შაბათი, 04.05.2024, 02:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი
Category: ახალი ამბები | Views: 959 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

Category: სტატიები | Views: 1153 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


ლიტერატურა: იქ, სადაც გველოდებიან"ავდექი, აივანზე წინდებისამარა გავედი და სიგარეტი გავაბოლე. თოვლში ვიდექი და ვეწეოდი. უცებ რამ წამომიარა, ბიჭო, არ ვიცი, სიგარეტი მოვისროლე, მოაჯირს გადავევლე და წავედი. ალბათ, ვერასდროს გავიგებ, რა პრინციპით და კანონზომიერებით ჰქონდათ მეზობლებს სარეცხის თოკები დაყენებული...
- რა გინდოდა, ძმაო, რას დაეძებდი, საკუთარ თავზე თუ არა, დედაშენზე მაინც გეფიქრა, შენს მეტი არავინა ჰყავს ამ სამყაროში.
- იცი, ბიჭო, მაინტერესებდა, სისხლი ცხელია თუ არა.
- ახლა ხომ გაიგე, რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი ცხელი.
- არა, ძმაო, მე დავრწმუნდი, რომ სისხლი მტკივნეულია."
"თამაში რევოლვერით” - ასე ჰქვია გიგი სულაკაურის ბოლო კრებულს. მისი ცხოვრებაც ამგვარ თამაშს ჰგავს: რისკიანს, ლაღს, ოდნავ დარდიანს. გიგი სულაკაურის ყველა გმირი "ნაღდია," ისინი, ვინც სიმართლით ცხოვრობენ და ისინიც, ვინც იტყუებიან, ისინი, ვისაც კლავენ და ისინიც, ვინც ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ. 
17 მოთხრობა, რომლებშიც რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს საერთო ტკივილი აქვთ. თავად გიგი სულაკაურია ყველაში და ყველაა მასში. საბურთალოზე ცხოვრობს. კოსტავას 75 ნომერში. მოთხრობებში ტრისტანას დუქნის ხშირი სტუმარია, რეალობაში - იქვე სახლთან მდებარე კაფეში ჯდომა უყვარს. სახე ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1158 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011


წიგნის დღეჭაბუა ამირეჯიბი, ინტერვიუ: 
„1944 წლის 10 აპრილს ტროიკის თავმჯდომარემ, გვარად ბურდულმა, მკითხა:

- რომ გაგათავისუფლოთ, როგორ მოიქცევითო.

არც დავფიქრებულვარ, მივუგე:

- როგორც აქამდე მოვიქეცი, ისევ ისე-მეთქი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება, ისე. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არი. ეს „უკეთესი" როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. საერთოდ, რას ნიშნავს უკეთესობა? მე არასოდეს მქონია დიდი მადა და მოთხოვნილებები. კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამით, რასაც ღმერთი იმეტებს. დიდხანს ვიცოცხლე. ბევრი ვნახე. მიუტევებელი ცოდვები არ მადევს. მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა – არიან „ყარამანები". პატივისმცემლები მუდამ მყავდა, ახლაც მყავს და დარწმუნებული ვარ, სიკვდილის შემდეგაც მეყოლება. გავაჩინე და გავზარდე ექვსი შვილი. დავრგე ოცდაათამდე ხე. მყავდა და ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1261 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

ლექსი: რეზო თაბუკაშვილი "შვილიშვილებს".
Category: სტატიები | Views: 1132 | Added by: NaTia | Date: 23.01.2011

« 1 2 ... 74 75 76 77 78 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები