00:16 ჰალაი | |
ჰალაი ან იალი (თურქ. Halay; აზერ. Yalli; არამ. ܚܓܐ [ხიგა]; ბერძნ. Χαλάϊ; ქურთ.Gowend ან Dîlan) - პოპულარული ცეკვა ახლო აღმოსავლეთში. ჰალაი არის ქოჩარისნაირსახეობა. ჰალაის ტრადიციულად ზურნისა და დოლის მელოდიურ ჰანგებზე ცეკვავენ, მაგრამ დროთა განმავლობაში დოლი და ზურნა შეიცვალა ელექტრონული ინსტრუმენტებითაც. ჰალაი შედგება რამდენიმე ადამიანისაგან, რომლებიცნეკათითებით არიან შეერთებულნი (ზოგგან ხელის მტევნით). ცეკვის წამყვანს ხშირად მანდილი ან ჭრელი ცხვირსახოცი უჭირავს. ჰალაი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ეროვნული ცეკვაა. | |
|