პარასკევი, 29.03.2024, 02:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » პერსონალური კომპიუტერი
00:46
პერსონალური კომპიუტერი

პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა მოდელით ეპლ II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი IBM-მა საკუთარი მოდელით, ზომისა და მობილურობის მიხედვით "პერსონალური კომპიუტერით" შეცვალა.

  • 1956 წელი, იანვარი — აშშ-ის რაიონული სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს.
  • 13 სექტემბერი — IBM-მა წარმოადგინა IBM 350 Disk File, პირველი მყარი დისკი, როგორც IBM RAMAC 305 კომპიუტერის ნაწილი. მას გააჩნდა 50-ორმხრიანი, 24-დიუმიანი დისკი და მას გააჩნდა ერთი ბერკეტი და ერთი ჩამწერი/წამკითხავი თავაკი. იგი იტევდა დაახლოებით 5 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ჰქონდა 8800 სიმბოლო წამში.
პირველი მინიკომპიუტერი — PDP 1
  • 1958 წელი, 12 სექტემბერი — Texas Instruments-ში, ჯეკ კილბი დემოსტრაციას უკეთებს მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ პლატას, რომელიც შეიცავდა ნახევარგამტარი მატერიალით დაკავშირებულ, დიუმის სიგრძის და კბილსაჩიჩქნზე წვრილ 5 კომპონენტს.
  • 1960 წელი, თვე უცნობია — Digital Equipment უშვებს პირველ მინიკომპიუტერს PDP-1, რომლის ფასი იყო 120 000 ამერიკული დოლარი. ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იყო კლავიატურითა და მონიტორით. (PDP — Program, Data, Processor (პროგრამა, მონაცემები, პროცესორი)).
  • 1963 წელი, თვე უცნობია — დაგლას ენგელბარტის ჯგუფმა, კალიფორნიაშისტენფორდის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს ჩვენების (ეკრანის, მონიტორის, ტელევიზორის) ანტერაქტიურლი სქემები. მათ ტესტირება ჩაატარეს სხვადასხვა მოწყობილობებით — მიმთითებლებით, მართვის პულტებით, სფერული მანიპულატორით — ყავისფერი ხის ყუთი ორი მოძრავი ბორბლით და წითელი ღილაკით. ამ უკანასკნელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ცენტრალური ბლოკის კომპიუტერი General Electric 225
  • თვე უცნობია — ამერიკული სტანდარტის ასოციაცია იშვილა ASCII-მ (American Standard Code for Information Interchange, ამერიკული სტანდარტული კოდი ინფორმაციის გაცვლისათვის), როგორც სტანდარტული კოდი, მონაცემთა გადაცემისათვის.
  • 1965 წელი, 19 აპრილი — ჟურნალი „ელექტრონიკსი" (Electronics) აქვეყნებს Fairchild Semiconductor-ის მთავარი მკვლევარისა და პროგრამისტის გორდონ მორის სტატიას. მორი წინასწარმეტყველებს, რომ ტრანზისტორის სიხშირე ინტეგრირებულ პლატაზე, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველ 12 თვეში გაორმაგდება.
  • 1968 წელი, 4 ივნისი — აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურო დოქტორ რობერტ დენარდს ჩუქნის IBM T.J. Watson კვლევითი ცენტრის 3,387,286 პატენტს.
  • თვე უცნობია — რობერტ ნოისი და გორდონ მორი აარსებენ კომპანიას Intel Corporation.
  • 4 ოქტომბერი — კომპანია ჰიულეტ-პაკარდის მიერ ჟურნალში Science გამოქვეყნდა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობდა პირველ პროგრამირებად მეცნიერულ გამომთვლელ მანქანაზე (Calculator), რომელსაც ჰიულეტ-პაკარდი ეძახდა „the new Hewlett-Packard 911A personal computer". (ახალი ჰიულეტ პაკარდის 911A პერსონალური კომპიუტერი).
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1136 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები