშერადან(ამჟამად ინახება სოხუმის მუზეუმში)

შუა საუკუნეები.

"აფხაზთა სამეფო" იყო ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო (VIII საუკუნის 80-90-იანი — X საუკუნის 80-იანი წწ.). წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შედეგად.

VIII საუკუნის ბოლოს აფხაზთა მთავარი ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიის დამოკიდებულებისაგან და აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო. ამ აქტში მას მისი სიმამრი, ხაზართა ხაკანი (ლეონის დედა ხაზართა მეფის ასული იყო) დაეხმარა. სამეფოს ეწოდა "აფხაზეთის სამეფო" აფხაზთა სამთავროს წამყვანი როლის გამო ახალ სამეფოს ჩამოყალიბების საქმეში.

ზოგ წყაროში აფხაზთა სამეფოს მეფეები ეგრისის მეფეებად იწოდებიან. სამეფოს ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან, დაახლოებით, ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი ლიხის (სურამის) ქედამდე. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა,ქართველები (ქართებიმეგრელებისვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფო დედაქალაქი გახდა ქუთათისი- დასავლეთ საქართველოს ცენტრი. ქვეყანა დაწინაურდა ეკონომიურად - განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა. თავის დროისათვის მაღალ დონეს მიაღწია ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ქართული ხუროთმოძღვრების მრავალრიცხოვანი ძეგლები. წარმოქმნისთანავე აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ცდილობდა შემოეერთებინა შიდა ქართლიკახეთი და ჰერეთი. ერთ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა ჯავახეთიც.

აფხაზთა სამეფო განსაკუთრებით დაწინაურდა გიორგი II-ის და მისი ძის, ლეონ III-ის დროს. ამ პერიოდში აფხაზთა სამეფო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ჰეგემონი იყო. ბიზანტიელ და არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზთა სამეფო, ისევე როგორც მთლიანად ფეოდალური საქართველო, გამარჯვებული გამოვიდა.

აფხაზთა სამეფოს კულტურული და საეკლესიო პოლიტიკა ნაკარნახევი იყო მთელი საქართველოს საერთო ინტერესებით. აფხაზთა სამეფოს მმართველმა წრეებმა, ჯერ კიდევ IX საუკუნეში, გაათავისეუფლეს თავისი ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათალიკოსს დაუქვემდებარეს . აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთა (აფხაზეთის საკათალიკოსო) იყო . X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II-მ ქართული ეკლესიის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში (ალანთა სამეფოში) გაავრცელა .

აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო 8 საერისთავოდ: "აფხაზეთის", ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთათისის და შორაპნის. აფხაზთა სამეფოს პერიოდში ფართოვდება ტერმინების "აფხაზეთის" და "აფხაზების" მნიშვნელობა (როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში). ამ ტერმინების ქვეშ იგულისხმება მთელი დასავლეთ საქართველოს და მისი მოსახლეობა. თუმცა ტერმინები "ეგრისი" და "ეგრისელები" ისევე რჩება ხმარებაში.

ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ქუთაისში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

აფხაზთა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბების დამთავრების პროცესში. მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ქართების, მეგრელებისა და სვანების კონსოლადაცია.

978 ადგილობრივმა "აფხაზურმა დინასტიამ" შეწყვიტა არსებობა და საზოგადოების პროგრესული ძალების ხელშეწყობით აფხაზთა სამეფოს ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფეების შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის უბრალო შეცვლა. ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლებები ჰქონდა მთელ ქართლზე, აფხაზეთის მეფეები კი ამ ტახტის უზურპატორებად ითვლებოდ  XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს მეფე გახდა.

შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში დაიწყო 1992 წ. 14 აგვისტოს და გაგრძელდა 1993 წ. 30 სექტემბრამდე.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით პოლიციის ნაწილები გაიგზავნა ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამის შესახებ ინფორმირებული იყოაფხაზეთის მაშინდელი ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ისახავდა მიზნად. პირველი შეტაკება მოხდა ოჩამჩირის რაიონ სოფ. ოხურეითან, სადაც აფხაზმა "გვარდიელებმა" მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის კოლონას. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა პოლიციის ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება დაფიქსირდა აგრეთვე სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიღუპა ერთი აფხაზი მებრძოლი. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის შენაერთი დაბანაკდა სოხუმის მისასვლელთან, ტურბაზის ტერიტორიაზე. ვლადისლავ არძინბას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სეპარატირტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს (სერგეი შამბას მიმართვა რადიოთი). აფხაზმა სამხედრო შენაერთებმა მთლიანად დაიკავეს ქ. სოხუმი.


15 აგვისტოს გაგრის ზონაში ზღვიდან გადმოისხა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი. ამავე დღეს სოხუმში ჩამოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრები თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი. აფხაზებთან მოლაპარაკებაში ამ ორის გარდა მონაწილეობდნენ აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსთავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და ნაპოლეონ მესხია, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ავთანდილ იოსელიანი. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სერგეი ბაღაფში, ზურაბ ლაბახუა, ალექსანდრე ანქვაბი, ზურაბ აჩბა და სხვ. თ სიგუამ მოითხოვა ვლადისლავ არძინბასთანშეხვედრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან 200–200 კაციანი სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდედაიცავდა რკინიგზას და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. ს. ბაღაფშმა სოხუმიდან გასვლისთვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1424 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები