პარასკევი, 17.05.2024, 06:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

გამოჩენილი დირიჟორი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977). საქართველოს და სსრკ-ს სახალხო არტისტი, ანსამბლ ”შვიდკაცას” შემქმნელი ჯანსუღ კახიძე – ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

მან დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (1963 წ. სპეციალობით სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ო.დიმიტრიადის კლ) და სწავლა განაგრძო მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორთან იგორ მარკევიჩთან.

1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი; მოგვიანებით კი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (1957-62 წწ). სხვადასხვა წლებში ჯ.კახიძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1962-71 წწ), მთავარი დირიჟორი (1965-68 წწ) და სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-2002 წწ).

1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში; აღსანიშნავია, რომ მისი პოლონეთში მოღვაწეობის პერიოდში პირველად დაიდგა საზღვერგარეთ ქართული ოპერა ზ.ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი”.

1973-1993 წწ ჯ.კახიძე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო. 1993 წლიდან კი ჩამოაყალიბა ”თბილისის სიმფონიური ორკესტრი”. ჯ,კახიძის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობდნენ ყოფილი საბჭოთა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1237 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში.

1919 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა გ. ჯაბადარის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში.

თავდაპირველად მსახიობი მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში.

როგორც თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით.

მსახიობი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება” და "სამანიშვილის დედინაცვალი”), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი”), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე”), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა”), ფილი კულენი (ჯ. სინგის "გმირი”) და სხვა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1314 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

თენგიზ აბულაძე – Tengiz Abuladze (1924-1994)

ცნობილი კინორეჟისორი თენგიზ ევგენის ძე აბულაძე დაიბადა 1924 წლის 31 იანვარს. 1943–46 სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 დაამთავრა საკავშირო კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო).

კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ჩვენი სასახლე” (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა” (1955, ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით; მთავარი პრიზი "ოქროს პალმის შტო” კანის IX საერთაშორისო ფესტივალზე და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო ფესტივალზე, ორივე 1956).

აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია "სხვისი შვილები” (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958; ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია "ვერცხლის ნეადა” პორეტა–ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960; პრემია თეირანის საერთაშორისო კ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2175 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010


მიხეილ თუმანიშვილი (1818 — 1875)


მიხეილ თუმრნიშვილის სახელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული რომანტიზმის ისტორიასთანაა დაკავშირებული, ხოლო ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი რეალისტური ხელოვნების პრინციპების დამცველად გვევლინება და ერთი პირველთაგანია იმ მცირერიცხოვან მწერალთა შორის, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ხელს უწყობს ქართული კრიტიკისა დაპუბლიცისტიკის განვითარებას.


იმ გვარმა, რომელსაც პოეტი ეკუთვნოდა, ძველიდანვე გამოიჩინა თავი მწერლობაში, ხოლო, ოფიციალური მდგომარეობის მიხედვით, მის წარმომადგენლებს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში (დაახლოებით, მე-15 საუკუნიდან) საქართველოს სამეფო კარის მდივნის თანამდებობა ეჭირათ.

ამ თანამდებობას ასრულებდა რუსეთთან საქართველოს შეერთებამდე მიხეილის მამა თავადი ბირთველ თუმანიშვილიც, ხოლო შეერთების შემდეგ, 1802 წელს, იგი დაინიშნა დუშეთის მაზრის თანამსაჯულად; რამდენიმე წლის განმავლობაში ბირთველი ქალაქის უფროსადაც იყო გორში; ბოლოს კი მან თავი დაანება სამსახურს და ხელი მოჰკიდა მეურნეობას.

დედა მიხეილისა, ანა, სომხეთის მელიქის ათანასე მირიმანოვის ასული, თავის დროისათვის განათლებული ქალი ყოფილა და, უმთავრესად, იგი ხელმძღვანელობდა შვილების აღზრდას.
თუმანიშვილის ოჯახ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1330 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე დაიბადა 1870 წლის 16 იანვარს (28 იანვარი) სოფ. ლესაში (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).

ადრეული წლები
კიტა აბაშიძის მშობლები გურიიდან იმერეთში გადასახლდნენ და შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში სახლდებიან, აბაშიძეების საგვარეულო მამულში, სადაც გაატარა კიტამ ბავშვობის წლები.

კიტას მამა, გიორგი აბაშიძე, იყო იმერეთში საკმაოდ ცნობილი თავადის, ივანე დავითის ძე აბაშიძის უმცროსი შვილი. გიორგი აბაშიძე ქართველ დიდგვაროვანთა წოდებას განეკუთვნებოდა და იგი, ისევე როგორც თავადაზნაურობის დიდი ნაწილი, გაღარიბებული იყო, ამიტომ მუხლჩაუხრელად შრომობდა მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე რაჭაში.

გიორგი აბაშიძე 1874 წელს გარდაიცვალა, მაშინ კიტა 4 წლისა იყო. კიტას ჰყავდა ორი უმცროსი და: ეკატერინე და პოლინა. ოჯახის მთელი სიმძიმე კიტას დედას, 25 წლის სოფიო გურიელს დააწვა მხრებზე.

იგი ცდილობდა არაფერი მოეკლო ბავშვებისათვის. დედა-შვილის ურთიერთობაში განსაკუთრებული სითბო და სინაზე იგრძნობოდა. ეს ურთიერთობა მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვათ. კიტა დედას სიყვარულით სავსე ბარათებს უგზავნიდა ქუთაისიდან, თბილისიდან , ოდესიდან, პეტერბურგიდან, კონსტანტინეპოლიდან, პარიზიდან, რომიდან.

9 წლის კიტა თავის დას სწერდა: "ჩვენ რომ დედა გვყავს, კატო ჩემო, იმისი ღირსი ჩვენ არა ვართ.” დედის შვილისადმი ტრაგიკული სიყვარულის ნათელი მაგალითია სოფიოს აღსასრული: მას შემდეგ, რაც 1917 წელს ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა, სოფიომ, ზუსტად ე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1173 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

თენგიზ ვერულავა – "ედგარ პო”.


სხეულის ტყვე სული..


სამყაროს მრუმე სიშორიდან შემოეხეტა სული უპირქუბო მიწაზე. მრგვალი ხმელეთის თვალთმაქცი სილურჯით მოიხიბლა და აქვე ინება დავანება.
დედამიწა _ პტოლემეს კოსმოლოგიური ცენტრი, მეუფება სამყაროსი, ირგვლივ უსასრულოდ მბრუნი შვიდი სფერო.

სულიყლაპია პლანეტები მიტყუებით იტაცებენ მოფარფატე სულებს, მსხვერპლად მიაქვთ უფალ კერპთან, მიწასთან.


დედამიწა _ სულთამმუსვრელი ინკვიზიტორი, თიხით ატკეპნილი ციხე, სისხლიანი, მჭლე სუნით მოწამლული საყასბო, მანდალის ენიგმატური სიმრგვალე, აპერწკლილი წერტილი.


მოფარფატებს დედამიწით გათვალული სული, გზააბნეულს მისი მტვერი ეტმასნება. ჭვარტლით შეიმურა, დამძიმდა. გარსმოხვეული მტვერი მკვრივი გახდა, ჩონჩხად იქცა და ყალიბში მოამწყვდია სული.


ჯავშნიან ძვლებს მალე შემოევლო მჭლე ხორცი და სადღა არის მონანავე ნებიერა სული, მატერიის უნებლიე ტყვეა, დროისა და სივრცის ყურმოჭრილი პატიმარი. სამყარო კი – დახშული, შემოკე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1234 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ოცდაათიოდე წლის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში. მორის კლაინის წიგნი მათემატიკის ისტორიას შეეხებოდა და ასე იწყებოდა:


ნოდარ ლადარია.


ოცდაათიოდე წლის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში. მორის კლაინის წიგნი მათემატიკის ისტორიას შეეხებოდა და ასე იწყებოდა:

"ყოველი ცივილიზაცია, რომელიც ამ სახელის ტარების ღირსია, ჭეშმარიტებას ეძიებს". ეს წინადადება სამუდამოდ დამამახსოვრდა. პირველი წაკითხვიდან ორი დასკვნა გამოვიტანე. პირველი ის იყო, რომ ჭეშმარიტების პოვნა შესაძლებელია, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, ეს დასკვნა ბევრს არაფერს მაძლევდა - საზრისის მთელი სიმძიმე ზმნაში უნდა ყოფილიყო: ეძიებს. ჰოდა, მეორე დასკვნაც გამოვიტანე: ჭეშმარიტება არასოდეს გეძლევა მუქთად.

იმ დროიდან ვფიქრობ, რომ საპირისპიროც მართალია: რაც მუქთად გეძლევა, არასოდესაა ჭეშმარიტება. არ მჯერა მუქთად და უშრომლად მიღებულისა...

ამ მცირე შესავლის შემდეგ უნდა გადავიდე პროფესორ ნინო როინიშვილის სტატიაზე, რომლითაც გაიხსნა 9 აპრილის WEEKEND: "დიდი ჰადრონული კოლაიდერი".

საქართველოში ამ მოწყობილობის შესახებ ბევრმა იცის. სამწუხაროდ, ის ჯობია, ცოტამ იცოდეს: ძირითადად, ჰგონიათ, რომ ადამიანი ამ მოწყობილობით "ღმერთს ეჯიბრება" და ცდილობს "ახალი სამყარო შექმნას". დავანებოთ თავი სისულელეებს და მოვიყვანოთ რამდენიმე მონაცემი 9 აპრილის სტატიიდან.

