სამშაბათი, 14.05.2024, 04:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია


დასავლეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. მისი შინაარსი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის გულისხმობდა საფრანგეთს, ბენილუქსის ქვეყნებს - ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი, დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას. ამ ჯგუფს, როგორც წესი, ხშირად აკუთვნებდნენ გერმანიასაც, თუმცა გეოგრაფიულად ის უფრო ცენტრალური ევროპის ნაწილია.

სხვადასხვა ისტორიული და პოლიტიკური გარემოებების გამო დასავლეთ ევროპაში შეჰყავდათ აგრეთვე შემდეგი ქვეყნებიც:
იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა.
აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები - იტალია, სან-მარინო, ვატიკანი.
ჩრდილოეთის ქვეყნები - ნორვეგია, შვეცია, ფინეთი, დანია, ისლანდია.
ალპური ქვეყნები - შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.
სამხრეთის ქვეყნები - საბერძნეთი, თურქეთი.

შენიშვნა: დასავლეთ ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია წითელი ფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1117 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

აღმოსავლეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. დასავლეთ ევროპის მსგავსად, ტერმინი აღმოსავლეთი ევროპა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ჩვეულებისამებრ, ამ ტერმინში იგულისხმება დსთ-ს ევროპული ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი. ყველაზე ხშირად მათ რიცხვს მიაკუთვნებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს, თუმცა ისინი გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობენ.

ცივი ომის ეპოქაში, აღმოსავლეთ ევროპაში შედიოდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნები (პოლონეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), ხშირ შემთხვევაში ალბანეთი და იუგოსლავია, აგრეთვე ბალტიის საბჭოთა რესპუბლიკები (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ამჟამად, სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში ამ რეგიონს შეიძლება მიაკუთვნონ ე.წ. ”ვიშეგრადის ჯგუფის” (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები (საბერძნეთის გარდა).

შენიშვნა: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ალისფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1072 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ცენტრალური ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ცენტრალური ევროპა არ არის ისეთი დამკვიდრებული ტერმინი, როგორც დასავლეთი ან აღმოსავლეთი ევროპა. ცივი ომის დასრულებისა და ევროპის გაფართოების გამო ევროპის ცენტრმაც აღმოსავლეთით გადაინაცვლა. ამჟამად მასში ქვეყნების ორი ჯგუფი მოიაზრება:
ალპური ქვეყნები - გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.
ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.

შენიშვნა: ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ცისფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1269 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

სამხრეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. სამხრეთ ევროპა აერთიანებს ქვეყანათა 4 დიდ ჯგუფს. ესენია:
პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა, გიბრალტარი.
აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები - იტალია, სან-მარინო, ვატიკანი.
ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები - რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მონტენეგრო, კოსოვო.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები - მონაკო, მალტა, კვიპროსი.

გეოგრაფიულად სამხრეთ ევროპას მიეკუთვნება აგრეთვე საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი (ე.წ. ფრანგული რივიერა} და თურქეთის ევროპული ნაწილი (ანატოლია).

შენიშვნა: სამხრეთ ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია მწვანე ფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1312 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ჩრდილოეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ტრადიციულად ჩრდილოეთი ევროპა გულისხმობს სკანდინავიის ქვეყნებს (ფართო გაგებით): ნორვეგია, შვეცია, ფინეთი, დანია, ისლანდია. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ მათ რიცხვს მიემატა ბალტიის 3 ქვეყანა: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ეს არის ამ ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა.

წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი ევროპა გაცილებით დიდი არეა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ალპების ჩრდილოეთით. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჩრდილოეთ ევროპაში, გარდა ზემოხსენებული ქვეყნებისა, შედის:
ბრიტანეთის კუნძულები - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია.
ბენილუქსის ქვეყნები - ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი.
საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი.
გერმანია.
პოლონეთი - ნაწილობრივ.
რუსეთის ევროპული ნაწილის უდიდესი ნაწილი.

შენიშვნა: ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია იისფერით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1203 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

« 1 2 ... 76 77 78 79 80 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები