|
მთავარი » ენციკლოპედია

ტფილისის ბრძოლა, საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შორის ომის გადამწყვეტი ბრძოლა 1921 წ. 16-25 თებერვალს. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილია, როგორც „ტფილისის ოპერაცია" (რუს. Тифлисская операция); საქართველოში ხშირად კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების სახელით მოიხსენიებენ იმ ორის სიმაღლის მიხედვით, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობდა ტფილისის დაცვაში.
საქართველოს შეიარაღებული ძალები გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ერთი კვირის მანძილზე იცავდნენ ტფილისის მისადგომებს, მაგრამ იძულებული გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ გეკერის საერთო სარდლობით მოქმედი მე-11 წითელი არმიის რიცხობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამო. ტფილისში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა და მარტის მიწურულისთვის საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
წითელი არმიის შემოჭრა.
საბჭოთა რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ ფაქტიურად 1921 წ. 12 თებერვალს დაიწყო, როდესაც რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს მითითებით ადგილობრივმა ბოლშევიკებმა ამბოხება მოაწყეს ლორეს ზონაში, რომელიც საბჭოთა სომხეთს ესაზღვრებოდა. სამხრეთ საქართველო იყო უმოკლესი გზა ტფილისისკენ, რომლის აღებას ბოლშევიკები ელვისებური დარტყმით ვარაუდობდნენ.
გარდა ამისა, ე.წ. ლორეს ნეიტრალური ზონა სადავო ტერიტორია იყო სომხეთსა და საქართველოს შორის
...
კითხვის გაგრძელება »
|

მარტყოფის ბრძოლა — 1625 წლის 25 მარტს ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ; ქართლ-კახეთის აჯანყების (1625) ერთ-ერთი ეპიზოდი. ისტორია.
ყიზილბაშთა დიდი არმია ყირჩიხა-ხანის სარდლობით მარტყოფის ველზე იდგა და კახეთის მოსახლეობის დასარბევად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გ. სააკაძისა და დ. ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო.
ქართლ-კახეთის მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა შესეოდნენ ირანელთა ბანაკს. გ. სააკაძესა და მის მხლებლებს, რომელნიც ირანელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ. მტრის ბანაკში იყო აგრეთვე სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები ელია დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი.
25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყარა ყარჩიხა-ხანთან და გ. სააკაძე იხმეს. ამ დროს გ. სააკაძემ ყარჩიხა-ხანი განგმირა. სანამ ირანელთა სარდლობა გონს მოვიდოდა, გ. სააკაძემ და მისმა მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს. ამასობაში ქართველთა ჯარი, რომელსაც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა.
...
კითხვის გაგრძელება »
|

ჩოლოქის ბრძოლა 1854, რუს-ქართველთა ჯარის ბრძოლა მდ. ჩოლოქთან თურქების ლაშქრის წინააღმდეგ ყირიმის ომის დროს.
ნიგოითის ბრძოლაში (1854) თურქთა დამარცხების შემდეგ გენერალი ი. ანდრონიკაშვილი, თურქთა მთავარი ძალების წინააღმდეგ შეტევის მიზნით, ოზურგეთისაკენ დაიძრა, მტერმა სასწრაფოდ დატოვა ქალაქი და მდ. ჩოლოქის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა. რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. 4 ივნისს დილით "გურიის რაზმს" მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდ. ჩოლოქისაკენ დაეშვა და თურქებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა.
კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში თურქები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. მტერმა დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ასპინძის ბრძოლა — 1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან. ისტორია .
1770 მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი გ. ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (დაახლოებით 7 ათასი კაცი) - ერეკლე II. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს.
აქ ერეკლე II-მ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება, მისი აზრით, თავისთავად გადაწყვიტდა აწყურის საკითხს. ტოტლებენი შეუძლებლად თვლიდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის მისეული გეგმა არასწორი იყო. ამით ისარგებლა ახალციხის ფ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ამასთან ქართველებმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ II მეთაურობდა. ქართველთა სარდლობამ ლაშქარი სეიდაბად-მტკვრის ვიწროებში დააბანაკა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი მეთაურობდა, მარჯვნივ ფრთას — დავით ბატონიშვილი (გიორგი XII-ის ძე), მარცხენას — იოანე მუხრანბატონი, ცენტრს და საერთო ფრონტს — ერეკლე II. ცენტს უკან მარქაფში 2 რაზმი იყო, რომელთაც ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი და ოთარ ამილახვარი სარდლობდნენ. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქარი 14 რაზმად დაყო და მოპირდაპირე მხარეს-შავნაბადის, თელეთისა და კრწანისის მიდამოებში — განალაგა. ჯარის ზურგში თუქრმანთა 6-ათასიანი რჩეული რაზმი ჩააყენა, რომელსაც შემტევი ნაწილების უკან დახევის შემთხვევაში ცეცხლი უნდა გაეხსნა. 9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ე
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|