დავიწყოთ კონკრეტულით:

ზეგამტარი კაბელების ჯამური სიგრძე ათჯერ სჭარბობს მანძილს დედამიწიდან მზე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1231 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

კვირის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან - უკრაინა ნატოზე უარს ამბობს.


იანუკოვიჩი აცხადებს, რომ კვლავ ერთგულია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ აღებული გეზის, თუმცა "ბლოკურ თამაშებს" აღარ აპირებს.

ამის დასადასტურებლად კი აუქმებს ნატოს თანამშრომლობის უწყებათშორის სამთავრობო ცენტრსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნულ ცენტრს.

"ხალხის ნების აღსრულების აქტი" ძალზე საინტერესო დროს - რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ხორციელდება. დასავლეთი გაურკვეველ არჩევანზე იწყებს საუბარს, საქართველო კი ნატოსკენ სწრაფვაში მარტო რჩება.

2008 წლის 5 აპრილს გახსნილმა ბუქარესტის სამიტმა რამდენიმე კითხვას მაშინვე გასცა პასუხი - ამ დღემ დაადასტურა, რომ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებებზე ფაქტობრივი ვეტოს უფლება აღმოაჩნდა; დაადასტურა ისიც, რომ ევროპა თავის არჩევანში ერთიანი არ არის. მაშინ საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება იყო.

ორი წლის წინანდელ გაზაფხულს ემთხვევა კოსოვოს აღიარებაც. ყველაფრის ლოგიკური შედეგი კი აგვისტოს ომი გახლდათ.

მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ნატომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების ფორმით "თავის ატკიებაზე" უარი თქვა. მანამდე და მერეც ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, ეხმარებოდა თუ ხელს უშლიდა საქართველოს ამ გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1098 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

26 აპრილს, 5 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზი თანდათანობით ივსებოდა.



გასაკვირი არცაა, რომ მაყურებელთა შორის სკოლის მოსწავლეები ჭარბობდნენ. შემოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ხმაურით, ზოგიერთი მათგანი ადგილს ჩუმად იკავებდა, ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს მოლოდინზე ეკითხებოდნენ, მოლოდინზე იმ სპექტაკლის მიმართ, რომლის სანახავადაც შეიკრიბნენ.



"ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. სცენარი კი არჩილ სულაკაურის მოთხრობების "მტრედები" და "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" მიხედვით მანანა დოიაშვილმა დაწერა. სულ 5 პერსონაჟია, სპექტაკლში კი 10 მსახიობია დაკავებული, ისინი ერთმანეთს ცვლიან, პირველი ხუთეულის მონაწილეობით პრემიერა რამდენიმე დღით ადრე შედგა, მეორე ხუთეულის კი 26 აპრილს.



აქ წამყვანი პერსონაჟი ომია. ომი, რომელიც სიძულვილის, ძალადობის, აგრესიის, სისხლისა და სიკვდილის საფუძველია.

თუმცა არსებობს მეორე მხარეც და მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ომის დროს ადამიანები ერთმანეთს დაემსგავსნენ, ყველანი უსახო არსებებად იქცნენ და მათი გარჩევა ძნელია, მაყურებელი მაინც ხედავს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ და არამხოლოდ საკუთარი თავის, ასევე სხვების გადარჩენაზე ფიქრობენ.

სპექტაკლის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1242 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

არჩევნები კი მშვიდად და ობიექტურად ჩაივლის.


ინტერვიუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან

- გაზეთ "კომერსანტში" ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს საქართველოში უკვე უწოდეს სკანდალური.

ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, გავრცელდა თქვენი უწყების ოფიციალური განცხადებაც, სადაც პუბლიკაციაში გამოთქმული ზოგიერთი თქვენი მოსაზრება კონტექსტიდან ამოვარდნილადაა მოხსენიებული.

მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამ განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესი ვერ ჩააცხრო. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია იმ ნაწილმა, სადაც მეფობის აღდგენის იდეის ავტორად პრიმაკოვია გამოცხადებული.

- საქართველოსთან დაკავშირებით პრიმაკოვის ფიგურა ამ ბოლოს წამოტივტივდა - მისი დაბადების დღეზე პუტინმა საქართველო, ასე ვთქვათ, გადააბარა პრიმაკოვს. მეფის ინსტიტუტის იდეა უფრო ძველია და მათი ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.

საქართველოში მეფობის აღდგენასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შეხედულებები, მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მეფობის აღდგენა სრული ანაქრონიზმია. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ იდეას უჭერენ მხარს, ჩემს სიმპათიას არ იმსახურებენ.

რაც შეეხება პრიმაკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1064 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

« 1 2 ... 192 193 194 195 196 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები