ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » ფრედერიკ ბაზილი
23:48
ფრედერიკ ბაზილი
Frédéric Bazille 004.jpg

ჟან ფრედერიკ ბაზილი (ფრანგJean Frédéric Bazille, დ. 6 დეკემბერი1841 — გ. 28 ნოემბერი1870) იყო ფრანგიიმპრესიონისტი.

ფრედერიკ ბაზილი დაიბადა შეძლებული პროტესტანტული ბანკირის ოჯახში. ის პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუსტავ კურბეს ხელოვნებამ და მან გადაწყვიდა მხატვარი გამხდარიყო. 1862 წელს ის იწყებს სწავლას გლეირის სასწავლებელში, სადაც მან კლოდ მონე გაიცნო. ბაზილი ასევე კარგად მეგობრობდა პოლ სეზანთანალფრედ სისლეისადა ოგიუსტ რენუართან. ის პოზიორობდა მონეს ცნობილ სურათ „საუზმე მდელოზე". ასევე ბაზილს ჰყავს გამოსახული მონე ტილოზე „იმპროვიზირებული ჰოსპიტალი".

ფრედერიკ ბაზილმა დიდი გავლენა განიცადა გუსტავ კურბეს, ეჟენ დე ლა კრუას, ჟან ბატისტ კამილ კოროსა და ედუარდ მანესი. მისი პორტრეტები გამოირჩევა კეთილშობილებითა და სულიერებით. განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული რენუარის პორტრეტი (1867 წ.). ასევე აღსანიშნავია ტილო „ოჯახის წრეში", სადაც მან მთელი თავისი ოჯახის წევრები შეკრიბა. სურათ „სახელოსნო ლა კორდამინის 9-ში" მხატვარმა გადმოსცა მეგობრული დამოკიდებულება. ტილოზე გამოსახულია მისი სახელოსნო, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთადაა; ერთი პიანინოზე უკრავს, დანარჩენი კი ალბათ ხელოვნებაზე საუბრობენ.
ფრედერიკ ბაზილმა მონაწილეობა მიიღო პურსია-საფრანგეთის ომში, სადაც ის 1870 წელს დაიღუპა.

გალერეა

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1039 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები